ოტოსანი ბალზამური პლასტირი#7
გააზიარე:
ოტოსან ბალზამის პლასტირი (7 პლასტირი)
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
ოტოსან ბალზამის პლასტირი (7 პლასტირი)
Otosan Balsamic patch (7 patches)
ოტოსანი (Otosan)
- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.
- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.
- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
● Otosan Srl არის იტალიური კომპანია, რომელიც მარტივი და გონივრული ფილოსოფიით
გვთავაზობს ბუნებრივ და ეფექტურ ალტერნატიულ მკურნალობას ოტორინოლარინგოლოგია-სთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.
● დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
● კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი ოტოსანის ინოვაციური პროდუქტები ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.
აღწერილობა:
რა არის ოტოსან ბალზამის პლასტირი?
ოტოსან ბალზამის პლასტირი არის ბუნებრივი არომათერაპიის პლასტირები, რომელიც ადვილად შეიძლება დაიტანოთ ტანსაცმელზე ან თქვენს ირგვლივ მდებარე საგნებზე.
ოტოსან ბალზამის პლასტირის ექსკლუზიური, ბუნებრივი ფორმულა დაფუძნებულია კომპლექსურ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებზე, რომლებიც ნაზად გამოყოფენ სპეციფიკური თვისებების მქონე არომატულ და აქტიურ ორთქლს, რაც გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე.
განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, 2+ წლიდან.
ოტოსან ბალზამის პლასტირი ამცირებს ცხვირის შეშუპებას, ხელს უწყობს ცხვირში ჰაერის ბუნებრივ მოძრაობას დღის განმავლობაში და ღამით, ძილის დროს.
რა არის არომათერაპია?
არომათერაპია არის ძველი პრაქტიკა, რომელიც იყენებს ბუნებრივ ეთერზეთებსა და ესენციებს ჯანმრთელობის მდგომარეობის აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.
ჩვენებები:
● სეზონური გაციება, ალერგია, ალერგიით გამოწვეული გაციება;
● სინუსიტი და ცხვირის შეშუპება;
● რინიტი, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება.
ადგილობრივი მოქმედება:
ზოგადად გაციებამ, რინიტმა, ალერგიამ და ცხვირის ღრუს ანთებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ნორმალურ სუნთქვაზე და დაარღვიოს ძილი.
ოტოსან ბალზამის პლასტირი არის ადვილად გამოსაყენებელი პროდუქტი ცხვირის შეშუპების სიმპტომების შესამსუბუქებლად, ეთერზეთებისა და მცენარეული ექსტრაქტების სპეციალური ნაზავის წყალობით ბუნებრივი გზით და სწრაფად ამსუბუქებს ცხვირის შეშუპების სიმპტომებს.
- ამცირებს გაციების სიმპტომებს;
- აუმჯობესებს ჰაერის გამტარიანობას ცხვირის ნესტოებში;
- ამცირებს ხვრინვას ღამით, ძილის დროს;
- ერთი შეფუთვა შეიცავს არომათერაპიის ინდივიდუალურად შეფუთულ 7 (შვიდ) პლასტირს;
- განკუთვნილია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის 2+ წლიდან;
- არ შეიცავს ცხიმს და არ ტოვებს ლაქებს საგნებზე;
- არ დაიტანოთ პირდაპირ კანზე;
- არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.
ინგრედიენტები:
● შოტლანდიური ფიჭვის ეთერზეთი - ცნობილია თავისი უაღრესად არომატული ძალითა და ლორწოს გათხევადების მოქმედებით;
● პიტნის ეთერზეთი - გამაგრილებელი და არომატული ეფექტით;
● ევკალიპტის ეთერზეთი - მდიდარია აქროლადი კომპონენტებითა და სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზებისთვის;
● როზმარინის ეთერზეთები - გამოირჩევა ბალზამის თვისებებით და გამწმენდი მოქმედებით;
● ტკბილი ფორთოხლის ექსტრაქტი - არომათერაპიაში ცნობილია როგორც მოდუნების საშუალება და ხელს უწყობს მშვიდ ძილს.
რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:
გამოიყენება 2 წლიდან;
არ დაიტანოთ პლასტირი პირდაპირ კანზე, მოერიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. თუ გამოიყენებთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, აუცილებლად მიამაგრეთ პლასტირი ისეთ ადგილას, რომელსაც ბავშვი ვერ მიწვდება. არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.
პროდუქტის მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;
გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
გამოყენების წესები:
მარტივად დაიტანეთ პლასტირი თქვენს ტანსაცმელზე, მაგალითად, პიჟამოზე ან თქვენს ირგვლივ მდებარე საგნებზე (მაგ. საწოლი, სკამი, მაგიდა), რათა ისარგებლოთ მისი არომატული აქტიური ორთქლით, რომელიც ახდენს სასარგებლო ეფექტს პაკეტის გახსნიდან 8 საათის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
2 წლამდე ასაკის ბავშვები.
არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.
გვერდითიმოვლენები:
არ გააჩნია
შენახვისპირობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე 0-35°C-ს შორის შუალედში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.
გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.
შენახვისვადა:
60 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
OTOSAN SRL (იტალია);
მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY
ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.










