ოპრეგა #30კაფს
გააზიარე:
ოპრეგა
oprega
საკვები დანამატი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) (თევზის ცხიმი 10/45), ვიტამინი C, ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი), ვიტამინი E, რკინა, თუთია, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), მაგნიუმის ოქსიდი, ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი), ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) (ბეტა-კაროტინი), სპილენძი, ფოლიუმის მჟავის აქტიური ფორმა (კალციუმ-L-მეთილფოლატი), სელენი, ვიტამინი B7 (ბიოტინი), ვიტამინი D3, ვიტამინი B12, ჟელატინი, შესქელებული გლიცერინი, ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი, გაწმენდილი წყალი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, აგენტი ფუტკრის ცვილი, რაფინირებული სოიოს ზეთი, ემულგატორი სორბიტოლი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ღვინის მჟავა, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ალურა წითელი, იოდი, საღებავი ბრილიანტის ლურჯი FCF.
1 კაფსულა შეიცავს:
1. DHA (თევზის ცხიმი 10/45) 200.0 მგ
2. ჟელატინი 174, 227 მგ
3. გლიცერინი 74,669 მგ
4. ვიტამინი C 70.0 მგ
5. ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი 35.0 მგ
6. გაწმენდილი წყალი 30.0 მგ
7. სილიციუმის დიოქსიდი 25.0 მგ
8. ფუტკრის ცვილი 25.0 მგ
9. რაფინირებული სოიოს ზეთი 22,655 მგ
10. ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) 20.0 მგ
11. ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი) 20.0 მგ
12. სოიოს ლეციტინი 20.0 მგ
13. რკინა (რკინის ფუმარატი) 19.0 მგ
14. სორბიტოლი 70%, 16.593 მგ
15. თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი) 15.0 მგ
16. ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 10.0 მგ
17. მაგნიუმის ოქსიდი 8.0 მგ
18. ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი) 5.81 მგ
19. ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 3.0 მგ
20. ღვინის მჟავა 2.074 მგ
21. ტიტანის დიოქსიდი (E171) 2.074 მგ
22. ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 2.0 მგ
23. პროვიტამინი A (ბეტა-კაროტინი 30% დისპერსია) 2.0 მგ
24. სპილენძი (სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი) 1.0 მგ
25. ფოლიუმის მჟავის აქტიური ფორმა (კალციუმ-L-მეთილფოლატი) 400.00 მკგ
26. ალურა წითელი (E129) 0.353 მგ
27. იოდი (კალიუმის იოდიდი) 150.00 მკგ
28. ბრილიანტის ლურჯი FCF (E133) 0.010 მგ
29. სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 30.00 მკგ
30. ვიტამინი B7 (ბიოტინი) 30.00 მკგ
31. ვიტამინი D3 200.00 სე
32. ვიტამინი B12 (DCP ნარევი 1:1000) 6.00 მკგ
გამოშვების ფორმა
კაფსულები.
კაფსულის საერთო წონა: 1170.0 მგ (mg) ± 5.0%.
პროდუქტის ფუნქციური თვისებები
ოპრეგა კაფსულები არის აქტიური კომპლექსი ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არიან ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. იგი შეიცავს ომეგა-3-ს დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA) სახით, 12 ვიტამინს, მათ შორის აქტიურ ფოლატ L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატს და 5 მინერალს, მათ შორის იოდს.
ოპრეგა კაფსულების საკვები დანამატის შემადგენელი კომპონენტები ხელს უწყობს ქალის ორგანიზმის გაძლიერებას და ყოველდღიური კვების გამდიდრებას ვიტამინებითა და მინერალებით.
საკვები დანამატის შემადგენლობა შემუშავებულია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, არიან ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) – არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ომეგა-3 კლასს. ის შეუცვლელ როლს თამაშობს ბავშვის თავის ტვინისა და თვალის ბადურის განვითარებაში. დედის ორგანიზმში მისი ნაკლებობის გამო იზრდება ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის წონის დეფიციტის რისკი. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს DHA-ს საჭიროება, ნორმალურ ფიზიოლოგიურ საჭიროებასთან შედარებით, 2,5-ჯერ იზრდება.
