ვანკომიცინი BC ჰ/ქლ 1გ#1ფლ

ვანკომიცინი BC ჰ/ქლ 1გ#1ფლ

13.50 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები
ქვეყანა: კორეა
მწარმოებელი: BCWORLD PHARM. CO., LTD.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვანკომიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 142053
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატი

BC ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი საინექციო 500მგ/1გ

შემადგენლობა

თითოეული ფლაკონი შეიცავს საინექციო BC ვანკომიცინს 500მგ:

ვანკომიცინის HCl (KP) ….500მგ (სიძლიერე)

გამხსნელი: საინექციო წყალი (KP)

თითოეული ფლაკონი შეიცავს საინექციო BC ვანკომიცინს 1გ:

ვანკომიცინის HCl (KP)…..1 გ (სიძლიერე)

გამხსნელი: საინექციო წყალი (KP)

აღწერა

თეთრიდან ღია ყვითელი-მოყავისფრო ლიოფილიზირებული ფხვნილი შევსებული უფერო, გამჭვირვალე შუშის ფლაკონებში.

ჩვენებები

მგრძნობიარე შტამები

Streoptococci, Staphylococci, Clostridium difficile, Diphteroids

გამოყენება

- მეორადი ზედაპირული ინფექციები როგორიცაა ენდოკარდიტი, ოსტეომიელიტი, ართრიტი, პერიტონიტი, მენინგიტი, დამწვრობა და ოპერაციის შემდგომი ჭრილობები.

- პნევმონია, სეფსისი, ფილტვის პიოზი, ემპიემა.

- მწვავე ინფექციები, რომლებიც არ პასუხობენ პენიცილინებს ან ცეფალოსპორინებს.

- ენტეროკოლიტი და ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტი გამოწვეული Clostridium difficile-ს მიერ. მკურნალობა პერორალურად.

დოზირება და მიღების წესი

1. მოზრდილები: ჩვეულებრივი ინტრავენური დოზაა 500მგ ყოველ 6 საათში ან 1გ ყოველ 12 საათში.

2. ბავშვები: პედიატრიული დოზა გამოითვლება 10მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით ყოველ 6 საათში. ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში, საწყისი დოზა 15მგ/კგ-ია, შემდეგ 10მგ/კგ ყოველ 12 საათში სიცოცხლის პირველ კვირას და ყოველ 8 საათში ერთი თვის ასაკამდე.

პაციენტების უმეტესობა ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებით თერაპიულ პასუხს ავლენენ 48-72 საათში. თერაპიის მთლიანი ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპის და სიმწვავის და პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით. სტაფილოკოკური ენდოკარდიტის დროს, რეკომენდებულია სამკვირიანი ან უფრო ხანგრძლივი თერაპია.

3. მოზრდილები თირკმლის დისფუნქციით და ხანდაზმულები

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ (მლ/წთ)

კრეატინინის კლირენსი მლ/წთ (მლ/წთ)

100

1545

90

1390

80

1235

70

1080

60

925

50

770

40

620

30

465

20

310

10

155

ცხრილი არ გამოიყენება ფუნქციურად ანეფრულ პაციენტებში. მსგავს პაციენტებში საწყისი დოზა 15მგ/კგ მიიღება მყისიერი შრატისმიერი კონცენტრაციების მისაღწევად. საჭირო დოზა სტაბილური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად არის 1.9 მგ/კგ/24სთ.

ვინაიდან ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზა 250-1000 მგ გამოყენება, 1 დოზის მიღება შეიძლება ყოველ რამოდენიმე დღეში და არა ყოველდღიურად პაციენტებში თირკმლის გამოხატული დისფუნქციით. ანურიის დროს 1000მგ დოზა ყოველ 7-10 დღეში რეკომენდებულია.

შემდეგი ფორმულა (სქესის, წონის და ასაკის მიხედვით) შეიძლება გამოიყენებოდეს კრეატინინის კლირენსის გამოსათვლელად.

