ციმიდონა ფორტე 13მგ #30ტ
გააზიარე:
ციმიდონა ფორტე 13 მგ ტაბლეტები
შავი კოჰოშის მშრალი ექსტრაქტი (Cimicifuga racemosa (L.) Nutt, rhizoma)
1. ციმიდონა ფორტეს დახასიათება და მისი გამოყენება
ციმიდონა ფორტე შეიცავს შავი კოჰოშის (Cimicifuga racemosa (L.) Nutt, rhizoma) მშრალ ექსტრაქტს.
ციმიდონა ფორტე გამოიყენება მენოპაუზის დროს ჩივილებისთვის (წამოხურება, ოფლიანობა, ძილის დარღვევა, ნევროზი და განწყობის ცვალებადობა).
2. ციმიდონა ფორტეს გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ გამოიყენოთ ციმიდონა ფორტე, თუ:
- თუ ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 ნაწილში), ან ბაიასებრთა (Ranunculaceae) (buttercup მცენარეები) ოჯახის სხვა მცენარეებისადმი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ციმიდონა ფორტეს გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:
- გაქვთ სხვა დაავადებები;
- გაქვთ ალერგიები ან
- იღებთ სხვა მედიკამენტებს (იხ. ჩამონათვალი ციმიდონა ფორტე სხვა მედიკამენტებთან ერთად).
აქტივობის უჩვეულო დაქვეითების, თვალების ან კანის გაყვითლების, მუქი შარდის ან განავლის ფერის შეცვლის შემთხვევაში, ციმიდონა ფორტეს მიღება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მკერდში შებოჭილობის და შეშუპების შეგრძნება, ასევე ინტრაციკლური სისხლდენა, ლაქები ან განმეორებითი მენსტრუაცია.
ციმიდონა ფორტეს მიღება რეკომენდებული არ არის ღვიძლის ადრე არსებული დაზიანების შემთხვევაში. ეს პრეპარატი გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჩივილებზე მენოპაუზის დროს (კლიმაქტერული პერიოდი). ვინაიდან არ არსებობს ძვლებზე დადებითი ეფექტის კლინიკური მტკიცებულება, ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც პროფილაქტიკური საშუალება ოსტეოპოროზის დროს.
ბავშვები და მოზარდები
ციმიდონა ფორტეს გამოყენება და უსაფრთხოება ბავშვებში და მოზარდებში ჯერ არ არის გამოკვლეული.
ციმიდონა ფორტე სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იყენებდით ცოტა ხნის წინ, ახლა იყენებთ ან შეიძლება გამოიყენოთ ახლო მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც.
ორსულობა, ძუძუთი კვებადა ფერტილობა
ციმიდონა ფორტე ნაჩვენებია ქალებისთვის მენოპაუზის დროს. არ გამოიყენოთ იგი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია არ გამოიყენოთ მედიკამენტები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ან რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ციმიდონა ფორტე შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ციმიდონა ფორტე შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, რაც ნიშნავს რომ "ნატრიუმისგან თავისუფალია".
პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 44 მგ/დოზაზე მარტივად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ეს წამალი განკუთვნილია დიაბეტით დაავადებულთათვის.
3. ციმიდონა ფორტეს გამოყენების წესი
ეს წამალი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა მოგითითათ. მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
მოზრდილები
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნულება, მიიღეთ 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით. ეფექტი დაუყოვნებლივ არ ჩნდება. ციმიდონა ფორტეს მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში.
დაიცავით დოზირების რეკომენდაციები, როგორც ეს მითითებულია შეფუთვის ჩანართზე ან ექიმის მიერ დადგენილი წესით. თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ციმიდონა ფორტე ჭარბი დოზით
დოზის გადაჭარბების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
თუ გამოგრჩათ ციმიდონა ფორტეს მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. გააგრძელეთ ჩვეული დოზა.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლოგვერდითიეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ციმიდონა ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პაციენტში.
ციმიდონა ფორტეს მიღებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლენა:
იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1 ადამიანში):
- კუჭის ჩივილები, გულისრევა, გულძმარვა და დიარეა.
გვერდითი რეაქციები უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება):
- კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება; წყლის შეკავება სახეზე ან სხეულის ნებისმიერ ადგილას.
- სარძევე ჯირკვლების დაჭიმულობის და შეშუპების შეგრძნება, ასევე მენსტრუალური ციკლებს შორის სისხლდენა, მცირე ვაგინალური სისხლდენა (ლაქები) ან მენსტრუაციის განმეორებადი პერიოდები.
- ღვიძლის დაზიანება (ღვიძლის ანთება, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის ტესტების დარღვევა) Cimicifuga racemosa-ს შემცველი პრეპარატების გამოყენებისას. თუ შეინიშნება აქტივობის უჩვეულო დაქვეითება, თვალების ან კანის გაყვითლება, შარდის გამუქება ან განავლის ფერის შეცვლა, უნდა შეწყვიტოთ ციმიდონა ფორტეს მიღება და მიმართოთ ექიმს.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
რაიმე გვერდით ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ ეფექტსაც, რომელიც შესაძლოა არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომლის დეტალები გამოქვეყნებულია მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს შემდეგ ვებსაიტზე: www.amdm.gov.md ან ელექტრონული ფოსტით: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
5. ციმიდონა ფორტეს შენახვის წესი
შეინახეთ 25°C -მდე ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ციმიდონა ფორტე ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ითვლება მითითებულია თვის ბოლო დღე.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავსციმიდონა ფორტე
ციმიდონა ფორტეში აქტიური ნივთიერება არის Cimicifuga racemosa-ს ფესურას მშრალი ექსტრაქტი.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: შავი კოჰოშის ფესურას 13 მგ ნატურალური მშრალი ექსტრაქტი Cimicifuga racemosa (L.) Nutt., rhizoma (DER native 4.5-8.5:1).ექსტრაგენტი გამხსნელი: ეთანოლი 60% (V/V);
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა; ლაქტოზას მონოჰიდრატი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; პოვიდონი; მაგნიუმის სტეარატი; კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
ციმიდონა ფორტეს აღწერილობა დაშეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, ყვითელ-კრემისფერი ტაბლეტები. ექსტრაქტის ნაწილაკები შეიძლება ხილული იყოს ტაბლეტის ზედაპირზე პატარა ყავისფერი ლაქების სახით, რაც უსაფრთხოა.
ხელმისაწვდომია
30 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის ბლისტერში, შიგნიდან თბოსაიზოლაციო ლაქით, დაფარული თერმოფორმირების ფოლგით, 1 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
შპს ამაქსა
ჯონ ისლიპის ქუჩა 31
ლონდონი SW1P 4 FE
გაერთიანებული სამეფო.
მწარმოებელი
Max Zeller Söhne AG
Seeblickstrasse 4
8590 Romanshorn
შვეიცარია.
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტების სააგენტოს (AMDM) ვებგვერდზე: http://nomenclator.amdm.gov.md/