ქოლესფიტოლი #28ტ

ქოლესფიტოლი #28ტ

42.30 ლარი 35.95 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ბელგია
მწარმოებელი: ტილმანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 144716
გააზიარე:

ქოლესფიტოლი N28

 

შემადგენლობა

ქოლესფიტოლი საკვები დანამატია, რომელიც შეიცავს წითელ საფუარიან ბრინჯის  (Monascus purpureus) ფხვნილს 240 მგ  (10 მგ მონაკოლინი K) და ზეთისხილის ნაყოფის (Olea europaea) მშრალ ექსტრაქტს 25 მგ (სტანდარტიზებული 5 მგ ჰიდროქსიტიროსოლამდე ციტრინინის გარეშე).

გამოყენება

ქოლესფიტოლი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას.

მოქმედება

წითელი საფუარიანი ბრინჯი (ბრინჯი ფერმენტირებული საფუარით Monascus purpureus) შეიცავს K მონაკოლინს. მისი რაოდენობა და ფორმა, რომელსაც ორგანიზმი მარტივად შეითვისებს, ეხმარება ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინის მოშორებაში.

ზეთისხილის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი შეიცავს ჰიდროქსიტიროსოლს, რომელიც  ბუნებაში არსებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.  ჰიდროქსიტიროსოლი ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის (LDL-ქოლესტერინის) დაჟანგვის შემცირებას და, შესაბამისად, სისხლძარღვთა კედლებზე მის მიმაგრებას.

სიფრთხილის ზომები

  • არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
  • არ გამოიყება ბავშვებში ან 18 წლამდე მოზარდებში.

მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის;
  • პარალელურად იღებთ ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
  • გაქვთ აუტანლობა სტატინების მიმართ;
  • გაქვთ ღვიძლის, თირკმელების ან კუნთების დაავადება.

შემადგენელი ინგრედიენტები

შემავსებელი საშუალება: მიკროკრისტალური ცელულოზა - წითელი საფუარიანი ბრინჯის ფხვნილი (Monascus purpureus) 240 მგ (ეკვივალენტური 10 მგ მონაკოლინი K) მაგნიუმის ოქსიდი, სახამებელი, ზეთისხილის ნაყოფის (Olea europaea) მშრალი ექსტრაქტი 25 მგ (ეკვივალენტური 5 მგ ჰიდროქსიტიროსოლის); სილიციუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავები; მაგნიუმის მარილები; პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაკროგოლი, პოლისორბატი; კარმინები, რკინის ოქსიდი.

დოზირება

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს, ძილის წინ.

რეკომენდებულია1 წლის განმავლობაში უწყვეტად მიღება.

მწარმოებელი

Tilman, ბელგია.

www.cholesfytol.be