ჰალსეპტი 30მლ სპრეი

ჰალსეპტი 30მლ სპრეი

30.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: ბიონიკა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 145483
გააზიარე:

Hallsept 30 ml
Spray for mouth and throat
ლსეპტი 30 მლ
სპრეი პირის ღრუსა და ყელისთვის

ჰალსეპტი 30 მლ სპრეი  პირის ღრუსა და ყელისთვის.

1. შემადგენლობა

30 მლხსნარი  შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები:

ლევომენთოლი 0,013 გ

თიმოლი 0,016 გ

ევკალიპტის ზეთი 0,130 გ

სალბის ზეთი 0,260 გ

მიხაკის კვირტის ზეთი 0,390 გ

პიტნის ზეთი0,518 გ

სხვა ინგრედიენტები:

პოლიოქსილ 40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, გლიცეროლი, პროპილენგლიკოლი, საქარინის ნატრიუმის დიჰიდრატი, ეოზინი, გასუფთავებული წყალი.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

2. მოქმედება:

ჰალსეპტის  სპრეის   მოქმედება  (პირის ღრუსა და ყელში) განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული აქტიური ინგრედიენტების მახასიათებლებით. ფლავონოიდების, ტანინების, ტერპენების და სხვა არომატული ნაერთების კომბინაცია ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

პიტნისზეთს  და ლევომენთოლს, რომლებიც ადგილობრივად  გამოიყენება პირის ღრუში, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ოდნავ გამაგრილებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თიმოლი  თავისი  ფენოლური სტრუქტურის გამო  ავლენს ანტიბაქტერიულ  და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.

ევკალიპტისზეთი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ  და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

სალბისზეთს აქვს  ანტისეპტიკური თვისებები,  გამოიყენება   პირის ღრუში მცირე ჭრილობებისა და წყლულების (აფთების), რბილი ქსოვილების ანთებითი და ტრავმული პროცესების და გინგივიტის სამკურნალოდ , ასევა სტომატოლოგიური ინტერვენციების შემდეგ, როგორიცაა პაროდონტის ჯიბეების მკურნალობა, რბილი ქსოვილების მკურნალობა. სტომატოლოგიური წმენდა და პირის ღრუს ქირურგიული ჩარევები.

მიხაკისკვირტისზეთი  შეიცავს დიდი რაოდენობით ევგენოლს, რომელიც მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო  და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ჰალსეპტის  სპრეი რეკომენდებულია ყელის ტკივილის დროს, აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.  ამცირებს ტკივილს ყლაპვის დროს და ათავისუფლებს სუნთქვას.

ჰალსეპტის  სპრეი  გამოიყენება აგრეთვე  პირის ღრუში უსიამოვნო სუნის არსებობის დროს რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით.

3. გამოყენების ინსტრუქცია

ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება:

დაუყოვნებლივ უპასუხეთ   ყელში დისკომფორტის პირველ  ნიშნებს. ორი-სამი შესხურება ყელის უკანა მხარეს ყოველ  3-4 საათში   მიკროორგანიზმების სწრაფად   განადგურებისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

ანთებითი პროცესები პირისღრუში:

უსიამოვნო  პროცესები, როგორიცაა ღრძილებიდან   სისხლდენა ან მგრძნობელობის მომატება, ღრძილების ანთება (გინგივიტი) და პაროდონტის ლიგატების ანთება (პერიოდონტიტი), აფთები, სხვადასხვა სახის ცვლილებები ენასა და ლოყის ლორწოვანზე.
2-3 შესხურება 3-4-ჯერ დღეში, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. შეასხურეთ  დაზიანებულ  ადგილს  პირის ღრუში, დაელოდეთ 15 წამს, შემდეგ გადაყლაპეთ   ხსნარი.

უსიამოვნო   სუნი:
პირის ღრუში უსიამოვნო   სუნის (ჰალიტოზის)  შემთხვევაშიკბილების გახეხვის შემდეგ   ორ-სამჯერ   შეასხურეთ   ჰალსეპტის სპრეი  პირის ღრუსა  და ყელიში  დაელოდეთ 15 წამი და გადაყლაპეთ   ხსნარი. გაიმეორეთ   ეს ყოველი ჭამის შემდეგ.

4. შენიშვნა

ეს პროდუქტი განკუთვნილია   მოზრდილებში  და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან.
არ  გადააჭარბოთ რეკომენდებულ   დოზას.
არ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ საეჭვო ან ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
1-4 წლის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ   ექიმის რეკომენდაციით.

5. შენახვა

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ   შეფუთვაში.
შეინახეთ   ბავშვებისთვის   მიუწვდომელ   ადგილას.

6. ვადის გასვლის თარიღი

ჰალსეპტის სპრეი  არ უნდა იქნას გამოყენებული შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

7. შეფუთვა

ქარვისფერი მინის ბოთლი 30 მლ ხსნარით  და სპრეის ტუმბოთი.

9. მწარმოებელი

ბიონიკა
Bionika Pharmaceuticals Ltd., St. Skupi 57, 1000 Skopje,
ჩრდილოეთ   მაკედონიის რესპუბლიკა www.bionikapharm.com