ფსორამისტი 150გ კრემი
გააზიარე:
ფსორამისტის კრემი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: კერამიდი, სალიცილის მჟავა, ნატურალურ ფერმენტი პაპაინი, ამინომჟავები.
სხვა ინგრედიენტები: წყალი, ცეტეალის ოქტანოატი, იზოპროპილ მირისტატი, ეთოქსიდიგლიკოლი, ბუტილენ გლიკოლი, ცეტილ სტეატერატი, იზოსტეარილის იზოსტეარტი, ცეტილის ალკოჰოლი, დიცეტილ-ფოსფატი5, EG10, წყალი და გლიცერინი პაპაინი, კალციუმის პანტოტენატი, ქსანთანის რეზინა, შარდოვანა, კაპრილი გლიკოლი, პროლინი, ალანინი, სერინი, მაგნიუმის ლაქტატი და ქლორიდი, კალიუმის ლაქტატი, ნატრიუმის ციტრატი, ეთილჰექსილგლიცერინი, Scutellaria Baicalensis ფესვის ექსტრაქტი, სოიოს ზეთი, Calendula Officinalis ყვავილის ექსტრაქტი, ტოკოფერლი, ნიაცინამიდი, სალიცილის მჟავა, ცეტილის ეთერები, კაკაოს კარაქი, დექსპანთენოლი, შიის კარაქი, კერამიდი NP(კერამიდი IIIB), ბენზილის ალკოჰოლი და ბენზოის მჟავა. არაალერგიული არომატი.
პროდუქტის დანიშნულება
ფსორამისტის კრემი წარმოადგენს ბუნებრივი ინგრედიენტების კომბინაციას, როგორიცაა კერამიდი, სალიცილის მჟავა და ნატურალურ ფერმენტი პაპაინი, რომლებიც ხასიათდება განსაკუთრებული თვისებებით. მათი კომპლექსური მოქმედება ასუფთავებს მშრალ კანს დაზიანებული უჯრედებისგან, ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის და მთლიანობის აღდგენას.
ძირითადი ინგრედიენტების დახასიათება
კერამიდები – უმეტესად წარმოდგენილია კანის გარე შრეში, კანის სიმშრალის დროს ვითარდება კერამიდის დონის დისბალანსი, კერამიდები უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ხელს უშლის გარედან მიკრობებისა და ალერგენების ქსოვილებში შეღწევას.
სალიცილის მჟავა – მოქმედებს როგორც პილინგი, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას, რაც შემდგომ ხელს უწყობს სხვა ინგრედიენტების შეღწევას კანში. მას ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პაპაინი – წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მიღებულია პაპაიასგან, მოქმედებს როგორც პილინგი, კანის მკვდარ უჯრედებს შორის არსებული უჯრედშორისი ცილების დაშლით. ეს იწვევს კანის დაზაინებული ფენის მოცილებას და ხელს უწყობს მისი ელასტიურობის აღდგენას და დარბილებას.
ამინომჟავები – მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორი (NMF).
გამოყენების წესი
მოაშორეთ აპლიკატორს სტიკერი, რომელზეც აწერია დაიტანეთ მხოლოდ ამ მხრიდან. დაიტანეთ კრემის შესაბამისი რაოდენობა და წაისვით დაზიანებულ მიდამოზე, იმგვარად, რომ მთლიანად დაიფაროს დაზიანებული არე.
შენახვის პირობები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
შეფუთვის გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა ეხება სწორად გამოყენებულ და შენახულ პროდუქტს.
ფერის ან სუნის ნებისმიერი ცვლილება არ ცვლის პროდუქტის თვისებებს, რადგან ეს გამოწვეულია ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებების არსებობით.
გავლილი აქვს დერმატოლოგიური ტესტირება.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
150 გრამი კრემი.
მწარმოებელი
Hitech Formulations Pvt.Ltd.
დისტრიბუტორი საქართველოში
შ.პ.ს. ,,გლობალ ცბს“.
თბილისი,გურამიშვილის გამზირი N62.
ტელ: +995 (32) 247 54 44