გლიდაპ-M 10მგ/1000მგ #30ტ

გლიდაპ-M 10მგ/1000მგ #30ტ

78.79 ლარი 66.97 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ექსემედ ფარმაცევტიკალ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთფორმინი+დაპაგლიფლოზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 145500
გააზიარე:

გლიდაპ-M 10მგ/1000მგ #30

1. გლიდაპ-M დამისი გამოყენება

ეს წამალი შეიცავს ორ განსხვავებულ ნივთიერებას, დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს. ორივე მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები. ეს არის მედიკამენტი, რომელიც მიიღება პერორალურად დიაბეტისთვის.

გლიდაპ-M გამოიყენება დიაბეტის ტიპისთვის, რომელსაც ეწოდება „მე-2 ტიპის დიაბეტი“ მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის) და, როგორც წესი, უმეტესად ჩნდება  ხანდაზმულობის ასაკში. თუ გაქვთ მე-2 ტიპის დიაბეტი,  პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ორგანიზმს არ შეუძლია სწორად გამოიყენოს ის ინსულინი, რომელიც გამოიმუშავა. ეს იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალ დონეს.

· დაპაგლიფლოზინი მოქმედებს ორგანიზმიდან შარდის მეშვეობით ჭარბი შაქრის გამოდევნის გზით და ამცირებს შაქრის რაოდენობას სისხლში. მას ასევე შეუძლია გულის დაავადების პრევენციის ხელშეწყობა.

· მეტფორმინი მოქმედებს ძირითადად ღვიძლში გლუკოზის გამომუშავების ინჰიბირებით.

დიაბეტის სამკურნალოდ:

· ეს წამალი მიიღება დიეტასთან და ვარჯიშთან კომბინაციაში.

· ეს წამალი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დიაბეტი ვერ კონტროლდება დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა მედიკამენტებით.

· ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ წამლის მიღება დამოუკიდებლად ან დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად. ეს შეიძლება იყოს პერორალურად მიღებადი სხვა წამალი და/ან საინექციო წამალი, როგორიცაა ინსულინი ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტი (ეხმარება თქვენს ორგანიზმს გაზარდოს ინსულინის გამომუშავება, როდესაც სისხლში შაქარი მაღალია).

· თუ  უკვე იღებთ დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ამ მედიკამენტზე გადასვლა. დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ გააგრძელოთ დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის ტაბლეტების მიღება თუ იღებთ გლიდაპ-M-ს. მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის მიერ მოცემული რჩევები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ.

 

2. გლიდაპ-M-ისმიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არმიიღოთგლიდაპ-M

· თუ ხართ ალერგიული დაპაგლიფლოზინის, მეტფორმინის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).

· თუ ოდესმე გქონიათ დიაბეტური კომა.

· თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევით, ღებინებით, დიარეით, წონის სწრაფი კლებით, ლაქტური აციდოზით (იხილეთ „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზით. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომელსაც ეწოდება „კეტონის სხეულები“ და რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან უჩვეულო ხილის სუნის განვითარებას.

· თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.

·თუ გაქვთ მწვავე ინფექცია.

· თუ ორგანიზმიდან ბევრი წყალი დაკარგეთ (დეჰიდრატაცია), მაგ. ხანგრძლივი ან მწვავე დიარეის გამო, ან თუ ღებინება გქონდათ ზედიზედ რამდენიმეჯერ.

· თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ გულის უკმარისობა ან სისხლის მიმოქცევის სერიოზული პრობლემები ან სუნთქვის გაძნელება.

· თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

· თუ თქვენ სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, ყოველდღე ან მხოლოდ დროდადრო (იხილეთ პუნქტი „გლიდაპ-M ალკოჰოლთან ერთად“).

არ მიიღოთ ეს წამალი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ.

 

გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები

ლაქტოაციდოზისრისკი

გლიდაპ-M-მა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტოაციდოზი, განსაკუთრებით თუ თირკმელი არ მუშაობს გამართულად. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, მძიმე ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხ. დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემებისა და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, როდესაც სხეულის ნაწილს ჟანგბადი შემცირებულად მიეწოდება ( როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, მიმართეთ ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.

შეწყვიტეთგლიდაპ-M-ისმიღებამცირეხნით, თუგაქვთმდგომარეობა, რომელიცშეიძლებადაკავშირებულიიყოსდეჰიდრატაციასთან (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობით დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სითბოს ექსპოზიცია ან თუ ნორმალურზე ნაკლებ სითხეს იღებთ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დამატებითი ინსტრუქციებისთვის.

