დოპელჰერცი აქტივი A-Z #40ტ

დოპელჰერცი აქტივი A-Z #40ტ

36.80 ლარი 30.92 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: Queisser Pharma
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ა+ე+ცე+ბ1-ბ12+მინერ.
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 144636
გააზიარე:

 

დოპელჰერცი/აქტივი A-Z

დეპო ტაბლეტები

შემადგენლობა

23 სხვადასხვა ვიტამინის და მინერალის კომპლექსი + ლუთეინი.

ერთი დეპო ტაბლეტი შეიცავს: ბიოტინი - 300 მკგ, კალციუმი - 140 მგ, ქრომი - 25 მკგ, სპილენძი - 0,9 მგ, ფოლიუმის მჟავა - 450 მკგ, იოდი - 100 მკგ, რკინა - 2.1 მგ, ლუთეინი - 1500 მკგ, მაგნიუმი - 56,3 მგ, მოლიბდენი - 20 მკგ, ნიაცინი - 18 მგ, პანთოტენის მჟავა - 12 მგ, ფოსფორი - 105 მგ, სელენი - 10 მკგ, ვიტამინი A - 400 მკგ, ვიტამინი B1 - 3,5 მგ, ვიტამინი B12 - 2,5 მკგ, ვიტამინი B2 - 4 მგ, ვიტამინი B6 - 5 მგ, ვიტამინი C - 150 მგ, ვიტამინი D - 5 მკგ, ვიტამინი E - 10 მგ, ვიტამინი K - 20 მკგ, თუთია - 5 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად

  • უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს უჯრედების მიერ მათ მაქსიმალურ ათვისებას.
  • ავსებს ვიტამინების და მინერალების დეფიციტს არასრულფასოვანი კვების, სტრესის, მომატებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს.
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას, მონაწილეობს ანტისხეულების წარმოქმნაში, ზრდის მაკროფაგების აქტივობას და მობილობას, იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებებისგან, ხელს უწყობს რკინის უკეთ ათვისებას.

თუთია - ხელს უშლის რინოვირუსების - მწვავე რესპირატორული დაავადებების გავრცელებას.  მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D + K + რკინა - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს აუტოიმუნური დაავადებების და ქრონიკული ანთების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ვიტამინი A + E + სელენი - იცავს კანს და ლორწოვან გარსს გამოშრობის და მაცერაციისგან, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ გაჯანსაღებას ავადმყოფობის შემდეგ.

იოდი - მნიშვნელოვანი მინერალია, მისი დეფიციტი იწვევს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად მეტაბოლურ დარღვევებს, ზოგად სისუსტეს, სწრაფ დაღლას, კონცენტრაციის დაქვეითებას, იმპოტენციას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებმა ყოველდღიურად 150-300 მკგ იოდი უნდა მიიღონ, კაცებმა 150 მკგ.  

ჩვენება

  • ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მწვავე რესპირატორული ვირუსული და ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • გრიპი და გაციება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდგომი პერიოდი;
  • არაბალანსირებული კვება;
  • ქირურგიული ჩარევის შემდგომი პერიოდი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • ფსიქო-ემოციური სტრესი.

დოზირება

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ 18 წლის ასაკიდან, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. არ დაღეჭოთ.

გამოშვების ფორმა: №40 დეპო ტაბლეტი.

 

მწარმოებელი

Queisser Pharma, გერმანია.