
აზიმაკი 200მგ/5მლ 30მლ სუსპ
გააზიარე:
აზიმაკი
1. პრეპარატის დასახელება
აზიმაკი
AZIMAC
2.შემადგენლობა
200 მგ/5 მლ ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერება: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 209.6 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატს, რაც 200.00 მგ აზითრომიცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
3.ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად.
თეთრი ფერის, ალუბლის გემოს მქონე, ჰომოგენური, ჩანართებისგან თავისუფალი გრანულები, რომლებიც წყალში გახსნის შემდეგ წარმოქმნის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზიას.
4.კლინიკური მახასითებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
აზიმაკი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, ბრონქიტის, S. pneumonia და H. Influenza-თი გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციების (მაგ., როგორიცაა პნევმონია), კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, მწვავე შუა ოტიტის და ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციების სამკურნალოდ, სინუსიტების ჩათვლით.
იგი გამოიყენება Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში.
აზიმაკი ნაჩვენებია Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებელი გენიტალური ინფექციების დროს. გარდა ამისა, აზიმაკი გამოიყენება Haemophilus ducreyi-ით განპირობებული რბილი ქსოვილების დაზიანებების და Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული გაურთულებელი გენიტალური ინფექციების სამკურნალოდ, თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხული უნდა იქნას Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექცია.
4.2. მიღების წესი და დოზირება
აზიმაკი მიიღება დღეში ერთხელ.
მოზრდილები
Chlamydia trachomatis, Haemophilus ducreyi ან მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული, სქესობრივად გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს დოზა შეადგენს 1000 მგ-ს. პრეპარატის მიღება ხდება ერთჯერადად, პერორალურად.
S. pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ აზიმაკი ინიშნება 5 დღის განმავლობაში, პირველ დღეს - 500 მგ დღეში და შემდეგ 250 მგ დღეში მე-2-დან მე-5 დღის განმავლობაში.
ყველა სხვა შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება დოზით 1500 მგ, ანუ დღეში 500 მგ 3 დღის განმავლობაში.
მიღების წესი:
პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვა ინფექციების მიხედვით მოცემულია ქვემოთ. სუსპენზიის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად.
სუსპენზიის მომზადება:
შეანჯღრიეთ ფხვნილიანი ბოთლი. დაამატეთ 15 მლ გადადუღებული და გაციებული წყალი და შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აზითრომიცინს. შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი მიღების წინ.
სუსპენზია შეგიძლიათ მიიღოთ 5 მლ დანაყოფებიანი სპეციალური შპრიცით, რომელიც დაყოფილია 0.10 მლ ზომის ინტერვალებად.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისთვის
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 10-80 მლ/წთ) მქონე პაციენტები არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის კორექციას. სიფრთხილეა საჭირო აზითრომიცინის გამოყენებისას თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი ≥10 მლ/წთ) მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები” და პუნქტი 5.2. “ფარმაკოკინეტიკა”).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში დასაშვებია იგივე დოზების დანიშვნა, რაც ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ვინაიდან აზითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველით, მისი გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს. ასეთი პაციენტებში აზითრომიცინის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა (იხ. პუნქტი 4.4. „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები”).
პედიატრიული პოპულაცია:
45 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილთა დოზა. ფარინგიტის/ტონზილიტის გარდა, ყველა სხვა მკურნალობის შემთხვევაში, პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა სრულად შედგენს 1500 მგ-ს 3 დღის განმავლობაში (ანუ, 500 მგ-ს დღეში ერთხელ).
სტრეპტოკოკული ფარინგიტის გარდა, ბავშვებში საერთო დოზა შეადგენს 30 მგ/კგ, ანუ - ერთჯერადი დღიური დოზა არის 10 მგ/კგ, 3 დღის განმავლობაში ან 10 მგ/კგ პირველ დღეს და შემდეგ 5 მგ/კგ მე-2-დან მე-5 დღის განმავლობაში, სულ 5 დღიანი კურსის დროს.
ყურის მწვავე ინფექციის (შუა ყურის მწვავე ოტიტი) დროს შესაძლებელია ერთჯერადად 30 მგ/კგ დოზის დანიშვნა.