მამაკაცებში: წონა(კგ)X(140-ასაკი წლებში)/72x შრატში კრეატინინის კლირენსი (მგ/დლ)

ქალებში: 0.85 x ზემოთ მითითებულ მაჩვენებელზე

შრატისმიერი კრეატინინის კლირენსი უნდა წარმოადგენდეს თირკმლის ფუნქციის წონასწორულ მდგომარეობას. ამგვარად გამოთვლილი კლირენსი არის არსებული კლირენსის გადაჭარბება პაციენტებში შემდეგი მდგომარეობებით: გამოხატული თირკმლის შესუსტებული ფუნქციით, როგორიცაა შოკი, გულის მწვავე უკმარისობა, ან ოლიგურია; როდესაც ნორმალური კავშირი კუნთების მასასა და ორგანიზმის საერთო წონას შორის არ არის წარმოდგენილი, როგორიცაა ჭარბწონიანი პაციენტები ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები, ედემა ან ასციტი; და (3) თანმხლები სისუსტე, ცუდი კვება ან უმოძრაობა.

4. შიგნით მიღება ენტეროკოლიტის და clostridium difficile -ს მიერ გამოწვეული ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის დროს

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი მიიღება შიგნით სტაფილოკოკური ენტეროკოლიტის და ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფსევდომემრბანული კოლიტის სამკურნალოდ (გამოწვეული C. difficile-ს მიერ).

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი არ არის ეფექტური ინფექციების სხვა ტიპებში შიგნით მისაღებად.

სისტემურ ინფექციებში მიიღება ინტრავენური ინექციით.

ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის დროს მოზრდილებისთვის საერთო დღიური დოზაა 500მგ - 2გ 3-4 გაყოფილ დოზებად 7-10 დღე. საერთო დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2გ.

შესაბამისი დოზა შეიძლება განზავდეს 30გ გამოხდილ წყალში და მიეცეს პაციენტს დასალევად, ან განზავებული მასალა შეიძლება მიიღებოდეს ნაზოგასტრული მილით. დოზის კორექცია დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის წონაზე და სიმტპომებზე.

საინექციო ხსნარის მომზადება

გამოყენების დროისთვის, 500მგ (500,000 სე) ფლაკონი უნდა გაიხსნას 10მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი შეიცავს ვანკომიცინს 50მგ/მლ. გახსნილი ხსნარი 500მგ ვანკომიცინით უნდა შემდეგ განზავდეს 100-200 მლ ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური საინფუზიო 0.9% ხსნარში ან გლუკოზას ინატრვანურ საინფუზიო ხსნარში 5%.

სიფრთხილის ზომები

1. წყვეტილი ინფუზია: სასურველი დოზა უნდა მიიღებოდეს წყვეტილი ინტრავენუირი ინფუზიით 60 წუთის მანძილზე.

2. უწყვეტი ინფუზია: გამოიყენეთ მხოლოდ ეს მეთოდი, როდესაც არ არის ადვილი წყვეტილი ინფუზია. მიიღება ნელა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიით მომზადების შემდეგ

3. რეკომენდებულია <5მგ/მლ კონცენტრაციის მიღება ინტრავენური ინფუზიით არაუმეტეს 10მგ/წთ სიჩქარით.

4. განსაკუთრებულ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ შეზღუდული რაოდენობის სითხეს, მაქსიმალური კონცენტრაცია 10მგ/მლ გამოყენება. თუ გამოიყენება ასეთი მაღალი კონცენტრაციებით, შეიძლება გაიზარდოს ინფექციასთან ასოცირებული გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა.

სიფრთხილის ზომები

1. უკუჩვენებები

1) შოკის ისტორიის მქონე პაციენტები მოცემული პრეპარატის მიმართ.

2) პაციენტები ცნობილი ჰიპერმგრძნობელობით მოცემული პრეპარატის, პეპტიდის ან ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკის მიმართ.

2. მოცემული პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით შემდეგ პაციენტებში:

1) ზოგადად, დაუშვებელია მოცემული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში სმენის დარღვევებით, რომელიც გამოწვეულია პეპტიდით და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკით ან სმენის სხვა სახის დარღვევისას. თუ გარდაუვალია, მისი გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.

2) პაციენტები თირკმლის დისფუნქციით როგორიცაა შარდის ძლიერი შეკავებით (ვინაიდან გამოყოფა გახანგძლივებულია, შრატში დონის მონიტორინგი უნდა მოხდეს სიფრთხილით).

3) პაციენტები ღვიძლის დისფუნქციით (ღვიძლის დისფუნქცია შეიძლება გამოიხატებოდეს ან გაძლიერდეს).

4) ხანდაზმულები, ახალშობილები.

5) პაციენტები ყურის ნიჟარის დაზაიანებით ან ვესტიბულარული ორგანოს დაზიანებით.