L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი – არის ორგანული ნაერთი, რომელიც ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) ყველაზე ბიოლოგიურად აქტიური ფორმაა. ეს არის მე-3 თაობის აქტიური ფოლატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებასა და მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაში; მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეოტიდების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში; საჭიროა ერითროციტების და სხვა სისხლმბადი ელემენტების ფორმირებისთვის. ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ის ამცირებს ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების რისკს. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ კვირებში. ამ ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ორსულობის დაგეგმვის ეტაპზევე, ასევე ნაყოფის ტარების მთელი პერიოდის განმავლობაში.
იოდი – სასიცოცხლო მიკროელემენტია, რომელიც აუცილებელია დედის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობს ნაყოფის ტვინის ფორმირებისა და განვითარების პროცესში და პასუხისმგებელია მომავალში ბავშვის მეხსიერებაზე, სმენაზე, ინტელექტუალურ და მოტორულ შესაძლებლობებზე; არეგულირებს ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ენერგიის ცვლას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო ჯირკვლების და სარძევე ჯირკვლების აქტივობას, გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ორსულობის დროს ქალის იოდის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება.
ვიტამინი B12 – ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული ქსოვილის განვითარებას და სხვადასხვა სახის ანემიის პროფილაქტიკას (მაგალითად, ფოლატებთან ერთად მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში).
ვიტამინი D – ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეთვისებას, ასევე სისხლში, კბილებსა და ძვლებში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას. ის ხელს უშლის დედის ძვლოვანი მასის შემცირებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.
ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებს დაჟანგვისგან; მონაწილეობს ქსოვილების მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან პროცესებში, ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, დადებითად მოქმედებს ჩონჩხის კუნთების, გულისა და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებზე. ორსულობის ადრეულ პერიოდში E ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი.
რკინის ფუმარატი – ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების, ჰემოგლობინის და ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში და ქსოვილების სუნთქვას. რკინა ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს.
საკვები დანამატი ოპრეგა კაფსულების სწორად შერჩეული კომპონენტები უზრუნველყოფს ვიტამინ-მინერალური ელემენტების ძირითად ნაწილს ქალის ყოველდღიურ რაციონში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდში.
ოპრეგა კაფსულები მზადდება ნაწლავშიხსნადი კაფსულების Softgel სახით, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობის ზრდას და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
მიღების რეკომენდაციები
გამოიყენება კვების რაციონში საკვები დანამატის სახით, როგორც ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებითი წყარო, შემდეგი მიზმებისთვის:
– ორსულობის დაგეგმვა;
– ორსულთა ტოქსიკოზის პროფილაქტიკა;
– ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით გამოწვეული ნაყოფის თანდაყოლილი
– ორსულ ქალებში ანემიის პროფილაქტიკა;
– ქალებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა ორსულობისთვის მომსამზადებელ, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ბავშვები
ოპრეგა კაფსულების ბავშვებში გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.
უკუჩვენება
ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.
ვიტამინებისა და მინერალების შემცველ სხვა პროდუქტებთან ან მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება.
ოპრეგა კაფსულების გამოყენება შეიძლება სხვა საკვებ დანამატებთან ან რკინის და/ან კალციუმის შემცველ მედიკამენტებთან, აგრეთვე იოდიზებულ მარილთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.
გმო-ს გარეშეა. არ შეიცავს ლაქტოზას.
მიღების წესი და დოზირება
ოპრეგა კაფსულები რეკომენდებულია ქალებისთვის, 1 კაფსულა დღეში ერთხელ, ძირითადი კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მიღების ვადა
მიიღება ქალებში დაგეგმილ ჩასახვამდე 3 თვით ადრე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების პერიოდში, როგორც ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების, მინერალების, ფოლიუმის მჟავისა და იოდის წყარო.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვა
15 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი (30 კაფსულა) მუყაოს კოლოფში.
მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა
Geltec Private Limited
სარვეი N24, 26/3, 27/2,
იადავანხალი, ატტიბელე,
ბანგალორ — ხოსულ როად,
ბანგალორ - 562107, ინდოეთი.
იმპორტიორი
(მომხმარებლებისგან პრეტენზიების მიღება)
შპს "ვინარა", 03035, უკრაინა, ქ. კიევი, სოლომიანსკის მოედანი,
კორპუსი 2, ოფისი 602. ტელ.: +38 (067) 591-45-22.
დოკუმენტაციის მფლობელი
ZANDRA LIFE SCIENCES PVT. შპს, ინდოეთი.
ZandrA
Zeal for Life.