სხეულის მასა (კგ)) |
მიიღება დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში |
მიიღება დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში |
საერთო დოზა |
||
დღე 1 |
დღე 2 და 3 |
დღე 1 |
2-5 დღე |
||
<15 კგ |
2.5 მლ (100 მგ) |
2.5 მლ (100 მგ) |
2.5 მლ (100 მგ) |
1.25 მლ (50 მგ) |
30 მგ/კგ |
15-25 კგ |
5 მლ (200 მგ) |
5 მლ (200 მგ) |
5 მლ (200 მგ) |
2.5 მლ (100 მგ) |
600 მგ |
26-35 კგ |
7.5 მლ (300 მგ) |
7.5 მლ (300 მგ) |
7.5 მლ (300 მგ) |
3.75 მლ (150 მგ) |
900 მგ |
36-45 კგ |
10 მლ (400 მგ) |
10 მლ (400 მგ) |
10 მლ (400 მგ) |
5 მლ (200 მგ) |
1200 მგ |
>45 კგ |
მოზრდილის დოზა |
ვინაიდან 6 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში აზითრომიცინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის მკურნალობა დოზირების კუთხით წარმოადგენს გამონაკლისს, კერძოდ: Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის მკურნალობის დროს აზითრომიცინი ბავშვებში ეფექტურია დოზით 10 მგ/კგ ან 20 მგ/კგ 3 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 500 მგ-ისა დღე-ღამეში. ორივე დოზირების შემთხვევაში აღინიშნებოდა შედარებითი კლინიკური ეფექტი, თუმცა ბაქტერიის ერადიკაცია მეტად მნიშვნელოვანი იყო 20 მგ/კგ დღიური დოზის გამოყენებისას. აღსანიშნავია, რომ Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტის და შემდგომი რევმატიული ცხელების დროს პირველადი არჩევის სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს პენიცილინი.
გერიატრიული პოპულაცია:
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების სქემა მოზრდილების მსგავსია.
4.3. უკუჩვენება
აზიმაკი უკუნაჩვენებია აზითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის, ასევე პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტების, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1. “დამხმარე ნივთიერებები”, მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ისევე, როგორც ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების გამოყენებისას, იყო შეტყობინებები იშვიათი სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შესახებ ანგიონევროზული შეშუპების და ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით (იშვიათად ლეტალური დასასრულით). ზოგიერთი რეაქცია, რომელიც განვითარდა აზითრომიცინის გამოყენებისას, ხასითდებოდა რეციდიული მიმდინარეობით და საჭიროებდა ხანგრძლივ მკურნალობას და დაკვირვებას.
ვინაიდან აზითრომიცინი ძირითადად გამოყოფა ღვიძლით, აზითრომიცინის გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით. აღწერილია ფულმინანტური ჰეპატიტის შემთხვევები, როდესაც აზითრომიცინის გამოყენებისას ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.8.). შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ღვიძლის დაავადება ან ღებულობდა სხვა ჰეპატოტოქსიკურ პრეპარატებს.
იმ შემთხვევაში, როდესაც ვლინდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა სწრაფად განვითარებადი ასთენია სიყვითლით, მუქი ფერის შარდით, სისხლდენისკენ მიდრეკილებით ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განხორცილედეს ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერგოტის წარმოებულებს, ერგოტიზმი განვითარდა ზოგიერთი მაკროლიდური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღებისას. მონაცემები ერგოტის და აზითრომიცინის შორის ურთიერთქმედების შესახებ არ არსებობს, თუმცა ერგოტიზმის განვითარების თეორიული შესაძლებლობის გამო, მათი ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში, რეკომენდებულია არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (სოკოების ჩათვლით) გამოწვეული სუპერინფექციის ნიშნებზე დაკვირვება.
Clostridium difficile-თი გამოწვეული დიარეის (CDAD) შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა აზითრომიცინის ჩათვლით თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ საშუალებების გამოყენებისას, შეიძლება განსხვავდებოდეს მიმდინარეობით დიარეის მსუბუქი ფორმიდან ლეტალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე, რაც იწვევს C. difficile-ს ზრდას.
C. difficile გამოყოფს A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. C. difficile-ის ჰიპერტოქსინის გამომწვევი შტამები ზრდის ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რადგან ასეთი ინფექციები შეიძლება იყოს რეზისტენტული ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ და საჭიროებდეს კოლექტომიას. CDAD-ის განვითარების რისკი გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პაციენტში, რომლებსაც აქვთ დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. საჭიროა ანამნეზის ზედმიწევნით შესწავლა, რადგან CDAD-ის განვითარების შემთხვევები დაფიქსირდა ანტიბიოტიკის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში.
თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <10 მლ/წთ), აღინიშნა აზითრომიცინის სისტემური ზემოქმედების 33%-იანი ზრდა.
