მეტაფიქსი 50მკგ/დ 120დ ნაზ/სპრ
გააზიარე:
მეტაფიქსი
მომეტაზონის წყლიანი ნაზალური სპრეი BP
შემადგენლობა
თითოეული შესხურება შეიცავს:
მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი, რომელიც ეკვივალენტურია
მომეტაზონის ფუროატის BP 50 მკგ
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი BP 0.02% w/v
ფენილეთილის სპირტი USP 0.25% w/v
დამხმარე ნივთიერებები q.s.
დამხმარე ნივთიერებების სია
მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსი მეთილცელულოზა ნატრიუმი, გლიცერინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ფენილეთილის სპირტი, პოლისორბატი 80, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა
ნაზალური სპრეი, თეთრიდან მოთეთრომდე ფერის.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
მომეტაზონის ნაზალური სპრეი ნაჩვენებია მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ.
მომეტაზონის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ნაზალური პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის - კორტიკოსტეროიდები.
ათქ კოდი: R01AD09
მოქმედების მექანიზმი
მომეტაზონის ფუროატი ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით იმ დოზებით, რომელსაც სისტემური აქტივობა არ გააჩნია.
მომეტაზონის ფუროატის ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მექანიზმი მდგომარეობს მის უნარში, დათრგუნოს ალერგიული რეაქციების მედიატორების გამოყოფა. მომეტაზონის ფუროატი მნიშვნელოვნად აფერხებს ლეიკოტრიენების გამოყოფას ალერგიული პაციენტების ლეიკოციტებიდან. უჯრედულ კულტურაში მომეტაზონის ფუროატმა აჩვენა მაღალი პოტენციალი IL-1, IL-5, IL-6 და TNFα სინთეზისა და გამოთავისუფლების ინჰიბირებაში; ის ასევე არის ლეიკოტრიენის პროდუქციის მძლავრი ინჰიბიტორი. გარდა ამისა, იგი უკიდურესად მძლავრად აინჰიბირებს ადამიანის CD4+ T უჯრედებიდან Th2 ციტოკინების, IL-4 და IL-5 წარმოებას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნაზალური ანტიგენის გამოწვევის გამოყენებისას კვლევებში, მეტაფიქს ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება როგორც ადრეულ, ასევე გვიან ფაზაში ალერგიული რეაქციების დროს. ეს გამოვლინდა ჰისტამინისა და ეოზინოფილების აქტივობის შემცირებით (პლაცებოსთან შედარებით) და ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ეპითელური უჯრედების ადჰეზიური ცილების შემცირებით (საწყისთან შედარებით).
სეზონური ალერგიული რინიტის მქონე პაციენტების 28%-ში მომეტაზონის ფუროატის ნაზალურმა სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. გამოთავისუფლების დაწყების მედიანური (50%) დრო იყო 35.9 საათი.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
მომეტაზონის ფუროატს, რომელიც გამოიყენება ნაზალური სპრეის სახით, აქვს ძალიან დაბალი ბიოშეღწევადობა (<1%) პლაზმაში, სენსიტიური ანალიზის გამოყენებით რაოდენობრივი ქვედა ზღვარით (LOQ) 0,25 pg/ml. მომეტაზონი თითქმის არ შეიწოვება ნაზალური გზით , ამდენად მოქმედებს ადგილობრივად .
მეტაბოლიზმი
ის მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება გადაიყლაპოს ან შეიწოვოს, ექვემდებარება ექსტენსიურ პირველი გავლის ღვიძლისმიერ მეტაბოზლიზმს.
ელიმინაცია
აბსორბირებული მომეტაზონის ფუროატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდში და ნაღველში.
დოზირება და მიღება
სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტი
მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდირებული დოზაა ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 200 მიკროგრამი). სიმპტომების კონტროლის შემდეგ, დოზის შემცირება ერთ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში (საერთო დოზა 100 მიკროგრამი) შეიძლება ეფექტური იყოს შენარჩუნებისთვის. თუ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დღიურ დოზამდე ოთხ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 400 მიკროგრამი). დოზის შემცირება რეკომენდებულია სიმპტომების კონტროლის შემდეგ.
3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: ჩვეული რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დოზა 100 მიკროგრამი).
ზოგიერთ პაციენტში სეზონური ალერგიული რინიტით, მეტაფიქსის ნაზალურ სპრეიმ აჩვენა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების დაწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში; თუმცა, მკურნალობის სრული სარგებელი შეიძლება არ იყოს მიღწეული პირველი 48 საათის განმავლობაში. ამიტომ, პაციენტმა უნდა განაგრძოს რეგულარული გამოყენება სრული თერაპიული სარგებლის მისაღწევად.
მეტაფიქსის ნაზალური სპრეით მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს მტვრის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სეზონური ალერგიული რინიტის საშუალო ან მძიმე სიმპტომების ისტორია.
ნაზალური პოლიპოზი
პოლიპოზის ჩვეულებრივი რეკომენდირებული საწყისი დოზა არის ორი შესხურება (50 მიკროგრამი/შესხურება) თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ (საერთო დღიური დოზა 200 მიკროგრამი). თუ 5-დან 6 კვირის შემდეგ სიმპტომები არაადეკვატურად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღიურ დოზამდე ორ შესხურებამდე თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (საერთო დღიური დოზა 400 მიკროგრამი). დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნებულია სიმპტომების ეფექტური კონტროლი. თუ დღეში ორჯერ მიღების შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება არ შეინიშნება 5-დან 6 კვირამდე, პაციენტი ხელახლა უნდა შეფასდეს და მკურნალობის სტრატეგია გადაიხედოს. ნაზალური პოლიპოზის სამკურნალოდ მეტაფიქსის ნაზალური სპრეის ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევები გაგრძელდა ოთხი თვის განმავლობაში.
პედიატრია
სეზონური ალერგიული რინიტი და მრავალწლიანი რინიტი
მეტაფიქსის ნაზალური სპრეის, სუსპენზიის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ცხვირის პოლიპოზი
მეტაფიქსი ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
გამოყენების მეთოდი
პირველი დოზის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გაასხურეთ ტუმბო 10-ჯერ (სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ მიიღება). თუ ტუმბო არ არის გამოყენებული 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, ხელახლა გააქტიურეთ ტუმბო 2 გასხურებით, სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ შეინიშნება, მომდევნო გამოყენებამდე. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი. ბოთლი უნდა განადგურდეს ეტიკეტირებული რაოდენობის შესხურების შემდეგ ან პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მომეტაზონის ფუროატის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
– მეტაფიქსის ცხვირის სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული არანამკურნალევი ლოკალიზებული ინფექციის არსებობისას, რომელიც მოიცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსი;
– კორტიკოსტეროიდების ინჰიბიტორული ეფექტის გამო, ჭრილობების შეხორცებაზე, პაციენტებმა, რომლებმაც ბოლო დროს გადაიტანეს ცხვირის ოპერაცია ან ტრავმა, არ უნდა გამოიყენონ ნაზალური კორტიკოსტეროიდები შეხორცებამდე.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
იმუნოსუპრესია
მეტაფიქსის ნაზალური სპრეი, სუსპენზია გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით პაციენტებში რესპირატორული ტრაქტის აქტიური ან ლატენტური ტუბერკულოზის დროს ან არანამკურნალები სოკოვანი, ბაქტერიული ან სისტემუირ ვირუსული ინფექციების დროს.
პაციენტები, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და არიან პოტენციურად იმუნოსუპრესიულები, გაფრთხილებული უნდა იყვნენ განსაზღვრული ინფექციების (მაგალითად ჩუტყვავილა, წითელა) ექსპოზიციის რისკთან და მიღებული სამედიცინო კონსულტაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, თუ ეს ექსპოზიცია გამოვლინდა.
ცხვირისმიერი ადგილობრივი ეფექტები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეით მკურნალობის 12 თვის შემდეგ მრავალწლიანი რინიტის მქონე პაციენტების კვლევაში, არ დაფიქსირებულა ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის მტკიცებულება; ასევე, მომეტაზონის ფუროატი აბრუნებდა ცხვირის ლორწოვან გარსს ნორმალურ ჰისტოლოგიურ ფენოტიპთან. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებიც იყენებენ მეტაფიქსის ნაზალურ სპრეს რამდენიმე თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, პერიოდულად უნდა იტარებდნენ გამოკვლევას ცხვირის ლორწოვან გარსში შესაძლო ცვლილებებზე. თუ ცხვირის ან ხახის ლოკალიზებული სოკოვანი ინფექცია განვითარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მეტაფიქსის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტა ან შესაბამისი მკურნალობა. ცხვირ-ხახის გაღიზიანების გახანგრძლივება შეიძლება იყოს მეტაფიქსის ცხვირის სპრეის შეწყვეტის ჩვენება.
მეტაფიქსი არ არის რეკომენდებული ცხვირის ძგიდის პერფორაციის შემთხვევაში.
