ზიფექს დუო 500მგ/200მგ#7ვაგ.სუპ

ზიფექს დუო 500მგ/200მგ#7ვაგ.სუპ

35.48 ლარი 25.55 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტრონიდაზოლი+კლოტრიმაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 143349
გააზიარე:

ზიფექს® დუო 500 მგ / 200 მგ პესარიები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები: მეტრონიდაზოლი და კლოტრიმაზოლი. თითოეული პესარი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს და 200 მგ კლოტრიმაზოლს.

სხვა ინგრედიენტები: ნახევრად სინთეზური გლიცერიდები.

გამოყენება

ზიფექს® დუო ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ (პროტოზოები, ბაქტერიები, სოკოები).

ზიფექს® დუო ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში.

უკუჩვენებები

ზიფექს® დუოს გამოყენება უკუნაჩვენებია:

-        თუ გაქვთ ალერგია მეტრონიდაზოლის, კლოტრიმაზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზიფექს® დუოსგამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ამ პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს ნერვული სისტემის მხრივ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რომლის ნიშნებია: არაკოორდინირებული მოძრაობები, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, გულყრითი კრუნჩხვები. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.

რეკომენდებულია სიფრთხილე, თუ გაწუხებთ ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, გაქვთ ტვინის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის დარღვევით (ღვიძლის ენცეფალოპათია), ან სისხლისმიერი დარღვევებით.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პერიოდულულად სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება, განსაკუთრებით სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის კონტროლისთვის, რომელთა რაოდენობაც შეიძლება შემცირდეს.

არ მიიღოთ ალკოჰოლი ამ მედიკამენტის გამოყენებისას და მკურნალობის დასრულებიდან 48 საათის შემდეგ. შეიძლება გქონდეთ რეაქცია, როგორიცაა წამოწითლება (სახეზე გაწითლება), ღებინება, სწრაფი გულისცემა.

შეიძლება შენიშნოთ მუქი შარდი (მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).

Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ინფექცია ჩვეულებრივ ასოცირდება გონოკოკთან; ამიტომ რეკომენდებულია გონოკოკის შეფასება და ადეკვატური თერაპიის დაწყება.

თუ მეტრონიდაზოლი პარალელურად მიიღება პერორალური ფორმებით, რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ ამ პრეპარატთან დაკავშირებულ გაფრთხილებებს და სიფრთხილის ზომებს, უკუჩვენებებს და გვერდით მოვლენებს.

ამ პესარიების გამოყენებამ რეზინის კონტრაცეპტივებთან ერთად (მაგ. პრეზერვატივი ან დიაფრაგმა) შეიძლება გაზარდოს ამ კონტრაცეპტული მოწყობილობების გაფუჭების რისკი. კლოტრიმაზოლი ამცირებს ვაგინალური სპერმიციდების ეფექტურობას. ეფექტები დროებითია. აირჩიეთ ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა ფორმა ამ მედიკამენტის გამოყენებისას და მკურნალობის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

პესარიები არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ხოლო მოზარდების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

სხვა პრეპარატები და ზიფექს® დუო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგს:

მეტრონიდაზოლთან დაკავშირებული ურთიერთქმედება:

-        დისულფირამი;

-        ალკოჰოლი;

-        ბუსულფანი;

-        პერორალური ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი);

-        ლითიუმი;

-        ციკლოსპორინი;

-        ფენიტოინი;

-        ფენობარბიტალი;

-        5-ფტორურაცილი.

მეტრონიდაზოლს შეუძლია ტრეპონემების (სიფილისზე პასუხისმგებელი პათოგენური ბაქტერიების) იმობილიზაცია და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ნელსონ-მაიერის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი.

კლოტრიმაზოლთან დაკავშირებული ურთიერთქმედება:

-        ვაგინალური სპერმიციდები;

-        ტაკროლიმუსი.

ზიფექს® დუო საჭმელთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ მიიღოთ ალკოჰოლი ზიფექს® დუოსგამოყენებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილეა რეკომენდებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ძუძუთი კვების დროს

სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ზიფექს® დუოარ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ინტრავაგინალური გამოყენების შემდეგ მოქმედი ნივთიერებების სისტემური შეწოვა დაბალია. თუმცა, არ მართოთ სატრანსპორტი საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ გამოვლინდა პარესთეზია, ატაქსია, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, გულყრითი კრუნჩხვები.

ზიფექს® დუოს გამოყენების წესი

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა არის ზიფექს® დუოსერთი პესარი დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-დან 10 დღემდე.

პესარიები საშოში ღრმად უნდა მოათავსოთ, სასურველია საღამოს.

რეკომენდებულია მამრობითი სქესის პარტნიორის თანმხლები სპეციფიური სამედიცინო მკურნალობა, იქნება ეს უსიმპტომო თუ Trichomonas vaginalis უარყოფითი კულტურის მქონე მამრობითი პარტნიორის მკურნალობა.

არ გამოიყენოთ ზიფექს® დუომენსტრუალური ციკლის დროს; მკურნალობა უნდა დასრულდეს მენსტრუაციის დაწყებამდე.

ზიფექს® დუოთიმკურნალობისას რეკომენდებულია ვაგინალური სქესობრივი კავშირის თავიდან აცილება, რადგან პარტნიორი შეიძლება დაინფიცირდეს, ხოლო რეზინის კონტრაცეპტივების (მაგ. პრეზერვატივი ან დიაფრაგმები) ეფექტურობა და უსაფრთხოება შეიძლება შემცირდეს.