მაკროლიდებით, აზითრომიცინის ჩათვლით, მკურნალობისას იზრდება გულის პარკუჭების რეპოლარიზაცია და QT ინტერვალი, რაც იწვევს გულის არითმიის და “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკს. ამრიგად, ვინაიდან ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს შეიძლება გაიზარდოს პარკუჭოვანი არითმიის (მათ შორის “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის) რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება, აზითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პროარითმული მდგომარეობების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალებში და ხანდაზმულებში), კერძოდ:
• QT ინტერვალის თანდაყოლილი ან დადასტურებული გახანგრძლივების დროს;
• მიმდინარე მკურნალობისას სხვა პრეპარატებით, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, როგორიცაა IA კლასი (ქინიდინი და პროკაინამიდი) და III კლასის ანტიარითმული საშუალებები (დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი), ციზაპრიდი და ტერფენადინი; ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა პიმოზიდი; ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ციტალოპრამი; ფტორქინოლონები, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი;
• ელექტროლიტური დისბალანსის დროს, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის შემთხვევაში;
• კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდიის, გულის არითმიის ან გულის მძიმე უკმარისობის დროს.
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ აზითრომიცინით აღენიშნებოდათ მიასთენია გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის განვითარება (იხ. პუნქტი 4.8.).
ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა Mycobacterium avium კომპლექსის ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის დადგენილი არ არის.
აზითრომიცინის დანიშვნამდე გაითვალისწინეთ შემდეგი:
აზითრომიცინი, ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად, არ გამოიყენება მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც უმოკლეს დროში საჭიროა სისხლში ანტიბიოტიკის მაღალი კონცენტრაციის მიღება.
აზითრომიცინი არ არის საუკეთესო ვარიანტი ინფექციების ემპირიული მკურნალობისთვის იმ ადგილებში, სადაც რეზისტენტული შტამების გავრცელება შეადგენს 10%-ს ან მეტს (იხ. პუნქტი 5.1.).
ერითრომიცინის მიმართ მაღალი რეზისტენტობის მქონე ადგილებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზითრომიცინის და სხვა ანტიბიოტიკების მიმართ რაიმე სახის მგრძნობელობის ფორმირების გათვალისწინება.
რაც შეეხება სხვა მაკროლიდებს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არის Streptococcus pneumoniae-ს რეზისტენტობის მაღალი დონე (>30%) და ეს გასათვალისწინებელია Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას (იხ. პუნქტი 5.1.).
ფარინგიტი / ტონზილიტი
აზითრომიცინი არ არის პირველი რიგის არჩევანი Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ფარინგიტისა და ტონზილიტის მკურნალობის დროს. ამ დაავადებების სამკურნალოდ და მწვავე რევმატიული ცხელების პროფილაქტიკისთვის ყველაზე მეტად პენიცილინს ანიჭებენ უპირატესობას.
სინუსიტი
აზითრომიცინი ხშირად არ არის პირველი რიგის არჩევანი სინუსიტის სამკურნალოდ.
მწვავე შუა ოტიტი.
აზითრომიცინი ხშირად არ არის პირველი რიგის არჩევანი მწვავე შუა ოტიტის სამკურნალოდ.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
რბილი ქსოვილების ინფექციების ძირითადი გამომწვევი მიკროორგანიზმი Staphylococcus aureus ხშირად მდგრადია აზითრომიცინის მიმართ. შესაბამისად, ანტიბიოტიკების მგრძნობელობის ტესტი ითვლება რბილი ქსოვილების ინფექციების აზითრომიცინით მკურნალობის დაწყების წინაპირობად.
დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობები
აზითრომიცინი არ გამოიყენება დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევაში აუცილებელია T. palladium-ით გამოწვეული თანმხლები ინფექციის გამორიცხვა.
ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებები
აზითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებში.
საქაროზის შემცველობა
ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემების მქონე პაციენტებმა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომით ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი, ვინაიდან იგი შეიცავს საქაროზას.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს, რაც გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის შემცველობის კონტროლით.
4.5.ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება
ანტაციდები
აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე ანტაციდების ერთდროული გამოყენების ეფექტის შესწავლისას, ზოგადად, ბიოშეღწევადობაში ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა შრატში პრეპარატების მაქსიმალური კონცენტრაცია შემცირდა დაახლოებით 25%-ით. აზითრომიცინით და ანტაციდური პრეპარატებით მკურნალობისას, მათი ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული.
ცეტირიზინი
ჯანმრთელ მოხალისეებში აზითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ 5 დღის განმავლობაში ცეტირიზინის 20 მგ-თან წონასწორულ მდგომარეობაში არ გამოიწვია ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება QT-ინტერვალთან მიმართებაში.