3. არასასურველი ეფექტები

1) ფსიქონევროზული: საჭიროა სათანადო დაკვირვება ვინაიდან შოკი ან ანაფილაქტოიდური რეაქცია შეიძლება იშვიათად განვითარდეს. არასასურველი ეფექტების დროს, მიღება უნდა შეწყდეს და გატარდეს შესაბამისი ზომები.

2) საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: იშვიათად შეიძლება განვითარდეს თხიერი განავალი, დიარეა, გულისრევა, ღებინება ან კუჭის ტკივილი.

3) ჰემატოლოგიური: აარც თუ ისე ხშირად შეიძლება განვითარდეს ერითროციტოპენია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია და ეოზინოფილია. შექცევადი ნეიტროპენია იშვიათად შეინიშნებოდა, მაგრამ სწრაფად შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შექცევადი აგრანულოციტოზი (გლრანულოციტები <500/მმ3) შეინიშნებოდა იშვიათად, თუმცა არ დადგენილა მიზეზობრიობა.

4) ცენტრალური ნერვული სისტემა: იშვიათად მერვე კრანიალური ნერვის დარღვევა მათ შორის თავრუსხვევა, ტინიტუსი და სმენის დაკარგვა შეიძლება განვითარდეს. საჭიროა სათანადო დაკვირვება სმენის ფუნქციის ტესტის ჩათვლით მსგავსი სიმტპომების შემთხვევაში.

5) ღვიძლი: ბილირუბინის, AST, AKT ALP-ს მომატების გამო იშვიათად შეიძლება განვითარდეს LDH, Ύ-GTP და LAP -ს მომატება, სათანადო მონიტორინგი მათ შორის პერიოდული შემოწმება უნდა ჩატარდეს. არასასურველი ეფექტის განვითარებისას, უნდა გატარდეს სათანადო ზომები მათ შორის პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

6) თირკმელი: თირკმლის უკმარისობა, ძირითადად გამოხატული შრატისმიერი კრეატინინის ან BUN-ის მომატებით. ამიტომ უნდა ჩტარადეს პერიოდული ტესტები სათანადო დაკვირვებით. გვერდითი რეაქციების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს თერაპია. თუ მისი მიღება გარდაუვალია, სათანადო მიღება, მათ შორის დოზის შემცირებაა საჭირო.

ინტერსტიციული ნეფრიტის იშვიათი შემთხვევები შეინიშნებოდა პაციენტებში ამინოგლიკოზიდების მიღებისას თანმხლებად ან მანამდე არსებული თირკმლის დისფუნქციის დროს. ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის შეწყვეტისას, უმეტესობა პაციენტებში მოიხსნა აზოთემია.

7) კანი: ექსფოლიაციური დერმატიტი, ბულეზური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. მსგავსი სიმპტომების დროს უნდა გატარდეს სათანადო ზომები.

8) ჰიპერმგრძნობელობა: გამონაყარი, ანთება, სახის ჰიპერემია, ჰიპოტენზია, ხიხინი, დისპნოე, ჭინჭრის ციება, პრურიტი ა.შ. შეიძლება განვითარდეს იაშვიათად. მსგავსი სიმტპომების დროს მიიღება შესაბამისი ზომები. სწრაფი ინფუზია შეიძლება ასოცირდებოდეს ტკივილთან და კუნთების სპაზმთან გულმკერდში და ზურგზე ან კისრის სიწითლე ან სიწითლის სინდორმი (ხასიათდება ერითემატოზული ჰემორაგიით სახეზე, კისერზე ან სხეულზე). მსგავსი რეაქციები როგორც წესი იხსნება 20 წუთში მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათით. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში განვითარდა ჰიპოტენზია და ბრადიკარდია ვანკომიცინის დიდი დოზების, მაღალი კონცენტრაციებით და სწრაფად შეყვანის დროს. მსგავსი მოვლენები არახშირია ვანკომიცინის ნელი ინფუზიით 60 წუთის მანძილზე მიღებისას. ნორმალურ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევებში, ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითიმოვლენები არ განვითარებულა ვანკომიცინის 10მგ/წთ სიჩქარით მიღების დროს.

9) სხვა: არახშირად შეიძლება განვითარდეს პირექსია, ანგიალგია და ფლებიტი იშვიათად გულისრევა, შემცივნება და ანგიიტი. ფსევდომემბრანული კოლიტი გამოწვეული Clostridium difficile-ს მიერ იშვიათად შეინიშნებოდა პაციენტებში ინტრავენური ინფუზიის დროს.

10) შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები იდენტიფიცირებულია ვანკომიცინის ავტორიზაციის შემდეგ.

  • · კანი: მაკულოპაპულარული გამონაყარი, პურპურა (პურპურული გამონაყარი), ფოლიკულური გამონაყარი.
  • · ჰეპატობილიარული: სიყვითლე
  • · ინექციის ადგილი: გამონაყარი

4. ზოგადი მდგომარეობა

1) პრეპარატის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიის განვითარების პრევენციისთვის, უნდა დადასტურდეს მგრძნობელობა და რეკომენდებულია ვანკომიცინის გამოყენება მინიმალური პერიოდით.

2) ვანკომიცინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, ვინაიდან ტოქსიურობის რისკი იზრდება სისხლის მაღალი გახანგრძლივებული კონცენტრაციებით. დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით. ნეფროტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისას ან ამინოგლიკოზიდების თანმხლები გამოყენების დროს უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის სერიოზული მონიტორინგი და ასევე სათანადო ზომები დოზირების რეჟიმის დასაცავად.

3) პერორალური ვანკომიცინის გამოყენებისას ანტიბიოტიკთან ასოცირებული ფსევდომემბრანული კოლიტის მკურნალობაში რომელიც გამოწვეულია C. difficile-ს მიერ და სტაფილოკოკური ენტეროკოლიტის დროს, თუ სიმპტომები, მათ შორის დიარეა და პირექსია არ უმჯობესდება 7-10 დღე, თერაპია უნდა შეწყდეს.

4) მოცემული პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარებისას თერაპიის დროს, საჭიროა სათანადო ზომების მიღება.

5) სმენის ფუნქციის სერიული ტესტები შეიძლება იყოს სასარგებლო ოტოტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად.

6) მოცემულ თერაპიაში, სისხლის დონის ტესტი, ურინალიზი და თირკმლის ფუნქციის ტესტები უნდა ჩტაარდეს რეგულარულად. პაციენტები, რომლებიც გაივლიან გრძელვადიან თერაპიას მოცემული პრეპარატით ან რომლებიც იღებენ თანმხლებ პრეპარატებს რაც იწვევს ნეიტროპენიას, პერიოდულად უნდა შეიმოწმონ ლეიკოციტების რაოდენობა.

5. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

1) ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ანაფილაქტოიდური რეაქციები მათ შორის ერითემა, ჰისტამინის მსგავსი ჰიპერემია, ჰიპოტენზია, ხიხინი, დისპნოე, ჭინჭრის ციება ან პრურიტი. თუმცა მსგავსი რეაქციები შეიძლება შემცირდეს ვანკომიცინის მიღებით 60-წუთიანი ინფუზიის სახით ანესთეზიის ინდუქციამდე.

2) სხვა პოტენციურად ნეიროტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების თანმხლები ან თანამიმდევრობითი სისტემური ან ადგილობრივი გამოყენება, როგორიცაა ამფოტერიცინი B, ამინოგლიკოზიდები, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ვიომიცინი, ცისპლატინი, ნედაპლატინის დანიშვნისას საჭიროა სათანადო მონიტორინგია.

3) სნწ-ს ცვლილება: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიბიოტიკებს, მათ შორის ვანკომიცინს ანტიკოგაულანტებთან ერთად, შეინიშნებოდა მომატებული ანტიკოგაულანტური ეფექტი. ინფექციური დაავადება (მათ შორის ანთებითი პროცესი), ასაკი და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს. მიუხედავად იმისა რომ ვანკომიცინსა და ვარფარინს შორის ურთიერთქმედება არ დადგენილა კლინიკურ კვლევებში, უნდა მოხდეს სნწ-ს მონიტორინგი. აუცილებლობისას საჭიროა ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია. (ანტიბიოტიკების ზოგიერი სახეობა, განსაკუთრებით ფტორქინოლონი, მაკროლიდი, ციკლინი, კო-ტრიმოქსაზოლი და ზოგიერთი ცეფალოსპორინი აუცილებელია).

6. ორსულობა და ლაქტაცია

1) ვირთხებში და კურდღლებში ჩატარებულ რეპროდუქციულ კვლევებში დოზებით 5 და 3-ჯერ მაღალი ადამიანებისთვის რეკომენდებულ დოზებზე (MRHD), შესაბამისად არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტები.

2) კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, მოცემული პრეპარატის პოტენციური ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური ეფექტები ჩვილებზე შეფასდა როდესაც პრეპარატი მიიღებოდა ორსულებში სერიოზული სტაფილოკოკური ინფექციებისთვის, რომლებიც ართულებენ ინტრავენური პრეპარატის მიჩვევას. მოცემული პრეპარატი შეინიშნებოდა ჭიპლარის სისხლში. არ შეინიშნებოდა სენსორინევრალური სმენის დაკარგვა ან ნეფროტოქსიკურობა მოცემული პრეპარატის მხრივ.

3) ერთ ჩვილს, რომლის დედამაც მიიღო მოცემული პრეპარატი ორსულობის მესამე ტრიმესტრში განუვითარდა სმენის დაკარგვა, რაც არ ახასიათდებს მოცემული პრეპარატის მიღებას. ვინაიდან მოცემულ კვლევაში პაციენტების რაოდენობა შეზღუდული იყო და მოცემული პრეპარატი მიიღებოდა მეორე და მესამე ტრიმესტრებში, უცნობია მოცემული პრეპარატი იწვევს თუ არა ნაყოფზე ზიანს.

4) ორსულებში ან ორსულობის გათვალისწინებით, მოცემული პრეპარატი მიიღება მაშინ, როდესაც თერაპიული სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. საჭიროებისას, მიღება საჭიროებს სისხლის კონცენტრაციის სათანადო მონიტორინგს ნაყოფის ტოქსიკურობის შესამცირებლად.

5) დაუშვებელია ვანკომიცინის გამოყენება ლაქტაციის დროს ვინაიდან ვანკომიცინი გამოიყოფა ადამიანის რძეში. თუ აუცილებელია, შეწვიტეთ ლაქტაცია.

7. პედიატრიული გამოყენება

სიფრთხილეა საჭირო დღენაკლულებში, ახალშობილებში და ჩვილებში რომლებიც იმყოფებიან თირკმლის განვითარების სტადიაში ვინაიდან სისხლში მაღალი კონცენტრაცია შეიძლება ხაგნრძლივად შეინიშნებოდეს გახანგრძლივებული ნახევრაგმოოფის პერიოდის გამო.

8. გამოყენება ხანდაზმულებში

ვინაიდან ხანდაზმულებს აქვთ თირკმლის შესუსტებული ფუნქცია, დოზის შემცირება შეიძლება აუცილებელი იყოს. ამიტომ, თირკმლის ფუნქციის რეგულარული ტესტი საჭიროა და დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის დისფუნქციის ხარისხის მიხედვით.

9. ჭარბი დოზირება

1) სიმპტომები:შეიძლება განვითარდეს თირკმლის დისფუნქცია როგორიცაა თირკმლის მწვავე უკმარისობა ან მერვე კრანიალური ნერვის დარღვევა, როგორიცაა სიყრუე.

2) მკურნალობა: რეკომენდებულია შემანარჩუნებელი მკურნალობა გორგლოვანი ფილტრაციის შენარჩუნებით. ვანკომიცინი ცუდად გამოდის დიალიზით. ჰემოფილტრაცია და ჰემოპერფუზია პოლისულფონის ფისით იწვევს ვანკომიცინის კლირენსის გაძლიერებას. მედიანური ლეტალური ინტრავენრი დოზაა 319 მგ/კგ ვირთხებში და 400მგ/კგ თაგვებში.

10. სიფრთხილის ზომები და გამოყენება

1) მოცემული პრეპარატი აღიზიანებს ქსოვილს და იწვევს ტკივილს, მგრძნობელობას და ნეკროზს ვანკომიცინის ინტრამუსკულარული ინფექციით ან უნებლიე ექსტრავაზაციას. ამიტომ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს უსაფრთხო ინტრავენური გზით.

2) მაღალი კონცენტრაციებით მიღებისას არსებობს თრომბოფლებიტის განვითარების შესაძლებლობა. თრომბოფლებიტის სიხშირე და სიმწვავე შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ნელი მიღებით განზავებული ხსნარის სახით (2.5 – 5 გ/ლ) და ინფუზიის ადგილის როტაციით.

3) სწრაფი ბოლუსური მიღება (მაფ/ რამოდენიმე წუთის განმავლობაში) შეიძლება ასოცირდებოდეს ჰიპოტენზიასთან და იაშვიათად, გულის გაჩერებასთან. ვანკომიცინის მიღება უნდა მოხდეს არანაკლებ 60 წუთის განმავლობაში სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების თავიდან ასაცილებლად. ინფუზიის შეჩერება როგორც წესი იწვევს მოცემული რეაქციების სწრაფ გაქრობას.

