ბლუმაგ ედნი #30კაფს
გააზიარე:
ბლუმაგ ედნი
მყარი კაფსულები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: მაგნიუმის ოქსიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინის კაფსულა (ჟელატინი, საღებავები - რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდი, ბრილიანტის შავი PN), შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს, თხილს და მოლუსკებს.
აქტიური ინგრედიენტები |
დღიური მიღება 1 კაფსულა |
საცნობარო კვებითი ღირებულება % |
მაგნიუმი |
375 მგ |
100% |
ვიტამინი B6 |
1,4 მგ |
100% |
1 კაფსულა დღეში ერთხელ
1 კაფსულა = მაგნიუმის და ვიტამინი B6 ის 100% კვებითი ღირებულება.
თვისებები საკვები დანამატი ბლუმაგი არის ორი აქტიური ინგრედიენტის - მაგნიუმის და ვიტამინი B6 - ის კომბინაცია, რომელთა რაოდენობა პროდუქტის 1 კაფსულაში დღიური მოთხოვნილების 100 %-ია.
მაგნიუმი - სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს ორგანიზმში. იგი ააქტიურებს 300-ზე მეტ ფერმენტს, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის გულის კუნთს; ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვულ გამტარობასა და კუნთების შეკუმშვაში; განაპირობებს ძვლებისა და კბილების სიძლიერეს. მონაწილეობს ელექრტოლიტების ბალანსში და ცილების სინთეზში.
ვიტამინი B6 - მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში და ახდენს ენერგიის გამოყოფას კუნთებში შენახული ნახშირწლებიდან; ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას; მონაწილეობს რა სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოპოეზის სისტემის ფუნქციონირებაში.
ბლუმაგი საკვები დანამატია მაგნიუმისა და ვიტამინი B6-ის თვისებებით.
ბლუმაგი რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- დაღლილობა და სისუსტე;
- მომატებული ნერვული დაძაბულობა და გაღიზიანება;
- მომატებული მგრძნობელობა სტრესის მიმართ;
- კონცენტრაციის და მეხსიერების უნარის დაქვეითება;
- კუნთების კრამპი (ქუთუთოების კანკალი და ფეხების კრამპი);
- მომატებული ფიზიკური აქტივობა.
გამოყენება
1 კაფსულა დღეში ერთხელ.არ გააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება დაბალანსებული კვების შემცვლელად. მნიშვნელოვანია დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ჯანსაღი ცხოვრების წესი.პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის.გულის და თირკმლის დარღვევის მქონე პირებმა გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი Przedsiębiorstwo Produkcji Farmaceutycznej HASCO-LEK S.A. ul. Żmigrodzka 242 E 51-131 Wrocław.