დიდანოზინი
აზითრომიცინის 1200 მგ დღიური დოზის ერთდროული გამოყენებისას 400 მგ/დღეში დიდანოზინთან ერთად 6 აივ-ინფიცირებულ სუბიექტში არ ახდენდა გავლენას დიდანოზინის ფარმაკოკინეტიკაზე წონასწორულ მდგომარეობაში პლაცებოსთან შედარებით.
დიგოქსინი
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა, რომ გარკვეული მაკროლიდური ანტიბიოტიკები აფერხებენ დიგოქსინის მეტაბოლიზმს ნაწლავში. ამიტომ აზითრომიცინის, აზალიდური ანტიბიოტიკისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენების დროს გასათვლისწინებელია დიგოქსინის კონცენტრაციის გაზრდის შესაძლებლობა და მისი შემცველობის მონიტორინგის აუცილებლობა.
ზიდოვუდინი
ერთჯერადი 1000 მგ და მრავალჯერადი 1200 ან 600 მგ აზითრომიცინის დოზები არ მოქმედებს პლაზმურ ფარმაკოკინეტიკაზე და ზიდოვუდინის ან მისი გლუკურონის მეტაბოლიტების შარდში გამოყოფაზე. თუმცა, აზითრომიცინის მიღება ზრდის ფოსფორილირებული ზიდოვუდინის - კლინიკურად აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციას პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მონონუკლეარულ უჯრედებში. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა არ არის ცნობილი, მაგრამ შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტებისთვის.
აზითრომიცინი მნიშვნელოვნად არ ურთიერთქმედებს ციტოქრომ P450 სისტემის ღვიძლის ფერმენტებთან. ის არ ექვემდებარება ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებებს, როგორც ერითრომიცინი და სხვა მაკროლიდები. აზითრომიცინის შემთხვევაში ღვიძლის ციტოქრომ P450-ის ინდუქცია ან ციტოქრომის კომპლექსის მეტაბოლიტების ინაქტივაცია არ შეინიშნება.
ჭვავის რქის წარმოებულები
ერგოტიზმის თეორიული შესაძლებლობის გამო, აზითრომიცინი არ უნდა იქნას მიღებული ერგოტის წარმოებულებთან ერთად.
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა აზითრომიცინზე და იმ პრეპარატებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ციტოქრომ P450-ით განპირობებულ მეტაბოლიზმს.
ატორვასტატინი
ატორვასტატინის (10 მგ დღეში) და აზითრომიცინის (500 მგ დღეში) ერთდროული მიღება არ მოქმედებს ატორვასტატინის კონცენტრაციაზე პლაზმაში (ჰიდროქსიმეთილგლუტარილ კოენზიმ A-რედუქტაზას (Hmg-CoA რედუქტაზა) ინჰიბირების ანალიზის მიხედვით).
კარბამაზეპინი
ჯანმრთელ მოხალისეებში ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, აზითრომიცინის ერთდროული მიღება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა პლაზმაში კარბამაზეპინის ან მისი აქტიური მეტაბოლიტების შემცველობაზე.
ციმეტიდინი
ფარმაკოკინეტიკური კვლევისას ციმეტიდინის ერთჯერადი დოზის ეფექტთან დაკავშირებით, რომელსაც იღებდნენ აზითრომიცინის მიღებამდე 2 საათით ადრე, აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ დაფიქსირდა.
კუმარინის მსგავსი პერორალური ანტიკოაგულანტები
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში, აზითრომიცინი არ ახდენდა ზეგავლენას ჯანმრთელ მოხალისეებში ვარფარინის 15 მგ ერთჯერადი დოზის ანტიკოაგულანტულ ეფექტზე. პოსტმარკეტინგულ პერიოდში აზითრომიცინისა და კუმარინის მსგავსი პერორალური ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სისხლდენის გაზრდილი ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის, ყურადღება უნდა მიექცეს პროთრომბინის დროის მონიტორინგის სიხშირეს აზითრომიცინის და კუმარინის მსგავსი ორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას.
ციკლოსპორინი
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, რომლებიც იღებდნენ აზითრომიცინის 500 მგ/კგ პერორალურ დოზას 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ციკლოსპორინის ერთჯერად 10 მგ/კგ პერორალურ დოზას, ციკლოსპორინის Cmax და AUC0-5 მნიშვნელოვნად გაიზარდა (24%-ით და 21% შესაბამისად), თუმცა, არ იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები AUC0-∞-ში. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატების ერთდროული მიღების დაწყებამდე თერაპიული ვითარება გულდასმით უნდა შეფასდეს. თუ კომბინირებული მკურნალობა ჩაითვლება მიზანშეწონილად, აუცილებელი იქნება ციკლოსპორინის დონის ინტენსიური მონიტორინგი და დოზის შესაბამისი კორექტირება.