4) მოცემული პრეპარატის ინტრათეკალური მიღების უსაფრთხოება და ეფექტურობა (ინტრალუმბალური ან ინტრავენტრიკლარული) არ შეფასებულა.

5) ვანკომიცინის ჰიდროქლორიდის ხსნარებს აქვთ დაბალი pH და შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ან ფიზიკური არასტაბილურობა სხვა ნაერთებთან შერევისას. პრეპარატის შერევა დაუშვებელია ტუტე ხსნარებთან.

6) ვანკომიცინის და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ხსნარების ნარევები ფიზიკურად შეუთავსებადია. ნალექის ალბათობა იზრდება ვანკომიცინის მაღალი კონცენტრაციებისას. რეკომენდებულია სათანადოდ გამოირეცხოს ინტრავენური ხაზები მოცემული ანტიბიოტიკების მიღებამდე. ასევე რეკომენდებულია ვანკომიცინის ხსნარების განზავება 5მგ/მლ ან ნაკლებამდე.

7) ასევე არ არის დამტკიცებული ინტრავიტრეალური გზით მიღება, ვანკომიცინის და ცეფტაზიდიმის ინტრავიტრეალური ინექციით მიღებისას ენდოფტალმიტისთვის შეინიშნებოდა პრეციპიტატი სხვადასხვა შპრიცებით და ნემსებით მიღებისას. პრეციპიტატები თანდათანობით იხსნებოდა მინისებრი ღრუს სრული გასუფთავებით ორი თვის მანძილზე და მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესებით.

8) მიღებამდე პრაენტერალური პრეპარატების ინსპექტირება ვიზუალურად უნდა მოხდეს ნაწილაკების და გაუფერულების არსებობაზე.

11. სხვა

1) თუმცა გრძელვადიანი კვლევები ცხოველებში არ ჩატარებულა კანცერგენული პოტენციალის შესაფასებლად, ვანკომიცინის მუტაგენური პოტენციალი შეინიშნებოდა სტანდარტულ ლაბორატორიული ტესტების დროს. არ ჩატარებულა სხვა სახის გაანსაზღვრული ფერტილობის კვლევა.

2) ვანკომიცინის ბაქტერიცირული მოქმედება იწვევს უჯრედის კედლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას. ამასთან ერთად, ვანკომიცინი ცვლის ბაქტერიული უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და რნმ სინთეზს.

3) ვანკომიცინი არ არის აქტიური ინ ვიტრო გრამუარყოფითი ბაცილების, მიკობაქტერიის ან სოკოს წინააღმდეგ.

4) უცხოურ კვლევაში, შეინიშნებოდა ჯვარედინი მგრძნობელობა ტეიკოფლანინთან

5) ადგილობრივ კვლევაში (2001), შეინიშნებოდა რეზისტენტობა Enterococcus faecalis (1%) და Enterococcus faecium (16%) -ს ვანკომიცინის მიმართ.

შენახვის პირობები: ჰერმეტულ კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C)

ვარგისობის ვადა: 24 თვე წარმოების თარიღიდან

შეფუთვა : 1, 5, 10, 50 ფლაკონი

  • · თუ არ იცით მისი სწორი გამოყენება ან გაქვთ კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · მოცემულ პროდუქტთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 02)2182-0400.
  • · თუ პროდუქტს გაუვიდა ვადა ან არის დაზიანებული, დაბინძურებული, არ გამოიყენოთ ის. გაცვალეთ ის შესყიდვის ადგილას.
  • · მოცემული დოკუმენტის განახლებული შინაარსი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მომხმარებელთა კონსულტაციის ოფისში ან ონლაინ ბიბლიოთეკაში სურსათის და წამლის უსაფრთხოების სამინისტროს ვებ გვერდზე (http:..drug.mfds.go.kr).

პრეპარატები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი: 2014.08.26

მწარმოებელი:

BCWORLD Pharm. Co., Ltd.

872-23 იეოჯუნამ-რო, გადამ-ეუპ, იეოჯუ-სი, გიეონგგი-დო, კორეა

გიუნგ ბილდინგ, 78, გაეპ -რო, 22-გილ, განგნამ-გუ, სეული

მომხმარებელთა კონსულტაციის ოფისი: 02)2192-0200

www.bcwp.co.kr

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით