მაგნონორმი ჯენერიკონი365მგ#30ტ ხსნ
გააზიარე:
მაგნონორმი ჯენერიკონი 365 მგ ხსნადი ტაბლეტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: 342 მგ მაგნიუმის ოქსიდი და 670 მგ მაგნიუმის კარბონატი (შეესაბამება 365 მგ = 15 მმოლ მაგნიუმს) მაგნიუმის ციტრატი არის წყალხსნარში.
სხვა ინგრედიენტები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, კალიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმი საქარინი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლაიმის და ლიმონის არომატი.
გამოყენება
მაგნონორმი ჯენერიკონი365 მგ ხსნადი ტაბლეტები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს მაგნიუმს, მაგნიუმის ოქსიდის და მაგნიუმის კარბონატის ფორმით.
მაგნონორმი ჯენერიკონიგამოიყენება მაგნიუმის დეფიციტის ყველა ფორმის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს, რომლებიც არ საჭიროებს ინექციურ მკურნალობას.
უკუჩვენებები
მაგნონორმი ჯენერიკონის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
– ალერგია მაგნიუმის ოქსიდის, მაგნიუმის კარბონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
– თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები;
– ორგანიზმიდან სითხის ძლიერი დაკარგვა (დეჰიდრატაცია)
– მიდრეკილება საშარდე გზებში გარკვეული სახის კენჭების წარმოქმნისადმი (კალციუმის, მაგნიუმის, ამონიუმის ფოსფატის კენჭები).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევები. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მაგნონორმი ჯენერიკონის მიღებამდე, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში მაგნიუმის დაგროვება. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს სისხლში მაგნიუმის დონის რეგულარული კონტროლი.
ბავშვები და მოზარდები 14 წლამდე
მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო მაგნონორმი ჯენერიკონი არ გამოიყენება ბავშვებისა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და მაგნონორმი ჯენერიკონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ/იყენებთ, ბოლო პერიოდში იღებდით/იყენებდით ან შესაძლოა მიიღოთ/გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
დაცული უნდა იყოს 3-4 საათიანი ინტერვალი მაგნონორმი ჯენერიკონის და რკინის შემცველი პრეპარატების, ტეტრაციკლინების, ნატრიუმის ფტორიდის, ქლორპრომაზინის ან დიგოქსინის მიღებას შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
მაგნონორმი ჯენერიკონის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის დანიშნულებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
მაგნონორმი ჯენერიკონი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მაგნონორმი ჯენერიკონი შეიცავს კალიუმს და ნატრიუმს
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 2.5 მმოლ (ან 97.6 მგ) კალიუმს თითო დოზაზე. გასათვალისწინებელია თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტების ან კალიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებისათვის.
აღნიშნული პრეპარატის თითო ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 107 მგ ნატრიუმს (საკვები/სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი), რაც ექვივალენტურია ზრდასრულთათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური კვებითი მოხმარების 5%-ის.
მაგნონორმი ჯენერიკონი არ შეიცავს შაქარს და შესაბამისად მისაღებია დიაბეტით დაავადებულთათვის.
მაგნონორმი ჯენერიკონის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ხსნადი ტაბლეტი მთლიანად გახსენით ჭიქა წყალში და დალიეთ დაუყოვნებლივ. კვების წინ მიღება აუმჯობესებს ორგანიზმში შეწოვას.
თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზირება:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 1 ხსნადი ტაბლეტი დღეში ერთხელ,
მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
დოზის ფრთხილად შერჩევაა საჭირო თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). მაგნონორმი ჯენერიკონი 365 მგ ხსნადი ტაბლეტები არ მიიღება თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.
მაგნონორმი ჯენერიკონის ჭარბი დოზის მიღება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა) და შესაძლოა დაღლილობის მწვავე სიმპტომები. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
მაგნონორმი ჯენერიკონის მიღების გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნაკლებად ხშირი (100-დან 1 პაციენტში):
– განავლის დარბილება ან თუნდაც დიარეა (შეიძლება გამოსწორდეს დღიური დოზის შემცირებით ან დროებით შეწყვეტით).
იშვიათი (1,000-დან 1 პაციენტში):
- დაღლილობის სიმპტომები, მაღალი დოზების და ხანგრძლივად გამოყენებისას. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სისხლში უკვე მიღწეულია მაგნიუმის მომატებული კონცენტრაცია.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ მომვლენასაც, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული. ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ სახელმწიფო სისტემის მეშვეობით:
ავსტრია:
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა, ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებგვერდი: http://www.basg.gv.at/
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
მაგნონორმი ჯენერიკონის შენახვის პირობები
შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში, რათა დაიცვათ შიგთავსი ტენისგან.
თავსახური შეიცავს დესიკანტი სილიციუმის გელს, რომელიც ხსნად ტაბლეტებს იცავს ჰაერის ტენიანობისგან.
დესიკანტის შემთხვევით მიღება, თუნდაც მცირეწლოვანი ბავშვების მიერ, უსაფრთხოა და არ საჭიროებს ზომების მიღებას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე და ტუბის ძირზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
ხსნადი ტაბლეტები.
თეთრი ტაბლეტები გლუვი ზედაპირით.
ხსნადი ტაბლეტები მოთავსებულია პლასტმასის ტუბებში, 20 და 2 x 15 ტაბლეტი.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ბაზარზე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ჯენერიკონ ფარმა გესელშაფტი მ.ბ.ჰ (Genericon Pharma Gesellschaft m.b.H.)
A-8054 გრაცი
ელ-ფოსტა: [email protected]
MA-No.: 1-22370