ეფავირენცი
აზითრომიცინის 600 მგ ერთჯერადი დოზის და 400 მგ ეფავირენცის ერთდროულმა მიღებამ დღეში 7 დღის განმავლობაში არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
ფლუკონაზოლი
აზითრომიცინის 1200 მგ ერთჯერადი დოზის და ფლუკონაზოლის 800 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროული მიღება არ ახდენდა გავლენას ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე. აზითრომიცინის მთლიანი ექსპოზიცია და ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა ფლუკონაზოლის მიღების შედეგად, თუმცა, დაფიქსირდა აზითრომიცინის Cmax-ის კლინიკურად უმნიშვნელო შემცირება (18%).
ინდინავირი
1200 მგ აზითრომიცინის ერთჯერადი დოზის ერთდროული გამოყენება არ ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ინდინავირის ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც მიიღება 800 მგ დოზით 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში.
მეთილპრედნიზოლონი
ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში აზითრომიცინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა მეთილპრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.
მიდაზოლამი
ჯანმრთელ მოხალისეებში აზითრომიცინის 500 მგ/დღეში 3 დღის განმავლობაში ერთდროულმა მიღებამ მიდაზოლამთან არ გამოიწვია კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები მიდაზოლამის 15 მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაში.
ნელფინავირი
აზითრომიცინის (1200 მგ) და ნელფინავირის ერთდროულმა მიღებამ წონასწორულ მდგომარეობაში (750 მგ სამჯერ დღეში) გამოიწვია აზითრომიცინის კონცენტრაციის გაზრდა. კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
რიფაბუტინი
აზითრომიცინის და რიფაბუტინის ერთდროული გამოყენებისას ამ პრეპარატების პლაზმურ კონცენტრაციაზე ზემოქმედება არ აღინიშნება. ნეიტროპენია აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ აზითრომიცინს და რიფაბუტინს. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტროპენია ასოცირებული იყო რიფაბუტინის გამოყენებასთან, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აზითრომიცინთან ერთდროულ გამოყენებასას არ არის დადგენილი.
სილდენაფილი
ნორმალურ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში, არ აღინიშნებოდა აზითრომიცინის (500 მგ დღეში 3 დღის განმავლობაში) ეფექტი სილდენაფილის ან მისი ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტის AUC-ზე და Cmax-ზე.
ტერფენადინი
ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს არ აღინიშნებოდა ურთიერთქმედება აზითრომიცინსა და ტერფენადინს შორის. აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როდესაც ასეთი ურთიერთქმედების ალბათობა სრულად არ არის გამორიცხული, თუმცა ამის შესაბამისი მტკიცებულება არ მოიპოვება.
თეოფილინი
აზითრომიცინი არ ახდენდა გავლენას თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე აზითრომიცინისა და თეოფილინის ერთდროულად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში.
ტრიაზოლამი
14 ჯანმრთელ მოხალისეში აზითრომიცინის ერთდროული მიღება შემდეგი სქემის მიხედვით: 500 მგ პირველ დღეს და 250 მგ მეორე დღეს 0.125 მგ ტრიაზოლამთან ერთად - მნიშვნელოვნად არ ახდენდა გავლენას ტრიაზოლამის არცერთ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრზე ტრიაზოლამთან და პლაცებოსთან შედარებით.
ტრიმეტოპრიმი / სულფამეთოქსაზოლი
ტრიმეტოპრიმის / სულფამეთოქსაზოლის DS (160 მგ / 800 მგ) (7 დღის განმავლობაში) და აზითრომიცინის 1200 მგ მე-7 დღეს ერთდროული გამოყენება არ ახდენდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ტრიმეტოპრიმის ან სულფამეთოქსაზოლის პიკურ კონცენტრაციებზე, კუმულაციურ ექსპოზიციაზე ან შარდში ექსკრეციაზე. შრატში აზითრომიცინის კონცენტრაცია იყო იგივე, რაც სხვა კვლევებში.
4.6.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
შესაბამისი მონაცემები ორსულებში აზითრომიცინის გამოყენებასთან დაკავშირებით არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში დადგინდა, რომ აზითრომიცინი გადის პლაცენტას, მაგრამ არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ნაყოფზე. ორსულობის დროს აზითრომიცინის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული, ამიტომ, აზითრომიცინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების შედეგად მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
აზითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ არ არსებობს მეძუძურ ქალებში ჩატარებული შესაბამისი და კარგად კონტროლირებადი კვლევები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია აზითრომიცინის დედის რძეში გამოყოფის ფარმაკოკინეტიკის დახასიათება.