კლინიკურ კვლევებში, ცხვირიდან სისხლდენა უფრო მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით. ცხვირიდან სისხლდენა ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის.
მეტაფიქსის ცხვირის სპრეი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის შიგნით, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას.
კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები
ცხვირის კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, მათი განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას. ეს ეფექტები გაცილებით ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს ცალკეულ პაციენტებში და სხვადასხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს შორის. პოტენციური სისტემური ეფექტები შეიძლება მოიცავდეს კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ მახასიათებლებს, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შეფერხებას, კატარაქტას, გლაუკომას და უფრო იშვიათად მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით ეფექტებსაც, მათ შორის, ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას ბავშვებში (ნაწილობრივ).
ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ აღინიშნა თვალშიდა წნევის მომატების შემთხვევები.
მხედველობის დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი (მათ შორის, ინტრანაზალური, ინჰალაციური და ინტრაოკულარული) გამოყენებისას. თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაქვეითება ან სხვა ვიზუალური დარღვევები, პაციენტი საჭიროებს ოფთალმოლოგთან კონსულტაციას მხედველობის დარღვევის შესაძლო მიზეზების გამო, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კატარაქტას, გლაუკომას ან იშვიათ დაავადებას, როგორიცაა ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია (CSCR), რომელიც გამოვლინდა სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.
პაციენტები, რომლებიც გადაყვანილნი არიან სისტემურად აქტიური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი მიღებიდან მეტაფიქსის ცხვირის სპრეიზე, საჭიროებენ ყურადღებას. ასეთ პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდების მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა რამდენიმე თვის განმავლობაში HPA ღერძის ფუნქციის აღდგენამდე. თუ ამ პაციენტებს აღენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები (მაგ. სახსრების და/ან კუნთების ტკივილი, სისუსტე და დეპრესია თავდაპირველად) ნაზალური სიმპტომების შემსუბუქების მიუხედავად, უნდა განახლდეს სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება და თერაპიის სხვა რეჟიმი და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული. ამგვარმა გადასვლამ ასევე შეიძლება გამოაშკარავოს უკვე არსებული ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული კონიუნქტივიტი და ეგზემა, რომლებიც ადრე იყო დათრგუნული სისტემური კორტიკოსტეროიდული თერაპიით.
რეკომენდებულზე მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. თუ არსებობს მტკიცებულება რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენების შესახებ, მაშინ უნდა განიხილებოდეს დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდული ფონი სტრესის ან არჩევითი ოპერაციის დროს.
ცხვირის პოლიპები
მეტაფიქსის ცხვირის სპრეის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ცალმხრივი პოლიპების, კისტოზურ ფიბროზთან ასოცირებული პოლიპების ან პოლიპების, რომლებიც მთლიანად ახშობენ ცხვირის ღრუებს, მკურნალობის დროს.
ცალმხრივი პოლიპები, რომლებიც გარეგნულად უჩვეულო ან არარეგულარულია, განსაკუთრებით წყლულის ან სისხლდენის შემთხვევაში, საჭიროებს შემდგომ შეფასებას.
ზრდაზე გავლენა პედიატრიულ მოსახლეობაში
ნაზალური კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას რეკომენდებულია ბავშვებში მათი სიმაღლის რეგულარული მონიტორინგი. თუ ზრდა შენელებულია, თერაპია უნდა გადაიხედოს ნაზალური კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ყველაზე დაბალ დოზამდე, რომლის დროსაც შენარჩუნდება სიმპტომების ეფექტური კონტროლი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პაციენტის პედიატრ სპეციალისტთან მიმართვა.
