გააზიარე:
კბილის პროფესიონალური ჯაგრისი ინტერმედი წითელი, რბილი (4600 ჯაგრული). 2-ჯერ მეტი ჯაგრულა, 2-ჯერ მეტად ეფექტური წმენდა ინტერმედის ჯაგრისები აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამედროვე მოთხოვნებს, მას გააჩნია პატარა თავი, მომრგვალებული დაბოლოებებით მრავლობითი ჯაგრულები და ერგონომიული სახელური. ინტერმედის ჯაგრისით კბილების წმენდის დროს მარტივია კბილების ხეხვის სწორი ტექნიკის დაცვა: ჯაგრისი კბილთან შეხებისას ქმნის 45°-იან კუთხეს, მისი პატარა თავი საშუალებას იძლევა კბილების ყველა ზედაპირის წმენდას მექანიკური ინვაზიის გარეშე. გაიხეხეთ კბილები დღეში მინიმუმ 2-ჯერ დილას და საღამოს. კბილებს ვიხეხავთ ჯერ ვერტიკალურად -ზედა ყბაზე ზემოდან ქვემოთ (ღრძილის ხაზიდან კბილის გვირგვინისკენ) მიმართულებით, ხოლო ქვედა ყბაზე -ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, შემდეგ წრიულად საღეჭ ზედაპირებს და ბოლოს შიგნიდან გამოგვის პრინციპით! გაორმაგებული ჯაგრულები მაქსიმალურად იძლევა ნადების მოცილების საშუალებას კბილის ზედაპირებიდან. მსუბუქი სახელური ხელს უშლის ზედმეტი წნევის განვითარებას კბილების გახეხვის დროს და იცავს ღრძილებს და მინანქარს აგრესიული ხეხვისგან.








