კასტენოლი 25მლ (ნეოფ)
გააზიარე:
კასტენოლი
KASTENOLI
სადეზინფექციო ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა
რეზორცინი – 2,03გ,
ბორმჟავა – 0,203გ,
ფენოლი – 1,016გ,
ეთანოლი 95% – 3,05მლ,
გამოხდილი წყალი – 25,0მლ-მდე.
აღწერა
თეთრი ან მოყვითალო ფერის, ფენოლისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე სითხე.
მოხმარებისწესი
კასტენოლი გამოიყენება განუზავებელი სახით და წარმოადგენს მზა ხსნარს. არ გამოიყენება ხელის სადეზინფექციოდ.
საერთო მონაცემები
კასტენოლი გამოიყენება კანის სადეზინფექციოდ სხვადასხვა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს. მას გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ბორისმჟავას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერილი, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ფენოლი ანადგურებს ყველა ინფექციურ აგენტს, კანზე ტოვებს დამცავ ბარიერს, რომელიც აჩერებს უჯრედული პარაზიტების აქტივობას.
რეზორცინი აფერხებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოების გამრავლებას და გავრცელებას.
ეთანოლი არის ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული საშუალება.
გამოყენების წესი
გამოიყენება ანტისეპიკის მიზნით ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად. განუზავებელი ხსნარი დაიტანება 5წთ-ის განმავლობაში. სასურველი ეფექტის მისაღებად პროცედურა უნდა განმეორდეს ორჯერ. დატანის შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს კასტენოლის გამოყენების შეწყვეტას.
უსაფრთხოება
კასტენოლი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
სასურველი არ არის ხსნარის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე).
მოარიდეთ სიცხეს, მხურვალე ზედაპირებს, ღია ცეცხლს და სხვა აალებად წყაროებს.
შეფუთვა
25მლ ნარინჯისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლიეთილენის საცობით და თავსახურით.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
აკრძალულია კასტენოლის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
მწარმოებელი
შ.პ.ს ,,ნეოფარმი’’.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.