ჭარბი დოზირება

ვინაიდან ზიფექს® დუოს მოქმედი ნივთიერებების შეწოვა შეუძლებელია მთელ ორგანიზმში, თუ იყენებთ იმაზე მეტ პესარს, ვიდრე რეკომენდებულია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები. შემთხვევით ან თვითმკვლელობის მიზნით პესარიების გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ღებინება, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია) და მცირედი დეზორიენტაცია. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

დოზის გამოტოვება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

მკურნალობის შეწყვეტა

გააგრძელეთ ზიფექს® დუოსგამოყენება მკურნალობის დასრულებამდე, ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით. მნიშვნელოვანია ყველა დოზის მიღება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ბაქტერიების ნაწილი გადარჩება, მათ შეუძლებათ გამოიწვიონ ინფექციის რეციდივი.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ მოქმედი ნივთიერებების სისტემური შეწოვა დაბალია. თუმცა, გვერდითი მოვლენების გამოვლენა არ არის გამორიცხული.

მეტრონიდაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები:

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

-        ლეიკოპენია;

-        აგრანულოციტოზი;

-        ნეიტროპენია;

-        თრომბოციტოპენია;

-        პანციტოპენია;

-        ანაფილაქსიური შოკი;

-        ენცეფალოპათია (მაგ., დაბნეულობა, ცხელება, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, ფოტოფობია, მხედველობის ველის დარღვევა და თვალის მოძრაობები, კისრის რიგიდულობა);

-        ქვემწვავე ცერებრალური სინდრომი (მაგ., არაკოორდინირებული მოძრაობები, მეტყველების დარღვევა, სიარულის დარღვევები, თვალის უნებლიე მოძრაობა და ტრემორი);

შეიძლება განვითარდეს სხვა რეაქციები: ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის ტესტებში, ქოლესტაზური ჰეპატიტი და სიყვითლე, რომლებიც შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. სხვა რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, პუსტულური გამონაყარი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

-        პანკრეატიტი;

-         ტკივილი გულ-მკერდის არეში;

-        გულისრევა;

-        ღებინება;

-        დიარეა;

-        ენის ანთება;

-        პირის სიმშრალე;

-        პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება;

-        მეტალის გემო პირში;

-        მადის დაკარგვა;

-        წამოწითლება;

-        ქავილი.

გვერდითი მოვლენები უცნობი სიხშირით:

-        ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება);

-        ჭინჭრის ციება;

-        ფსიქოზური დარღვევები (დაბნეულობა, ჰალუცინაციები, დეპრესიული განწყობა);

აღინიშნა მგრძნობიარე პერიფერიული ნეიროპათიები მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი მკურნალობისას (პარესთეზია, ფორმირება) ან გარდამავალი ეპილეფსიური კრუნჩხვები. უმეტეს შემთხვევაში ნეიროპათია ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ. ასევე შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, მხედველობის გარდამავალი დარღვევები, როგორიცაა დიპლოპია (ორმაგი ხედვა), მიოპია, მოწითალო შეფერილობის შარდი.

კლოტრიმაზოლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები:

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

-        დაბალი არტერიული წნევა;

-        სინკოპე;

-        სუნთქვის პრობლემები;

-        ქავილი;

-        გარდამავალი გამონაყარი კანზე;

-        ტკივილები კუჭ-ნაწლავის არეში;

-        ვაგინალური პილინგი;

-        ვაგინალური ქავილი;

-        გაღიზიანება.

შეყვანის ადგილას იშვიათად აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი გაღიზიანება, საშოს სიმშრალე, ადგილობრივი წვის შეგრძნება, ცხელება.

გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.

ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.

არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ  პირდაპირ რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს:  

Aviator Sănătescu (ავიატორ სანატესკუ) ქ. #. 48, სექტორი 1, ბუქარესტი 011478- RO

ტელ: + 4 0757 117 259, ფაქსი: +4 0213 163 497, ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ზიფექს® დუოს შენახვის წესი

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

ზიფექს® დუოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი ან მოყვითალო-თეთრი მყარი პესარი კვერცხუჯრედის ფორმით, ცხიმოვანი გლუვი ზედაპირით და ერთგვაროვანი იერით ჭრილზე.

დასაკეცი მუყაოს კოლოფები 1 პვქ-პე სტრიპით, რომელზეც მოთავსებულია 7 პესარი.

დასაკეცი მუყაოს კოლოფები 1 პვქ სტრიპით, რომელზეც მოთავსებულია 7 პესარი.

დასაკეცი მუყაოს კოლოფები 2 პვქ-პე სტრიპით, რომელზეც მოთავსებულია 7 პესარი.

დასაკეცი მუყაოს კოლოფები 2 პვქ სტრიპით, რომელზეც მოთავსებულია 7 პესარი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Antibiotice  SA (ანტიბიოტიკ სა)

1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, იასი 707410,  რუმინეთი.

დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს გვერდზე http://www.anm.ro/

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-07-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-07-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-07-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-07-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-07-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-07-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-07-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-07-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-07-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-07-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-07-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-07-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-07-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-07-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-07-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-07-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-07-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-07-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-07-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-07-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-07-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-07-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-07-01

რეგიონი (36 აფთიაქი)

კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-07-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-07-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-07-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-07-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-07-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-07-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-07-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-07-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-07-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-07-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-07-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-07-01