გლიდაპი 10 10მგ #30ტ
გააზიარე:
გლიდაპი 10 10მგ #30ტ
პროდუქტისაღწერილობა
გლიდაპი 10 (GLIDAP 10)
აღწერა: ყვითელი ფერის, რომბის ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული
ტაბლეტები, გლუვი ორივე მხრიდან.
შემადგენლობა
დაპაგლიფლოზინი10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საკმარისი რაოდენობით.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP, რკინის ოქსიდი (ყვითელი) USP NF.
1. დაპაგლიფლოზინის გამოყენება
გლიდაპი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება „ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორების“ სახელით ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. იგი თრგუნავს SGLT2 ცილას თირკმელში. ამ ცილის დათრგუნვით, ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიდევნება სისხლის შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.
დაპაგლიფლოზინი გამოყენების ჩვენებაა:
• ტიპი 2 დიაბეტი
- მოზრდილებსა და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
- თუ ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი ვერ ხერხდება კვებით და ვარჯიშით;
- დაპაგლიფლოზინის გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად;
- მნიშვნელოვანია ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა.
• გულისუკმარისობა
- დაპაგლიფლოზინი ნაჩვენებია მოზრდილებში სიმპტომური გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ შემცირებული განდევნის ფრაქციით.
• თირკმელებისქრონიკულიდაავადება
მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
2. დაპაგლიფლოზინისმიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არმიიღოთესპრეპარატი, თუგაქვთალერგია:
· დაპაგლიფლოზინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
არმიიღოთესპრეპარატი, თუგაქვთშემდეგიდანრომელიმე:
კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის მიღებამდე, თუ:
· გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ – ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა.
· გაქვთ დიაბეტი და თირკმლის მხრივ დარღევევები – ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში გლუკოზის საკონტროლოდ.
· გაქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები – ექიმმა შეიძლება უფრო დაბალი დოზით დაიწყოს მკურნალობა.
· ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები“.
· გაქვთ სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). შესაძლო გვერდითი ნიშნები მოცემულია პუნქტში 4. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.
· გაქვთ ან განვითარდა გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), პირღებინება ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა ან დალევა. აღნიშნულმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით.
· ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები.
შორისისმანეკროტიზებელიფასციიტი:
· დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება, რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.
დიაბეტურიკეტოაციდოზი:
· თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ ან გაქვთ გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამოსუნთქვისას, ტკბილი ან ლითონის გემო პირში, ან სხვადასხვა სუნი შარდში ან ოფლში ან წონაში სწრაფი კლება.
· ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ – მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში დარღვევის ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ანალიზებით ვლინდება.
· დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით, ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე დაავადების გამო.
· დაპაგლიფლოზინით მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.
დიაბეტურ კეტოაციდოზზე ეჭვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.
შარდშიგლუკოზა:
დაპაგლიფლოზინის მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.
სხვასამკურნალოპრეპარატებიდადაპაგლიფლოზინისტაბლეტები
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.
განსაკუთრებითაცნობეთთქვენსექიმს, თუ:
· ღებულობთ შარდმდენებს, ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად (დიურეზული საშუალება).
· გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. თქვენმა ექიმმსა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.
ორსულობადაძუძუთიკვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების დროს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის, თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.
სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამანქანა-დანადგარებთანმუშაობა
თუ დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ გაქვთ თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
დაპაგლიფლოზინიშეიცავსლაქტოზას
დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
3. დაპაგლიფლოზინის მიღების წესი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
დოზირება
დაპაგლიფლოზინის დოზირება განისაზღვრება ადამიანების მდგომარეობის მიხედვით. თქვენი ექიმი ზუსტად გეტყვით გლიდაპის რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ. რეკომენდებული დოზა არის 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს 5 მგ დოზით, ღვიძლის პრობლემის არსებობის შემთხვევაში. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.
პრეპარატისმიღება
· ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.
· ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
· ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა, ეცადეთ მიიღოთ ყოველი დღის ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.
ექიმმა დაპაგლიფლოზინი შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.
დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, უკეთესად აითვისოს სისხლში არსებული გლუკოზა. თუ გაქვთ დიაბეტი, დაპაგლიფლოზინით მკურნალობისას, მნიშვნელოვანია დაიცვათ ექიმს მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.
თუმიიღეთსაჭიროზემეტიდაპაგლიფლოზინი
იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინი კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუდაგავიწყდათდაპაგლიფლოზინისმიღება
ის, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო არის დარჩენილი მომდევნო დოზის მიღებამდე.
· თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, დაპაგლიფლოზინი მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.
· თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდვნო დოზა ჩვეულ დროს.
· არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
თუშეწყვიტეთდაპაგლიფლოზინისმიღება
არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
4. შესაძლოგვერდითიმოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.
სასწრაფოდმიმართეთექიმსანუახლოესსაავადმყოფოსქვემოთაღწერილინებისმიერიგვერდითიმოვლენისგანვითარებისშემთხვევაში:
• ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც იშვიათად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).
ანგიონევროზული შეშუპების ნიშნებია:
• სახის, ენის ან ყელის შეშუპება;
• ყლაპვის გაძნელება;
• ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები.
• დიაბეტურიკეტოაციდოზი – იშვიათია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).
ესენია დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ ასევე პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):
• სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;
• გულისევის შეგრძნება ან გულისრევა;
• მუცლის ტკივილი;
• ძლიერი წყურვილი;
• სწრაფი და ღრმა სუნთქვა;
• დაღლილობა;
• უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;
• ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი;
• წონაში სწრაფი კლება.
ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ გლიდაპით მკურნალობა.
• შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.
შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
• საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).
საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:
- ცხელება და/ან შემცივნება;
- წვის შეგრძნება შარდვისას;
- წელის ან გვერდების ტკივილი.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირი არ არის, შარდში სისხლში შემჩნევისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სასწრაფოდდაუკავშირდითთქვენსექიმს, თუგაქვთრომელიმექვემოთაღწერილიგვერდითიმოვლენა:
· სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რაც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს) დიაბეტისმქონეპაციენტებში, რომლებიცამპრეპარატსღებულობენსულფონილშარდოვანასთანანინსულინთანერთად.
სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:
· კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;
· შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;
· გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა;
მკურნალი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში.
გლიდაპისმიღებისასგანვითარებულისხვაგვერდითიმოვლენები:
ხშირი
• პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);
• წელის ტკივილი;
· უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;
· სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);
· სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);
· კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;
• თავბრუსხვევა;
• გამონაყარი.
არახშირი (შესაძლოააღენიშნოს 100-დანარაუმეტეს 1 პაციენტს).
• ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ან ანურია ან აჩქარებული გულისცემა);
• წყურვილი;
• შეკრულობა;
• ღამით გაღვიძება მოსაშარდად;
• პირის სიმშრალე;
• წონაში კლება;
• კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;
• შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).
ძალიანიშვიათი
· თირკმლის ანთება (ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი).
5. შენახვა
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემისწესი
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფიII,გაიცემაფორმა№3რეცეპტით.










