ფეროსომ ფორტე 30მლ წვეთები
გააზიარე:
ფეროსომ ფორტე წვეთები
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა
ხსნარის ყოველი 1 მლ შეიცავს:
რკინა (რკინის პიროფოსფატი მიკროკაფსულირებული LCE ლიპოსომური™ რკინის სახით).
დამხმარე კომპონენტები: წყალი, სუკრალოზა, გუმფისი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, მალტოდექსტრინი, ლეციტინი, არომატიზატორი (Bubble Gum Flavor).
ფეროსომ ფორტე წვეთები – ეს არის ლიპოსომური რკინის შემცველი სასურსათო დანამატი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშის კოგნიტური ფუნქციის ჩამოყალიბებისთვის, ნორმალური მეტაბოლიზმისთვის; ანორმალიზებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს, ამცირებს დაღლილობას.
ფეროსომ ფორტე წვეთების შემუშავებულია ლიპოსომური ტექნოლოგიით, რკინა შეფუთულია“ ფოსფოლიპიდებით, რაც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის სრულყოფილ ტრანსპორტს დანიშნულების ადგილამდე. ასეთი რკინა არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს და არ აქვს რკინის სხვა ფორმულებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები.
ფეროსომ ფორტე წვეთების მახასიათებელია:
– მაქსიმალური ბიოშეღწევადობა;
– არ აღიზიანებს კუჭს;
– არ იწვევს შეკრულობას;
– არ ტოვებს რკინის გემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინა – როგორც ჰემოგლობინის შემადგენელი კომპონენტი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჟანგბადის ტრანსპორტში. რკინას ასევე შეიცავს კუნთის მიოგლობინი და ღვიძლი. რკინის ნაკლებობა იწვევს ანემიას.
გამოყენების რეკომენდაციები
- ანემია დღენაკლულ ბავშვებში;
- ექსკლუზიურად ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები;
- სისხლწარმოქმნის სტიმულირება;
- ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ტრანსპორტის სტიმულირება;
- რკინადეფიციტური ანემიები;
- სისხლის ქრონიკული დანაკარგი;
- ნაწლავიდან რკინის შეწოვის დარღვევა;
- ინფექციური დაავადებებით გამოწვეული ანემია;
- იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულირება;
- რკინადეფიციტური ანემიები ბავშვებში;
- ჭიით ინვაზიით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია;
- მოზარდობის პერიოდი.
დოზირება და მიღების წესი
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
დღიური დოზაა 1 მლ დღეში.
ნუ გადააჭარბებთ დადგენილ დღიურ დოზას.
ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.
პროდუქტი არის სასურსათო დანამატი, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.
განსაკუთრებული მითითებები
ნუ მიიღებთ ფეროსომ ფორტე წვეთებს უზმოზე (მშიერზე).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
ორალური რკინა ამცირებს ტეტრაციკლინიების შეწოვას.
ორსულობა, ლაქტაცია
ფეროსომ ფორტე წვეთები შესაძლოა მიღებული იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შენახვის წესი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15–25 ̊C).
მოარიდეთ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.
გამოშვების ფორმა
წვეთები 30 მლ ბოთლში, დანაყოფებიანი მზომი შპრიცით.
მწარმოებელი
Atlas R&D, ტორონტო, კანადა.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
United Pharma Canada. 180 Werlich Dr, Unit 02.
Cambridge ON N1T 1N6.
ტორონტო, კანადა.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში
შპს. ,,ნ-ფარმა“,
თბილისი, საქართველო.