ვენარუსი(100მგ+900მგ)#60ტ
გააზიარე:
ვენარუსი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ვენარუსი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
ჰესპერიდინი + დიოსმინი.
სამკურნაო ფორმა:აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
შემადგენლობა
თხელი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედინივთიერება: ჰესპერიდინი (100% ნივთიერების მიხედვით) - 100 მგ, დიოსმინი (100% ნივთიერების მიხედვით) - 900 მგ;
დამხმარენივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი), ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
ტაბლეტისგარსისდამხმარენივთიერებები: ჰიპრომელოზა (ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა), მაკროგოლი 6000 (პოლიეთილენ გლიკოლი 6000), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის საღებავი წითელი ოქსიდი, რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი.
აღწერა
ნარინჯისფერ-ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორმხრივ ამოზნექილი, მოგრძო, მომრგვალებული ბოლოებით, ნაპრალით. ირიბ განაკვეთზე ბირთვი არის მონაცრისფრო-მოყვითალოდან მოყავისფრო-ნაცრისფერამდე.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ვენოტონური და ვენოპროტექტორული საშუალება.
ათქკოდი: C05CA53.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვენარუსს®-ს აქვს ანგიოპროტექტორული და ვენოტონური ეფექტი. ამცირებს ვენების გაფართოებას, ზრდის მათ ტონუსს და ამცირებს ვენების შეშუპებას; ამცირებს კაპილარების გამტარიანობას და ზრდის მათ წინააღმდეგობას. სისტემატური გამოყენებისას ამცირებს ორგანული და ფუნქციური ხასიათის ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს. დოზა-ეფექტის ოპტიმალური თანაფარდობა შეინიშნება დღე-ღამეში 1000 მგ მიღებისას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ძირითადი ექსკრეცია ხდება ნაწლავების მეშვეობით. თირკმელებით, საშუალოდ, მიღებული პრეპარატის დაახლოებით 14% გამოიყოფა.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს.
ვენარუსი® აქტიურად მეტაბოლიზდება, რასაც მოწმობს შარდში ფენოლის მჟავების არსებობა.
გამოყენებისჩვენება
ვენარუსი® ნაჩვენებია ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომების სამკურნალოდ (სიმპტომების აღმოფხვრა და შემსუბუქება).
ვენურ-ლიმფური უკმარისობის სიმპტომების თერაპია:
- ქვედა კიდურების კრუნჩხვები;
- სიმძიმის და სისავსის შეგრძნება ფეხებში;
- ტკივილი;
- ფეხის დაღლილობა.
ვენურ-ლიმფური უკმარისობის გამოვლინების თერაპია:
- ქვედა კიდურების შეშუპება;
- ტროფიკული ცვლილებები კანში და კანქვეშა ქსოვილში;
- ვენური ტროფიკული წყლულები.
მწვავე და ქრონიკული ბუასილის სიმპტომური თერაპია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების ან პრეპარატის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია (გამოცდილება შეზღუდულია ან არ არსებობს).
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე (გამოყენების გამოცდილება არ არის).
გამოყენებაორსულობისდაძუძუთიკვებისპერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში აქტიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
როგორც პრევენციული ღონისძიება, სასურველია არ გამოიყენოთ ვენარუსი® ორსულობის დროს.
ძუძუთიკვებისპერიოდი
უცნობია გადადის თუ არა აქტიური ნივთიერებები ადამიანის დედის რძეში.
არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისა და ჩვილებისთვის. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ან შეწყვიტოს ძუძუთი კვება ან შეწყდეს ვენარუსით® თერაპია, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და ქალისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.
გავლენარეპროდუქციულიფუნქციაზე
რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა არ აჩვენა გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ორივე სქესის ვირთხებში.
გამოყენებისმეთოდიდადოზირება
მიიღება შიგნით.
