ცაინფ-მელატონინი 1მგ 25მლ სპრეი
გააზიარე:
ცაინფარმა - მელატონინი1 მგ 25 მლ სპრეი
საკვებიდანამატი
ძილის გასაუმჯობესებელი საშუალება, ორალური სპრეის ფორმით, შავი მოცხარის ბუნებრივი არომატით.
1 შესხურება შეესაბამება:
მელატონინი 1 მგ, ვნების ყვავილის ექსტრაქტი 11,5 მგ, ლიმონის ბალზამის ექსტრაქტი 10 მგ.
მელატონინის სასარგებლო ეფექტები:
- მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილის ციკლს.
- კვლევებით დადასტურებულია, რომ ეგზოგენური მელატონინი ახანგრძლივებს ძილის საერთო დროს, ამცირებს ჩაძინების დროს და ზრდის ძილის ხარისხს.
- ახდენს ცირკადული რითმის კორექციას.
- მელატონინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეფექტურია მაკულარული დეგენერაციისა და რეტინოპათიის მკურნალობისას.
- ამცირებს სეზონური დეპრესიის სიმპტომებს. აძლიერებს თანდაყოლილ და უჯრედულ იმუნიტეტს.
შემადგენლობა
წყალი, გასქელება: ქსილიტოლი (25%) და ქსანთანის რეზინი, ვნების ყვავილის ექსტრაქტი, ლიმონის ბალზამის ექსტრაქტი, მელატონინი, ბუნებრივი არომატი: შავი მოცხარი, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი.
გამოყენების წესი
ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. როდესაც პირველად გამოიყენებთ, დააჭირეთ ტუმბოს 3-ჯერ, რათა სითხე გამოვიდეს. გაწმინდეთ სპრეის თავი ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
მიღების წესი:ერთი შესხურება ყოველდღიურად ძილის წინ პირის ღრუში.
გაფრთხილება
საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტს აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.
არშეიცავს:
- მაგნიუმის სტეარატს,
- ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს,
- კონსერვანტებს,
- გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი
ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში
ავერსი-ფარმა.