არკომაგი #60კაფს
გააზიარე:
არკომაგი კაფს 150მგ #60
შემადგენლობა
ოკეანის მაგნიუმი (ოქსიდის სახით), ვიტამინი B6.
დამხმარე ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, ანტიაგლომერანტი - მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი - ჟელატინი.
საშუალო ნუტრიციული ინფორმაცია: |
1 კაფსულა შეიცავს |
% NRV |
2 კაფსულა შეიცავს |
% NRV |
ვიტამინი B6 |
1მგ |
71% |
2მგ |
142% |
მაგნიუმი |
150მგ |
40% |
300მგ |
80% |
NRV - Nutritional Reference Values (საცნობარო კვებითი ღირებულება)
მოკლე აღწერა
პროდუქტი წარმოადგენს ოკეანის ჭაობებიდან მიღებულ ბუნებრივ მაგნიუმს კაფსულებში. იგი აუმჯობესებს კუნთებისა და ძვლების მდგომარეობას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში იღებს მონაწილეობას. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.
ჩვენებები
- ძილის დარღვევა;
- ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
- ასთენია;
- შაკიკი;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;
- არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;
- მეტაბოლური სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა.
- პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება ბავშვებში 6-14 წლამდე: 1 კაფსულა დღეში.
ბავშვებში 15 წლის ზევით და მოზრდილებში: 2 კაფსულა დღეში.
პრეპარატი მიიღება მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენება რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან.
საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულები და მეძუძურები
გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
60 კაფსულა შეფუთვაში.
მწარმოებელი
არკოფარმა, საფრანგეთი.