შეწყვიტეთგლიდაპ-M-ისმიღებადადაუყოვნებლივმიმართეთექიმსანუახლოესსაავადმყოფოს, თუგამოვლინდებალაქტოაციდოზისზოგიერთისიმპტომი, რადგანამმდგომარეობამშეიძლებაგამოიწვიოსკომა.

ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს:

- ღებინება,

- კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),

- კრუნჩხვები,

- ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება მძიმე დაღლილობით,

- სუნთქვის უკმარისობა,

- სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის შემცირება.

ლაქტური აციდოზი არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.

სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

კონსულტაციისთვისმიმართეთთქვენსექიმს, ფარმაცევტსანექთანსგლიდაპ-M-ისმიღებამდედამკურნალობისას, თუ:

· გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ – ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა. გლიდაპ-M არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მდგომარეობის სამკურნალოდ.

· თუ განიცდით წონის სწრაფ კლებას, ავადმყოფობის ან ავადობის შეგრძნებას, კუჭის ტკივილს, გადაჭარბებულ წყურვილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, დაბნეულობას, უჩვეულო ძილიანობას ან დაღლილობას, თქვენს ამონასუნთქს აქვს ტკბილი სუნი, გაქვთ ტკბილი ან მეტალის გემო პირში ან სხვა შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ ნიშანი – იშვიათი, მაგრამ სერიოზული, ხანდახან სიცოცხლისათვის საშიში პრობლემა, რომელიც შეიძლება დაგემართოთ შაქრიანი დიაბეტით შარდში ან სისხლში „კეტონის სხეულების“ დონის გაზრდის გამო, რაც ჩანს ტესტებში. დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით ან მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე ავადმყოფობის გამო ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით.

· თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეამოწმოს თირკმლის ფუნქციები.

· სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები მოცემულია პუნქტ 4-ში. ამ პრეპარატის მიღებამდე მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.

· ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და გლიდაპ-M“.

· თუ ხშირად გივითარდებათ საშარდე გზების ინფექციები. ამ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციები და ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი მონიტორინგი უფრო მჭიდროდ. ექიმმა შეიძლება განიხილოს მკურნალობის დროებით შეცვლა, თუ განგივითარდებათ მძიმე ინფექცია.

თუ  გჭირდებათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, უნდა შეწყვიტოთ გლიდაპ-M-ის მიღება პროცედურის დროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა გლიდაპ-M-ით.

მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ ფეხები და გაითვალისწინოთ ნებისმიერი სხვა რჩევა ფეხების მოვლის შესახებ, რომელიც გაცემულია თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენთან კავშირშია (ან არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ამ პრეპარატის მიღებამდე.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება და რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.

თირკმელებისფუნქცია

გლიდაპ-M-ით მკურნალობის დროს ექიმმა უნდა შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.

შარდშიგლუკოზა

ამ წამლის მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.

ბავშვებიდამოზარდები

ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და 18 წლამდე მოზარდებისთვის, ვინაიდან იგი არ გამოკვლეულა ამ პაციენტებში.

 

სხვასამკურნალოპრეპარატებიდაგლიდაპ-M

თუ საჭიროა, რომ გაიკეთოთ სისხლში კონტრასტული საშუალების ინექცია, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების კონტექსტში, თქვენ უნდა შეწყვიტოთ გლიდაპ-M-ის მიღება ინექციის წინ ან მის დროს. ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ მკურნალობა გლიდაპ-M-ით.

აცნობეთ  ექიმს თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი. შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი ტესტების ჩატარება, ან ექიმმა შეიძლება შეცვალოს გლიდაპ-M-ის დოზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი:

· თუ ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის შარდის წარმოებას (დიურეზული საშუალება). ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ორგანიზმიდან ძალიან ბევრი სითხის დაკარგვის შესაძლო ნიშნები მოცემულია მე-4 პუნქტის დასაწყისში.

თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი.  ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

· თუ იღებთ ციმეტიდინს, წამალს, რომელიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ.

· თუ იყენებთ ბრონქოდილატატორებს (ბეტა-2 აგონისტები), რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ.

· თუ იყენებთ კორტიკოსტეროიდებს (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ასთმა და ართრიტი), რომლებიც ინიშნება პერორალურად, ინექციის სახით ან ინჰალაციის სახით.

· თუ იყენებთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი).

· თუ იყენებთ კონკრეტულ მედიკამენტებს მაღალი წნევის სამკურნალოდ (აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები).

 

გლიდაპ-M ალკოჰოლთან

გლიდაპ-M-ის მოხმარებისას მოერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

 

ორსულობადაძუძუთიკვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის ამ მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს (ბოლო ექვსი თვე). გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.

