ევოლუდერმი-დასაბანი გელი C ვიტამინით 500მლ
გააზიარე:
ევოლუდერმი სახის დასაბანი გელი C ვიტამინით 500მლ. დამზადებულია 97% ბუნებრივი კომპონენტებით, გამდიდრებულია C ვიტამინით, ფორთოხლის ექსტრაქტით და მცენარეული გლიცერინით, ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და დაბინძურების კვალს. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით ატონიზირებს, აცოცხლებს, ანახლებს და უბრუნებს ბზინვარებას გადაღლილ კანს, ატენიანებს, იცავს და არბილებს მას. არ ტოვებს დაჭიმულობის შეგრძნებას, მსუბუქი ტექსტურა და სასიამოვნო სურნელი კი ანიჭებს კანს მაქსიმალურ კომფორტს. დაიტანეთ დილას და საღამოს ნოტიო კანზე, მსუბუქად შეიზილეთ წრიული მოძრაობით 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. მოარიდეთ თვალებს. დერმატოლოგიურად ტესტირებულია. არის ვეგანური. მწარმოებელი კომპანია – Evoluderm, 7 Rue Olympe de Gouges - 92 230 Gennevilliers - France. წარმოებულია საფრანგეთში. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი–ფარმა".










