ოტოსანი ფორტე 30მლ ყელ/სპრ
გააზიარე:
ოტოსან ფორტე ყელის სპრეი (30 მლ)
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
ოტოსან ფორტე ყელის სპრეი (30 მლ)
Otosan Throat Spray Forte (30 ml)
ოტოსანი (Otosan)
- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.
- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.
- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
● Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით
გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას; ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.
● დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
● კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.
აღწერილობა:
რა არის ოტოსან ფორტე ყელის სპრეი?
ოტოსან ფორტე ყელის სპრეი არის ყელის ჯანმრთელობისთვის სპეციალურად შექმნილი პროდუქტი. მისი ფორმულა, ფორთოხლის გემოთი, ქმნის მდგრად ფენას გაღიზიანებულ ლორწოვანზე ბარიერის ეფექტით, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და სიახლისა და შემსუბუქების შეგრძნებას.
ჩვენებები:
● პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და წვა;
● მტკივნეული ყლაპვა;
● ჩახლეჩილი ხმა, რომელსაც თან ახლავს მშრალი ხველა;
● პირის ღრუსა და ხახის სიმშრალე გამოწვეული გარე გამაღიზიანებელი ან გარემო ფაქტორებით (ტენიანობის და ტემპერატურის უეცარი ცვლილებები, პასიური მოწევა).
ადგილობრივი მოქმედება:
- ამშვიდებს ყელის გაღიზიანებასთან დაკავშირებულ სიმპტომებს;
- მოქმედებს როგორც დამხმარე საშუალება მწვავე ფარინგიტისა და ხმის დაკარგვის დროს;
- იცავს ლორწოვან გარსს გარე გამღიზიანებლებისგან, რაც საშუალებას აძლევს ლორწოვანს აღადგინოს ნორმალური ფუნქცია;
- გააჩნია ანესთეზიური, ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, დამამშვიდებელი მოქმედება.
ინგრედიენტები:
ოტოსანი ფორტე ყელის სპრეი აერთიანებს კარბოქსიმეთილ ბეტა-გლუკანის მუკოადჰეზიურ (ნახველის შეწებება) და იმუნოსტიმულანტურ თვისებებს, ჰეჯის მდოგვის ექსტრაქტის (ანთების საწინააღმდეგო) დამარბილებელ თვისებებს, ორგანული ფორთოხლის და თეთრი თიმის (სადეზინფექციო, დამამშვიდებელი) ეთერზეთების ბალზამის და ციტრუსის ნაყოფის თვისებებს და ანეთოლის (საანესთეზიო) გამაგრილებელ თვისებებს.
არ შეიცავს კონსერვანტებს;
გლუტენის გარეშე;
დაბალკალორიული;
დამატებითი უპირატესობები:
- ოტოსან ფორტე ყელის სპრეი მისი პოლისაქარიდის კომპონენტების წყალობით იძენს ადჰეზიურ თვისებებს, რაც საშუალებას აძლევს პროდუქტს ჰქონდეს ხანგრძლივი
მოქმედება;
- არ შეიცავს კონსერვანტებს;
- შესაფერისია ხშირი გამოყენებისთვის;
- არ შეიცავს გლუტენს;
- გააჩნია საუკეთესო საგემოვნო თვისებები, ფორთოხლის გემოთი.
- შესაფერისია ვეგანებისთვის;
რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:
4 შესხურება დღეში 3-4 ჯერ;
გამოიყენება 12 წელზე ასაკის ზევით;
ვინაიდან პროდუქტი არის კონსერვანტების გარეშე, მისი გამოყენება საჭიროებისამებრ შეიძლება უფრო ხშირადაც;
მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;
პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
მიღების წესები:
პერორალურად, სპეციალური სპრეი მოწყობილობის დახმარებით.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
უკუჩვენებები:
12 წლამდე ასაკის ბავშვები;
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს;
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
გვერდითიმოვლენები:
არ გააჩნია
შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.
გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.
შენახვის ვადა:
36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
OTOSAN SRL (იტალია);
მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY
ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.










