სეიდიგესტანი 200მგ #60კაფს
გააზიარე:
სეიდიგესტანი 200 მგ რბილი კაფსულები
პროგესტერონი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: მიკრონიზირებული პროგესტერონი. ერთი კაფსულა შეიცავს 200 მგ
პროგესტერონს.
სხვა ინგრედიენტები: მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცეროლი (E422), ტიტანის დიოქსიდი (E171) და გაწმენდილი წყალი.
გამოყენება
სეიდიგესტანი მიეკუთვნება პროგესტოგენების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს და
შეიცავს ბუნებრივ პროგესტერონს.
სეიდიგესტანი გამოიყენება პროგესტერონის უკმარისობასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის, ასევე მენოპაუზის დროს ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობისას, ნაყოფიერების გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად და გარკვეული სახის ნაადრევი მშობიარობისა და აბორტის თავიდან ასაცილებლად.
უკუჩვენებები
სეიდიგესტანის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
– პროგესტერონის ან სეიდიგესტანის რომელიმე სხვა ნივთიერების (მითითებულია შემადგენლობაში) მიმართ ალერგია;
– პრეპარატი შეიცავს სოიოს ლეციტინს. არ გამოიყენება, არაქისის ან სოიოს მიმართ ალერგიის შემთხვევაში;
– არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა;
– თრომბოემბოლიური დარღვევების ისტორია
– ღვიძლის სერიოზული უკმარისობა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ძილიანობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კაფსულების მიღება ძილის წინ.
ზემოთ აღწერილი მდგომარეობების დროს გამოყენებისას, მკურნალობას არ გააჩნია რაიმე
კონტრაცეპტული ეფექტი.
სხვა მედიკამენტები და სეიდიგესტანი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა
მოგიწიოთ რომელიმე სხვა მედიკამენტის გამოყენება, თუნდაც ურეცეპტო პრეპარატების.
სეიდიგესტანი საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულების მიღების შემდეგ საკვების მიღება ზრდის მათ შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია კაფსულების მიღება ერთსა და იმავე დროს, არა საკვების მიღების დროს, და თავიდან უნდა იქნას აცილებული სხვადასხვა დღეებში მიღების მხრივ ცვლილებები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან თუ აპირებთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან
ფარმაცევტს.
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც მატულობს ორსულობის დროს, ამიტომ ორსულობის დროს პროგესტერონის მიღება არ იწვევს რაიმე გვერდით ეფექტს.
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პროგესტერონის მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
იმის გათვალისწინებით, რომ აღწერილია პროგესტერონის პერორალურ გამოყენებასთან
დაკავშირებული ძილიანობისა და/ან თავბრუსხვევის რისკი, მკურნალობის დროს არ უნდა
შეასრულოთ მოქმედებები, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლეს, როგორიცაა
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.
მიღების წესი
დაიცავით ექიმის მიერ მითითებული სეიდიგესტანის 200 მგ-ის მიღების ზუსტი ინსტრუქციები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ
პრეპარატის მიღება.
სეიდიგესტანით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ
შეწყვიტოთ მკურნალობა მითითებულ ხანგრძლივობამდე.
მისაღები დოზა უნდა განისაზღვროს თითოეული პაციენტის პლაზმაში ჰორმონის დონის
მიხედვით და ის განსხვავდება ჩვენებების მიხედვით.
რეკომენდებული დოზაა
პერორალური გზა:
კაფსულები მიიღეთ ჭიქა წყალთან ერთად, არა საკვების მიღების დროს.
რეკომენდებული საშუალო დოზა არის 200-დან 300 მგ-მდე დღეში (ანუ 200 მგ ძილის წინ ან 100 მგ დილით და 200 მგ ძილის წინ).
ვაგინალური გზა:
კაფსულები მოათავსეთ საშოში ღრმად თითის მიწოლით.
დოზა შეიძლება მერყეობდეს 200 მგ-დან 600 მგ-მდე დღეში.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების ან დიდი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ეფექტები, როგორიცაა მენსტრუალური დარღვევები, მათ შორის ამენორეა (მენსტრუაციის გაქრობა), ასევე სედაცია (ძილიანობა) და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
დოზის შემთხვევით გადაჭარბების ან გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში
ტელეფონზე (91) 562 04 20 და აცნობეთ მიღებული პრეპარატისა და რაოდენობის შესახებ.
დოზის გამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სეიდიგესტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია:
პერორალური გზა:
– ძილიანობა (ძილისადმი მიდრეკილება) და/ან ხანმოკლე თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს მოვლენები ვითარდება პროდუქტის მიღებიდან 1-დან 3 საათამდე;
– მენსტრუალური ციკლის შემცირება ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა;
– ამენორეა (მენსტრუაციის გაქრობა).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ განვითარებული გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან თუ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში.
შენახვის წესი
პრეპარატის შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სეიდიგესტანი კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის
გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
მედიკამენტები არ გადაყაროთ სანიაღვრე მილებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
განათავსეთ ყველა კონტეინერი და მედიკამენტი, რომელიც აღარ გჭირდებათ, აფთიაქებში
არსებულ შეფუთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ სისტემაში (SIGRE). ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
პროდუქტის გარეგნული აღწერა და კონტეინერის შიგთავსი
ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულები. პროდუქტი მოთავსებულია ყუთებში, 15 კაფსულით (1 ბლისტერული შეფუთვა) ან 60 კაფსულით (4 ბლისტერული შეფუთვა).
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
SEID, S.A.
Carretera de Sabadell a Granollers, km. 15
08185 - Lliçà de Vall, ბარსელონა, ესპანეთი.
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის სამკურნალო
პროდუქტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სააგენტოს(AEMPS) ინტერნეტ გვერდზე: http://www.aemps.gob.es/.