ფერტილობა
ვირთაგვებში ნაყოფიერების კვლევებში დაფიქსირდა ორსულობის სიხშირის შემცირება აზითრომიცინის მიღების შემდეგ. ამ აღმოჩენის მნიშვნელობა ადამიანებთან მიმართებაში უცნობია.
4.7.ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აზითრომიცინს შეუძლია გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
4.8.შესაძლო გვერდითი მოვლენები
აზითრომიცინი კარგად გადაიტანება და ხასიათდება გვერდითი მოვლენების დაბალი სიხშირით.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლენილია კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგად, ორგანოთა სისტემის კლასისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით. გვერდითი რეაქციები, რომლებიც გამოვლენილია პოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგად, მონიშნულია დახრილი შრიფტით. გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სიმძიმის კლების თანმიმდევრობით.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აზითრომიცინის მიღებასთან, კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგების მიხედვით:
ინფექციები და ინვაზიები
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
კანდიდოზი, პირის ღრუს კანდიდოზი, ვაგინალური ინფექციები.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ. პუნქტი 4.4.).
სისხლის სურათის და ლიმფური სისტემის მხრივ
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ანაფილაქსიური რეაქცია (იხ. პუნქტი 4.4.).
მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ანორექსია.
ფსიქიკის მხრივ
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ნევროზულობა.
იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
აჟიტირება.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
აგრესიულობა, შფოთვა.
ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, დისგევზია.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ჰიპესთეზია, ძილიანობა, უძილობა.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
სინკოპე, კრუნჩხვები, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგზუზია, პაროსმია, მიასთენია გრავისი (იხ. პუნქტი 4.4.).
მხედველობის ორგანოს მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
მხედველობის დარღვევა.
სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
სმენის დაქვეითება.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
სმენის დაზიანება, ტინიტუსი.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ვერტიგო.
გულის მხრივ
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
პალპიტაცია.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
“პირუეტის” ტიპის ტაქიკარდია (იხ. პუნქტი 4.4.), არითმია (იხ. პუნქტი 4.4.) პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
სისხლძარღვების მხრივ
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ჰიპოტენზია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ძალიან ხშირად (≥1/10)
დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი.
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ღებინება, დისპეფსია.
არახშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
გასტრიტი, შეკრულობა.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ჰეპატიტი.
იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პუნქტი 4.4.), რომელიც იშვიათად არის ლეტალური, ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ქოლესტაზური სიყვითლე.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ქავილი და გამონაყარი.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ფოტომგრძნობელობის რექციები, ურტიკარია.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა.
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ართრალგია.
თირკმლის და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი.
ზოგადი დარღვევები და რექციები შეყვანის ადგილას
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
დაღლილობა.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ტკივილი გულმკერდის არეში, შეშუპება, ზოგადი სისუსტე, ასთენია.
გამოკვლევების მხრივ
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე)
ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, სისხლის ბიკარბონატების შემცირება.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას, ალანინ-ამინოტრანსფერაზას დონის მატება, სისხლის ბილირუბუნის, შარდოვანას, კრეატინინის, კალიუმის დონის მატება.
უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით)
ელექტროკარდიოგრამაზე გახანგრძლივებული QT ინტერვალი (იხ. პუნქტი 4.4.)
4.9.ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შედეგად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო ისეთივე, როგორიც აღინიშნებოდა პრეპარატის ნორმალური დოზებით მიღებისას. მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჭარბი დოზირების ტიპიური სიმპტომებია: სმენის შექცევადი დაქვეითება, ძლიერი გულისრევა, ღებინება, დიარეა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება, სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის ჩატარება.
5.ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1.ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები;
ათქ კოდი: J01FA10.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
აზითრომიცინი არის მაკროლიდური ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება აზალიდების ჯგუფს. მოლეკულა წარმოიქმნება ერითრომიცინი A-ს ლაქტონურ რგოლში აზოტის ატომის დამატების შედეგად. აზითრომიცინის ქიმიური დასახელება: 9-დეოქსი-9ა-აზა-9ა-მეთილ-9ა- ჰომოერითრომიცინი A. მოლეკულური წონა: 749.0. აზითრომიცინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვასთან რიბოზომების 50S-ქვეგანყოფილებასთან შეკავშირების და პეპტიდების ტრანსლოკაციების ინჰიბირების ხარჯზე.
რეზისტენტობის მექანიზმი
აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. არსებობს ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობის სამი ძირითადი მექანიზმი: მოქმედების სამიზნე ადგილის ცვლილება, ანტიბიოტიკის ტრანსპორტირების ცვლილება და ანტიბიოტიკის მოდიფიკაცია.