აცნობეთ  ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების ფროს არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. მეტფორმინი გადადის ადამიანის რძეში მცირე რაოდენობით. არ არის ცნობილი დაპაგლიფლოზინი გადადის თუ არა ადამიანის რძეში.

 

სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამანქანა-დანადგარებთანმუშაობა

ეს პრეპარატი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ამ პრეპარატის მიღებამ სხვა პრეპარატებთან, რომელიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ წამალი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რაც თავის მხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, გაზრდილი ოფლიანობა, სწრაფი გულისცემა, მხედველობის ცვლილება ან კონცენტრაციის პრობლემები და შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები, თუ თქვენ გექნებათ ამ სიმპტომების შეგრძნება.

 

ნატრიუმისშემცველობა

ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ ის არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

 

3. გლიდაპ-M-ისმიღებისწესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირება

· ამ პრეპარატის დოზა ცვალებადია თქვენი მდგომარეობის და იმის გათვალისწინებით, მეტფორმინის და/ან დაპაგლიფლოზინისა და მეტფორმინის ცალკეული ტაბლეტების რა დოზებს იღებთ ახლა.

· ექიმი დაგინიშნავთ ზუსტად რა დოზით უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.

· რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.

პრეპარატისმიღებისწესი

· ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.

· მიიღეთ ტაბლეტი საკვებთან ერთად. კუჭზე უარყოფითი გავლენის რისკის შესამცირებლად.

· მიიღეთ ტაბლეტი დღეში ორჯერ, ერთხელ დილით (საუზმობისას) და ერთხელ საღამოს (ვახშმისას).

ექიმმა შეიძლება დანიშნოს ეს მედიკამენტი სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. ეს პრეპარატები შესაძლოა იყოს პერორალური მიღების ან საინექციო, როგორიცაა ინსულინი ან GLP-1 რეცეპტორის აგონისტი. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დიეტადავარჯიში

დიაბეტის საკონტროლოდ კვლავ გჭირდებათ დიეტის დაცვა და ვარჯიში როდესაც იღებთ ამ წამალს. ასე რომ, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმს, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიში. კერძოდ, თუ იცავთ დიაბეტის მქონეთათვის წონის საკონტროლო დიეტას, განაგრძეთ მისი დაცვა ამ მედიკამენტის მიღების დროს.

 

თუმიიღეთსაჭიროზემეტიგლიდაპ-M

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი გლიდაპ-M-ის ტაბლეტები, შესაძლოა განიცადოთ ლაქტოაციდოზი. ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს ავად ყოფნის შეგრძნებას ან ყოფნას, ღებინებას, კუჭის ტკივილს, კრუნჩხვებს, მძიმე დაღლილობას ან სუნთქვის უკმარისობას. თუ ეს დაგემართებათ, გჭირდებათ სასწრაფო მკურნალობა საავადმყოფოში, ვინაიდან ლაქტოაციდოზმა შესაძლოა გამოიწვიოს კომა. შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება დაუყოვნებლივ და დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს (იხილეთ პუნქტი 2). თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

 

თუდაგავიწყდათგლიდაპ-M-ისმიღება

თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ შემდეგ დოზამდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ რეგულარული გრაფიკის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

 

თუშეწყვიტეთგლიდაპ-M-ისმიღება

არ შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

 

4. შესაძლოგვერდითიმოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთგლიდაპ-M-ისმიღებადასასწრაფოდმიმართეთექიმსთუშენიშნავთქვემოთაღწერილისერიოზულიანპოტენციურადსერიოზულიგვერდითიმოვლენებისგანვითარებას:

ლაქტოაციდოზიგვხვდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს). გლიდაპ-M-მა შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტოაციდოზი (იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაგემართებათ, დაუყოვნებლივუნდაშეწყვიტოთგლიდაპ-M-ისმიღება დამიმართოთექიმსანუახლოესსაავადმყოფოს, ვინაიდან ლაქტოაციდოზმა შესაძლოა გამოიწვიოს კომა.

სასწრაფოდდაუკავშირდითექიმსანუახლოესსაავადმყოფოს, თუგაქვთშემდეგიგვერდითიმოვლენებიდანნებისმიერი:

დიაბეტურიკეტოაციდოზი იშვიათია (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნებია (იხილეთ ასევე პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):

- სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;

- წონაში სწრაფი კლება;

- ავად ყოფნის შეგრძნება ან ავად ყოფნა;

- მუცლის ტკივილი;

- ჭარბი წყურვილი;

- სწრაფი და ღრმა სუნთქვა;

- დაბნეულობა;

- უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;

- ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი.

ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ გლიდაპ-M-ით მკურნალობა.

შორისისმანეკროტიზებელიფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.

შეწყვიტეთგლიდაპ-M-ისმიღებადაშეძლებისდაგვარადსწრაფადდაუკავშირდითექიმს, თუშენიშნავთშემდეგისერიოზულიანპოტენციურადსერიოზულიგვერდითიმოვლენებისგანვითარებას:

• დეჰიდრატაციაძალიანბევრისითხისდაკარგვათქვენიორგანიზმიდანიშვიათად ფიქსირდება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს).

დეჰიდრატაციის ნიშნებია:

- ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, ძლიერი წყურვილის შეგრძნება;

- ძლიერი ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება;

- წყლის (შარდის) მცირე ან საერთოდ არ გამოყოფა;

- სწრაფი გულისცემა.

საშარდეგზებისინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

- ცხელება და/ან შემცივნება;

- წვის შეგრძნება შარდვისას;

- წელის ან გვერდების ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, თუ სისხლს დაინახავთ შარდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

სასწრაფოდდაუკავშირდითთქვენსექიმს, თუგაქვთრომელიმექვემოთაღწერილიგვერდითიმოვლენა:

სისხლშიშაქრისშემცველობისდაბალიდონე (ჰიპოგლიკემია), რაც ძალიან ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)  როდესაც პაციენტები ამ პრეპარატს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, როგორიცაა ინსულინი.

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:

- კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;

- შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;

- გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა.

ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი დონის სიმპტომები, მიირთვით გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვები ან დალიეთ ხილის წვენი. თუ ეს შესაძლებელია, გაზომეთ თქვენს სისხლში შაქრის დონე და დაისვენეთ.

სხვაგვერდითიმოვლენებია:

ძალიანხშირი

  • გულისრევა, ღებინება;
  • დიარეა ან კუჭის ტკივილი;
  • მადის დაკარგვა.

ხშირი

• პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);

• წელის ტკივილი;

• დისკომფორტი შარდვისას, უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;

• სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);

• სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);

• კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;

• გემოს ცვლილება;

• თავბრუსხვევა;

• გამონაყარი.

იშვიათი

  • წყურვილი;
  • შეკრულობა;
  • ღამით გაღვიძება მოსაშარდად;
  • პირის სიმშრალე;
  • წონაში კლება;
  • კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;
  • შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).

ძალიანიშვიათი

· სისხლში B12 ვიტამინის დონის შემცირება;

· ღვიძლის ფუნქციების ტესტებში დარღვევები, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

· კანის სიწითლე (ერითემა), ქავილი ან გამონაყარი (ჭინჭრის ციება), რომელიც იწვევს ქავილს.

 

გვერდითიმოვლენებისშეტყობინება

თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების პირდაპირ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია დანართ V-ში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

5. გლიდაპ-M-ისშენახვისპირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვისშიგთავსიდადამატებითიინფორმაცია

გლიდაპ-M-ის შემცველობა

· აქტიური ნივთიერებებია დაპაგლიფლოზინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული გლიდაპ-M 5მგ/1000მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

დაპაგლიფლოზინის პროპანედიოლ მონოჰიდრატს

დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტი  5მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (როგორც გახანგრძლივებული მოქმედების მქონე) ფ. ეურ. 1000 მგ-ს;

თითოეული გლიდაპ-M 10მგ/1000მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

დაპაგლიფლოზინის პროპანედიოლ მონოჰიდრატს

დაპაგლიფლოზინის ეკვივალენტი  10მგ

მეტფორმინის ჰიდროქლორიდს (როგორც გახანგრძლივებული მოქმედების მქონე) ფ. ეურ. 1000 მგ-ს;

სხვა ნივთიერებებია:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა K 200, იზოპროპილ ალკოჰოლი, უწყლო დიბაზური კალციუმის ფოსფატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, რკინის ოქსიდი ყვითელი NF, რკინის ოქსიდი წითელი NF.

 

გლიდაპ-M-ის გარეგნული იერსახედაშეფუთვისშიგთავსი

გლიდაპ-M 5მგ/1000მგ შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს ვარდისფერი შეფერილობა, კაფსულის ფორმა, ორმხრივ ამოზნექილი ფორმა, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხარეს.

გლიდაპ-M 10მგ/1000მგ შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს ყვითელი შეფერილობა, კაფსულის ფორმა, ორმხრივ ამოზნექილი ფორმა, შემოგარსული ტაბლეტები, გლუვი ორივე მხარეს.

შეფუთვა

15 ტაბლეტი ალუ/ალუ ბლისტერზე, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

გაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.