მიკოსანი(ათლეტ.ტერფი)15მლ გელი
გააზიარე:
მიკოსანი
ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება
ინფორმაცია ათლეტის ტერფის შესახებ
ათლეტის ტერფი ან tinea pedis ტერფის კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სამი განსხვავებული ფორმით: თითთა შორის, მოკასინისა და ვეზიკულური ტიპის.
ათლეტის ტერფის ძირითადი ჩივილებია ქავილი, კანის თეთრად აქერცვლა, მაცერაცია, სველი წითელი ეროზიებისა და ვეზიკულების არსებობა, რომელმაც შეიძლება მაცერაცია განიცადოს და მეორადად შეჭრილი ბაქტერიული ინფეციის თანდართვის გამო უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს.
მკურნალობის გარეშე მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, ინფექცია გავრცელდეს სხვა არეებსა და ფრჩხილებზე.
მიკოსანის ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება ორმაგი უნიკალური ეფექტით
სწრაფად აქრობს ქავილს
კლავს ათლეტის ფეხის გამომწვევი სოკოვანი ინფექციური აგენტების 99,9%-ს, აღადგენს და იცავს კანს
დასაშვებია
v დიაბეტის მქონე პირთათვის;
v ორსულთათვის ექიმის მეთვალყურეობით;
v მეძუძური დედებისათვის;
v ბავშვებისათვის 4 წლის ასაკიდან.
მიკოსანი ათლეტის ფეხის სამკურნალოდ გამოყენება
- სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო გელი კლავს ათლეტის ტერფის გამომწვევი სოკოვანი ინფექციური აგენტების 99,9%-ს;
- აქვს პრეციზიული ფუნჯი ჰიგიენური და ეფექტური დატანისათვის თითებს შორისაც;
- აღმოფხვრის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვა, აქერცვლა, სიწითლე, კანის დახეთქვა და არასასიამოვნო სუნი;
- აღადგენს კანის მდგომარეობას.
დოზირება და გამოყენების წესი
ü დაიტანეთ თხელი ფენა დღეში 2-ჯერ დაზიანებულ არეალზე, ისეთი სიმპტომების ადრეული გამოვლინებების დროს, როგორიცაა: ქავილი, კანის დახეთქვა, წვა, სიწითლე, უსიამოვნო სუნი და კანის აქერცვლა.
ü მკურნალობა გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ü რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობა გააგრძელეთ სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 კვირის განმავლობაში.
მიმართეთ ექიმს თუკი სიმპტომები არ შემსუბუქდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.
გვერდითი ეფექტი
დაზიანებულ კანზე დატანისას შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება.
შემადგენლობა
ტრიაცეტინი, PEG-6, დენატურირებული სპირტი, გლიცერილ ანდეცილენატი, წყალი, დიმეთილ იზოსორბიდი, ხორბლის ფერმენტის ფილტრატი, მენთოლი, მენთილ ლაქტატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კლიმბაზოლი (კონსერვანტი), ცეტილპირიდინიუმ ქლორიდი.
სიფრთხილის ზომები
ü მიკოსანის ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერსონალური გამოყენებისათვის, არ შეიძლება ტუბის სხვა ადამიანთან გაზიარება.
ü განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ü არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტებისადმი ალერგიის შემთხვევაში.
ü შეწყვიტეთ გამოყენება თუკი განვითარდა ალერგიული რეაქცია ან გაღიზიანება, მიმართეთ ექიმს თუკი სიმპტომები გაგრძელდა.
ü ორსულობის დროს გამოიყენეთ ექიმის ზედამხედველობით.
ü შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ü ტუბს მოუჭირეთ ფრთხილად, გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაახურეთ თავზე.
რეკომენდაციები ათლეტის ტერფის მკურნალობის გასაუმჯობესელბად
ü დაბანის შემდეგ ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ფეხი, განსაკუთრებით თითებს შორის.
ü გამოიყენეთ ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული შესაბამისი ზომის ფეხსაცმელი და წინდები. დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად ხშირად გაანიავეთ და გააშრეთ.
ü გამოიყენეთ შესაბამისი ფეხსაცმელი და მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს ისეთი მაღალი რისკის ადგილებში, როგორიცაა გამოსაცვლელი ოთახები, საუნა, აუზი და ა.შ.
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას 5-25°C-ზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია გახსნიდან 1 წლის განმავლობაში, არაუგვიანეს ვარგისობის ვადისა.
ვარგისობის ვადა და პარტიის ნომერი იხილეთ შეფუთვაზე
მოცულობა 15 მლ
მწარმოებელი
Serrix B.V., Herengracht 458, 1017 CA,
ამსტერდამი, ნიდერლანდები
დისტრიბუტორი
შპს „ფარმკაპიტალი“,
ტელ.: 551255299
Mycosan Georgia.