ბიფიდონორმი #20ტ
გააზიარე:
ბიფიდონორმი
შემადგენლობა
1 ტაბლეტის აქტიური შემცველობაა:
ბიფიდობაქტერიუმ ბიფიდუმ (Bifidobacterium bifidum) 25x106 KOE
ბიფიდობაქტერიუმ ლონგუმ (Bifidobacterium longum) 25x106 KOE.
არააქტიური ნივთიერებები: ლაქტოზა 0,1გ, ტალკი 0,04 გ, სახამებელი 0,02 გ, კალციუმის სტეარატი 0,09 გ, კაკაოს ფხვნილი 0,07 გ, კალციუმის გლუკონატი 0,35 გ-მდე.
გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები
ბიფიდუმბაქტერიები ადამიანის მიკროფლორის მთავარი კომპონენტია, რომელიც დომინირებს ბავშვებისა და მოზრდილების ნაწლავური ფლორის შემადგენლობაში. მათი ანტაგონისტური აქტივობა ხელს უშლის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობით პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ასუფთავებს ორგანიზმს, არეგულირებს ნაწლავურ მიკროფლორას და ანთებით კერებზე ზემოქმედებით, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას. იგი, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და მონაწილეობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში.
ბიფიდონორმი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას და გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური და დამხმარე საშუალება ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ანტიბიოტიკებით, ჰორმონული, ქიმიური, სხივური და სხვა თერაპიული მკურნალობით განპირობებული დისბაქტერიოზი;
– კოლიტები და ენტეროკოლიტები;
– ბავშვებში, მოზრდილებსა და ორსულებში უცნობი ეტიოლოგიის ნაწლავური დისფუნქცია.
პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი
მიიღება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: დაფხვნილი ნახევარი ტაბლეტი, გახსნილი 20-30 მლ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ ანადუღარ წყალში, მიიღება დღეში 3-ჯერ.
5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: დაფხვნილი ერთი ტაბლეტი, გახსნილი 20-30 მლ ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებულ ანადუღარ წყალში, მიიღება დღეში 3-ჯერ.
12 წლიდან ასაკი: თითო ტაბლეტი მიიღება დღეში 3-4-ჯერ.
მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას.
არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში!
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბიფიდონორმის ეფექტს აძლიერებს ვიტამინები (განსაკუთრებით B ჯგუფის ვიტამინები), ხოლო ამცირებს ანტიბიოტიკები.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდებული არ არის
– პროდუქტის გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად;
– ტაბლეტების გახსნა ცხელ წყალში (40°C ზევით) და მისი გახსნილ მდგომარეობაში შენახვა.
ზეგავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე პერსონალზე
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ საჭიროებს განსაკუთრებული ღონისძიებების გატარებას.
გამოყენებისას არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა
20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
შპს „ბიოფარმი L“
საქართველო, თბილისი გოთუას ქ. #3,
ტ. 593 11 51 15.