ვაკო–მწერების (კოღო,რწყილი,ტკიპი) საწინააღმდეგო სპრეი, საბავშვო, 1 წლიდან, 80 მლ
გააზიარე:
ვაკო ქიდსი კოღოების, ტკიპების, ქინქლის საწინააღმდეგო სპრეი
გამოყენების ინსტრუქცია:
შეისხურეთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება სხეულის დაუფარავ, დაუცველ ნაწილზე მინიმუმ 15-20 სმ-ის მანძილიდან. დამცავი ეფექტი გრძელდება 5 საათამდე. სახეზე და კისერზე წასმის შემთხვევაში, შეისხურეთ ხელისგულზე და შემდეგ ნაზად შეიზილეთ. არ გამოიყენოთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე და ლორწოვან გარსებზე. მოერიდეთ შესხურებული პროდუქტის პირდაპირ ჩასუნთქვას. გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. გამოიყენეთ კარგად ვენტილირებად ადგილებში. მოერიდეთ პროდუქტის კონტაქტს სინთეტიკურ მასალასთან.
გამოიყენება დღეში მაქსიმუმ სამჯერ 12 წელზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში.
გამოიყენება დღეში 2-ჯერ 2-დან 12 წლამდე ბავშვებში.
გამოიყენება დღეში ერთხელ 1-2 წლის ბავშვებში.
1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტის გამოყენება ხდება მოზრდილების მიერ.