ვენურ-ლიმფური უკმარისობის დროს რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღე-ღამეში, სასურველია დილით, ჭამის დროს. ტაბლეტის ნაპრალი განკუთვნილია მხოლოდ დაყოფისთვის, რათა ხელი შეუწყოს ყლაპვას.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს რამდენიმე თვე (12 თვემდე). სიმპტომების განმეორების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს.
მწვავე ბუასილისთვის რეკომენდებული დოზაა 3 ტაბლეტი დღე-ღამეში (1 ტაბლეტი დილით, შუადღეს და საღამოს), 4 დღის განმავლობაში; შემდეგ 2 ტაბლეტი დღე-ღამეში (1 ტაბლეტი დილით და საღამოს) 3 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ბუასილისთვის რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღე-ღამეში.
გვერდითიმოქმედება
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე წარმოდგენილია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 და < 1/10); არახშირი (≥ 1/1000 და < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000).
არასასურველ რეაქციებს, რომელთა სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით, აქვთ აღნიშვნა "სიხშირე უცნობია".
ცენტრალურინერვულისისტემისმხრივ:
იშვიათი - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე.
კუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ:
ხშირი - დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება; არახშირი - კოლიტი; სიხშირე უცნობია - მუცლის ტკივილი.
კანისსაფარისმხრივ:
იშვიათად - გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება;
სიხშირე უცნობია – სახის, ტუჩების, ქუთუთოების იზოლირებული შეშუპება, გამონაკლის შემთხვევებში ანგიონევროზული შეშუპება.
თუ ინსტრუქციებში მითითებული რომელიმე გვერდითი რეაქცია გამწვავებულია, ან შეამჩნევთ სხვა არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციებში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
დოზისგადაჭარბება
სიმპტომები:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის დარღვევები (დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი) და კანის რეაქციები (ქავილი, გამონაყარი).
მკურნალობა
დოზის გადაჭარბებისას დახმარება უნდა იყოს კლინიკური სიმპტომების აღმოფხვრა.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
არ აღინიშნა.
აცნობეთექიმსყველამედიკამენტისშესახებ, რომელსაციღებთ.
განსაკუთრებულიმითითებები
პრეპარატი ვენარუსის® მიღების დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
ბუასილის გამწვავებისას ამ პრეპარატის დანიშვნა არ ცვლის ანალური დარღვევების სხვა სპეციფიკურ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს "გამოყენების მეთოდი და დოზები" მითითებულ დოზებს. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ გაქრება რეკომენდებული თერაპიის კურსის შემდეგ, უნდა ჩატარდეს პროქტოლოგის გამოკვლევა, რომელიც შეარჩევს შემდგომ თერაპიას.
ვენური მიმოქცევის დარღვევების არსებობისას მკურნალობის მაქსიმალურ ეფექტს იძლევა თერაპიის კომბინაცია ჯანსაღი (დაბალანსებული) ცხოვრების წესით: სასურველია თავიდან იქნას აცილებული მზის ხანგრძლივი ზემოქმედება, ფეხე ხანგრძლივი დგომა და ასევე საჭიროაჭარბი წონის შემცირება. ლაშქრობა და ზოგ შემთხვევაში სპეციალური წინდების ტარება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება მკურნალობის დროს.
გავლენასატრანსპორტოსაშუალებების, მექანიზმებისმართვისუნარზედასხვააქტივობებშიჩართვისუნარზე, რაცმოითხოვსყურადღებისკონცენტრაციას
გავლენას არ ახდენს.
გამოშვებისფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100მგ+900მგ;
15 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში დამზადებული პოლივინილქლორიდის ფოლგისგან და დაბეჭდილი ლაქირებული ალუმინის ფოლგაში (პერფორაციით მისაღებია).
2 ან 4 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვისპირობები
არაუმეტეს 25℃ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი/ორგანიზაცია, რომელიციღებსმომხმარებელთაპრეტენზიებს
სს ალიუმი, (АО «АЛИУМ») რუსეთი
მოსკოვის ოლქი, სერპუხოვი, ობოლენსკის პ., ტერ. კვარტალი A, 2.