სრული ჯვარედინი რეზისტენტობა არსებობს Streptococcus pneumoniae-ს, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს, Enterococcus faecalis-სა და Staphylococcus aureus-ს შორის, მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ის (MRSA) ჩათვლით, ერითრომიცინის, აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების და ლინკოზამიდების მიმართ.
ზღვრული მნიშვნელობები
აზითრომიცინის მიმართ ტიპიური ბაქტერიული პათოგენების მგრძნობელობის ზღვრული მნიშვნელობები:
• მგრძნობიარე ≤ 2 მგ/ლ; რეზისტენტული ≥ 8 მგ/ლ
• Haemophilus spp.: მგრძნობიარე ≤ 4 მგ/ლ
• Streptococcus pneumoniae და Streptococcus pyogenes
• მგრძნობიარე ≤ 0,5 მგ/ლ; რეზისტენტული ≥ 2 მგ/ლ
მგრძნობელობა
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება სხვადასხვა სახეობებისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობისა და დროის მიხედვით, ამიტომ საჭიროა რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ცოდნა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო იყოს ექსპერტის რჩევა, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ წამლის ეფექტურობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციების მკურნალობაში საეჭვოა.
აზითრომიცინის ანტიბაქტერიული სპექტრი
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები |
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები |
Staphylococcus aureus meticilin-მგრძნობიარე |
Streptococcus pneumoniae penicilin-მგრძნობიარე |
Streptococcus pyogenes (ჯგუფი A) |
ანაერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები |
Haemophilus influenzae Haemophilus parainfluenzae |
Legionella pneumophila |
Moraxella catarrhalis |
Pasteurella multocida |
ანაერობული მიკროორგანიზმები |
Clostridium perfringens |
Fusobacterium spp. |
Prevotella spp. |
Porphyromonas spp. |
სხვა მიკროორგანიზმები |
Chlamydia trachomatis |
სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება იყოს პრობლემა |
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები |
Streptococcus pneumoniae Penicillin-intermediate Penicillin-resistant |
თანდაყოლილი რეზისტენტობის მქონე ორგანიზმები |
აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები |
Enterococcus faecalis |
Staphylococci MRSA, MRSE* |
ანაერობული მიკროორგანიზმები |
Bacteroides fragilis jgufi |
* მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ს აქვს შეძენილი მაკროლიდური რეზისტენტობის ძალიან მაღალი გავრცელება და აღწერილია აქ აზითრომიცინის მიმართ იშვიათი მგრძნობელობის გამო.
5.2. ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების შემდეგ დაახლოებით 37%-ს შეადგენს. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
განაწილება
პერორალური მიღების შემდეგ აზითრომიცინი ნაწილდება მთელ სხეულში. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აზითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში მნიშვნელოვნად მაღალია (50-ჯერ), ვიდრე სისხლის პლაზმაში, რაც მიუთითებს პრეპარატის ძლიერ შეკავშირებაზე ქსოვილებთან.
კონცენტრაცია დაავადებულ ქსოვილებში, მაგალითად ფილტვები, ნუშისებრ ჯირკვალში და პროსტატაში, 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ყველაზე მეტად გავრცელებული MRC90 პათოგენების.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება დამოკიდებულია აზითრომიცინის პლაზმურ კონცენტრაციაზე და მერყეობს 12%-დან 52%-მდე პლაზმაში 0.5 მგ/მლ-ის და 0.05 მგ/მლ კონცენტრაციების შესაბამისად. განაწილების მოცულობა სტაბილურ მდგომარეობაში (VVSS) შეადგენს 31.1 ლ/კგ.
გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) სრულად ასახავს ქსოვილებიდან T1/2-ს 2-4 დღის განმავლობაში.
