გლუვილექსი ულტრა ამვილაბი#90კ
გააზიარე:
გლუვილექსი ულტრა
გლუვილექსიულტრა
- ახალი თაობის ქონდროპროტექტორი;
- ძლიერი ფორმულა ტკივილის შესამცირებლად;
- ორჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე გლუკოზამინი/ქონდროიტინი;
- ამცირებს ანთებით პროცესებს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას;
- იცავს ხრტილოვან ქსოვილს დაზიანებისგან.
გლუვილექსიულტრა შეიცავს ძლიერმოქმედ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, იმუნომოდულატორულ ინგრედიენტებს:
- ბოსველია, კურკუმინი და ჯინჯერი - მოქმედებს სინერგულად, ხასიათდება ძლიერი ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას სახსრებში.
- კოლაგენი (ტიპი II), არადენატურირებული - აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, მოქნილობას, ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებას და სახსრების რეგენერაციას. მოქმედებს როგორც იმუნომოდულატორი.
- ჰიალურონის მჟავა და გლუკოზამინი - გამოიყენება როგორც „საპოხი“ ნივთიერება სასახსრე ზედაპირებისათვის, იცავს ხრტილოვან ქსოვილს დამატებითი დაზიანებისაგან.
- ბიოპერინი - აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას.
გლუვილექსიულტრა აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციულ ცვლილებებს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირის და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას, ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების, ასევე მოძრაობის დროს. გლუვილექსი ულტრა ეფექტით უტოლდება აასს-ს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება) მოქმედებას, იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს აასს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომზე. აუმჯობესებს სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ დაზიანების კერაში.
ბოსველიასერატა - გლუვილექსი ულტრა შეიცავს ბოსველია სერატას (გუმფისი - წებოვანი ექსტაქტი) მაღალ კონცენტრატს, სადაც ბოსველიის მჟავების /AKBA (აცეტილ-კეტო -β-ბოსველიას მჟავა) შემცველობა 65 % -ს აღწევს.
- ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - ბოსველიის მჟავები ეფექტურად თრგუნავს ლეიკოტრიენების წარმომქმნელ 5- ლიპოქსიგენაზას სინთეზს, ხელს უშლის ლეიკოციტებისა და მაკროფაგების შეღწევას ხრტილსა და სასახსრე სითხეში, ამცირებს ხრტილის დაზიანებას. აქვს ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსი (აასს) მოქმედება აასს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე .
- ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს და ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენას - ბოსველიის მჟავები ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურული კომპონენტების გამოდევნას, რის შედეგადაც ნელდება ხრტილოვანი ქსოვილის დაშლის პროცესი და აქტიურდება აღდგენითი პროცესები.
- ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი - მისი აქტიური კომპონენტები ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას სახსრებში.
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - ბოსველიის მჟავები ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლის გამაგრებას და აღდგენას, შესაბამისად ანთებად უბანში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კურკუმინი - აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აინჰიბირებს ისეთ პრო-ანთებით მედიატორებს, როგორებიცაა ინტერლეიკინი-1-β, TNF-α (სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი -ალფა), ცოგ-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) და PGE2 (პროსტაგლანდინი E2), რის შედეგადაც მცირდება ტკივილი და შეშუპება.
ჯინჯერი - აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი ბლოკავს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევას, ჯინჯეროლი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით.
UC II არადენატურირებული II ტიპიკოლაგენი - ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, იგი უცვლელი სახით აღწევს წვრილ ნაწლავებში, შედეგად, სახსრებში კოლაგენის დეგრადაციის/დაშლის პროცესი ფერხდება. გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას, ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს, ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილს და ანთებით პროცესებს.
გლუკოზამინისსულფატი - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მონაწილეობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ხელს უწყობს ხრტილის ზედაპირისა და სახსრის ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სინოვიალური სითხის წარმოქმნას და დაზიანებული სახსრების მოძრაობის უნარს, ამცირებს თანმხლებ ანთებით პროცესს, ტკივილს და მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს).
ჰიალურონისმჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენელი ნაწილი. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყობს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას. წარმოადგენს სითხის ე.წ. „რეზერვუარს“, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.
ბიოპერინი (შავიწიწაკისნაყოფისექსტრაქტი) აძლიერებს აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას.
ჩვენება
- სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტოფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ. სახსრების);
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეოქონდროზი;
- სპონდილოზი, სპონდილიტი;
- ოსტეოპოროზი;
- იოგების და მყესების პოსტტრამვული პერიოდი;
- სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
- 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა;
- მოტეხილობები;
- იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე;
- ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის პირები და სპორტსმენები.
შემადგენლობა
3 ტაბლეტიშეიცავს:
- ბოსველია სერატას 65% -იანი ექსტრაქტი - 300 მგ
- კურკუმის ფესვების 95%-იანი ექსტრაქტი - 150 მგ
- კოლაგენი (UC II არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი) - 120 მგ
- ჰიალურონის მჟავა - 100 მგ,
- ჯინჯერის ფესვების ფხვნილი -100 მგ,
- გლუკოზამინის სულფატი -1500 მგ,
- ბიოპერინი (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი) - 45 მგ.
დამხმარენივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება: 2- 3 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზირებას.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვებისფორმა
N30, N90 კაფსულა.
მწარმოებელი
ამვილაბი - აშშ.