არანაზალური სიმპტომები
მიუხედავად იმისა, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეი აკონტროლებს ცხვირის სიმპტომებს უმეტეს პაციენტებში, შესაბამისი დამატებითი თერაპიის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს სხვა სიმპტომების დამატებითი შემსუბუქება, განსაკუთრებით თვალის სიმპტომების.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ჩატარდა ლორატადინთან კლინიკური ურთიერთქმედების კვლევა. არანაირი ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
CYP3A ინჰიბიტორებთან ერთად მკურნალობისას, მათ შორის კობიცისტატის შემცველ პროდუქტებთან ერთად, მოსალოდნელია გაიზარდოს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ სარგებელი არ გადაწონის სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გაზრდილ რისკს, ასეთ შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების გამო.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულ ქალებში მომეტაზონის ფუროატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ისევე როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, მომეტაზონის ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში თუ დედისათვის პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს ნაყოფზე ან ჩვილზე მიყენებულ რისკს. იმ დედების ჩვილები, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს ორსულობის დროს, კარგად უნდა შეფასდენენ ჰიპოადრენალიზმის შესაძლო განვითარების გამო.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა მომეტაზონის ფუროატი დედის რძეში. როგორც სხვა ნაზალური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების შემთხვევაში, გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეით თერაპიის შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ნაყოფიერება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები მომეტაზონის ფუროატის გავლენის შესახებ ნაყოფიერებაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მაგრამ არავითარი გავლენა ნაყოფიერებაზე.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
უცნობია.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ეპისტაქსისი ძირითადად იყო თვითლიმიტირებული და მსუბუქი სიმძიმის და ვლინდებოდა უფრო მაღალი სიხშირით პლაცებოსთან შედარებით (5%), მაგრამ შედარებითი ან დაბალი სიხშირით შესწავლილ აქტიურ საკონტროლო ნაზალურ კორტიკოსტეროიდებთან შედარებით (15%-მდე), როგორც მოხსენებული იყო ალერგიული რინიტის კლინიკურ კვლევებში. ყველა სხვა გვერდითი მოვლენის სიხშირე შედარებული იყო პლაცებოსთან. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ცხვირის პოლიპოზსს, გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე მსგავსი იყო ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში მიღებული მონაცემებისა.
ნაზალური კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დანიშვნისას.
გვერდითი რეაქციების ცხრილის სია
მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (≥1%), მოხსენებული კლინიკურ კვლევებში ალერგიული რინიტის ან ცხვირის პოლიპოზის მქონე პაციენტებში და პოსტმარკეტინგული ჩვენების მიუხედავად, წარმოდგენილია ცხრილში 1.
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია MedDRA პირველადი სისტემის ორგანოთა კლასის მიხედვით. ორგანოთა სისტემის თითოეულ კლასში გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირის მიხედვით. სიხშირეები განისაზღვრა შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე); იშვიათი (≥1/1000-დან <1/100-მდე). პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენების სიხშირე განიხილება, როგორც "უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)".
ცხრილი 1: მკურნალობასთანდაკავშირებულიგვერდითირეაქციებიმოხსენებული ორგანოთასისტემების კლასისადასიხშირისმიხედვით |
|||
|
ძალიან ხშირი |
ხშირი |
უცნობია |
ინფექციები და ინვაზიები |
|
ფარინგიტი, ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები† |
|
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
|
|
ჰიპერმგრძნობელობა ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
|
თავის ტკივილი |
|
მხედველობის მხრივ დარღვევები |
|
|
გლაუკომა, გაზრდილი ინტრაოკულური წნევა, კატარაქტა |
სასუნთქი, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ დარღვევები |
ეპისტაქსისი* |
ეპისტაქსისი, ცხვირის წვა, ცხვირის გაღიზიანება, ცხვირის წყლული |
ცხვირის ძგიდის პერფორაცია |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
|
ყელის გაღიზიანება * |
გემოვნებისა და სუნის დარღვევა |
*გაწერილია ცხვირის პოლიპოზის დროს დღეში ორჯერ დოზირებისთვის
† გაწერილია არაჩვეულებრივი სიხშირით დღეში ორჯერ დოზის მიღებისას ცხვირის პოლიპოზის დროს
პედიატრიული მოსახლეობა
პედიატრიულ პოპულაციაში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კლინიკურ კვლევებში, მაგ., ეპისტაქსისი (6%), თავის ტკივილი (3%), ცხვირის გაღიზიანება (2%) და ცემინება (2%) შედარებული იყო პლაცებოსთან.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებული დოზების ინჰალაციამ ან პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს HPA ღერძის ფუნქციის დათრგუნვა.
მართვა
იმის გამო, რომ მომეტაზონის ფუროატის ცხვირის სპრეის სისტემური ბიოშეღწევადობა არის <1%, დოზის გადაჭარბება რომელსაც თერაპია ესაჭიროება, ნაკლებად სავარაუდოა, გარდა დაკვირვებისა, რომლის მიხედვითაც ხდებს შესაბამისი მომდევნო დადგენილი დოზის დაწყება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ შეინახოთ მაცივარში.
გამოიყენეთ პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
15 მლ HDPE მოთავსებულია დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
BIODEAL PHARMACEUTICALS LTD.,
(WHO-GMP სერტიფიცირებული კომპანია)
საინი მაჯრა, ნალაგარჰ-როპარის გზა,
Nalagarh, (H.P.) 174101, Distt.Solan (H.P.) ინდოეთი.