აზითრომიცინის დოზის დაახლოებით 12% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით მომდევნო 3 დღის განმავლობაში. უცვლელი აზითრომიცინის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ადამიანის ნაღველში. ასევე, ნაღველში გამოვლინდა 10 მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნა N- და O-დემეთილირებით, დეზოზამინისა და აგლიკონის რგოლების ჰიდროქსილირებით და კონიუგატი კლადინოზის დაშლით. თხევადი ქრომატოგრაფიისა და მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგების შედარებამ აჩვენა, რომ აზითრომიცინის მეტაბოლიტები არ არის მიკრობიოლოგიურად აქტიური.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში აზითრომიცინის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა ფაგოციტებში. ასევე აღმოჩნდა, რომ აქტიური ფაგოციტოზის დროს აზითრომიცინის უფრო მაღალი კონცენტრაცია გამოიყოფა, ვიდრე პასიური ფაგოციტოზის დროს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს აზითრომიცინის დაგროვებას ინფიცირებულ ქსოვილებში.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში
თირკმლის უკმარისობა
აზითრომიცინის 1 გ ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ, საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) და AUC0-120 5.1% და 4.2%-ით გაიზარდა შესაბამისად თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 10-80 მლ/წთ) პაციენტებში თირკმლის ნორმალურ ფუნქციის მქონე (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე > 80 მლ/წთ) პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში Cmax და AUC0-120 გაიზარდა 61%-ით და 33%-ით, შესაბამისად, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არ იყო გამოხატული ცვლილებები აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაში ღვიძლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. ამ პაციენტებში, შარდით აზითრომიცინის გაზრდილი რაოდენობის გამოყოფა სავარაუდოდ ანაზღაურებს დაბალ ღვიძლისმიერ კლირენსს.
ხანდაზმული პაციენტები
აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ მამაკაცებში იგივეა, რაც ახალგაზრდა მოზრდილებში; თუმცა, ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა მაღალი პლაზმური კონცენტრაცია (ზრდა 30-50%), აზითრომიცინის მნიშვნელოვანი დაგროვება არ დაფიქსირებულა.
ჩვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები
ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იყო 4 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კაფსულებს, გრანულებს ან სუსპენზიებს. პირველ დღეს 10 მგ/კგ, შემდეგ 5 მგ/კგ 2-5 დღეებში მიღებისას, ჩმახ ოდნავ დაბალი იყო, ვიდრე მოზრდილებში, 224 მკგ/ლ 0.6-5 წლის ასაკის ბავშვებში 3 დღის მიღების შემდეგ და 383 მკგ/ლ 6-15 წლის ბავშვებისთვის. T1/2, რაც უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 36 საათს, იყო მოზრდილებისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი ნორმის ფარგლებში.
5.3.უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ფოსფოლიპიდოზი (ფოსფოლიპიდების უჯრედშიდა დაგროვება) დაფიქსირდა რამდენიმე ქსოვილში (მაგ. თვალი, ზურგის ტვინის განგლიები, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, თირკმელები, ელენთა და/ან პანკრეასი) თაგვებში, ვირთხებში და ძაღლებში, რომლებმაც მიიღეს აზითრომიცინის მრავალჯერადი დოზა. ფოსფოლიპიდოზი დაფიქსირდა ანალოგიურად ახალშობილი ვირთხებისა და ძაღლების ქსოვილებში. აღნიშნული ეფექტი შექცევადია აზითრომიცინის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ აღმოჩენის მნიშვნელობა ცხოველებისა და ადამიანებისთვის უცნობია.
კანცეროგენული პოტენციალი
ცხოველებში გრძელვადიანი კვლევები კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად არ ჩატარებულა, რადგან პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ მოკლევადიანი მკურნალობისთვის და არ გამოვლენილა ნიშნები, რომლებიც მიუთითებდნენ კანცეროგენული მოქმედების არსებობაზე.
მუტაგენური პოტენციალი
In vivo და In vitro ტესტის მოდელებში მტკიცებულება გენეტიკური და ქრომოსომული მუტაციების პოტენციალის შესახებ არ გამოვლენილა.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ნივთიერების ემბრიოტოქსიური ეფექტების შესწავლის დროს ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, თაგვებსა და ვირთაგვებში ტერატოგენული ეფექტი არ დაფიქსირებულა. ვირთაგვებში, აზითრომიცინის 100 და 200 მგ/კგ სხეულის წონაზე დოზებმა/დღეში გამოიწვია ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბების ზომიერი შეფერხება და დედის წონის მომატება. პერი- და პოსტნატალურ კვლევებში ვირთაგვებში, დაფიქსირდა ზრდაში ზომიერი ჩამორჩენა აზითრომიცინის 50 მგ/კგ/დღეში და მეტი დოზით მკურნალობის შემდეგ.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებები
საქაროზა, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის ფისი, ალუბლის არომატი, ბანანის არომატი.
6.2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი.
6.3. ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოიყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:
ნუ გამოიყენებთ აზიმაკს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ აზიმაკი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.
6.4. შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. მზა ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 5 დღის განმავლობაში.
6.5.შეფუთვა
აზიმაკი, 200 მგ/5 მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, წარმოდგენილია 60 მლ ბუნებრივი, მაღალი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში.
ბოთლი დოზირებულ შპრიცთან და ანოტაციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
7.სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd.,
საქართველო
მწარმოებელი
World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.,
თურქეთი.