არკომაგი ორალ/ხსნ #20ა
გააზიარე:
არკომაგი დასალევი ამპ #20
შემადგენლობა
მაგნიუმი – 150მგ; B6 ვიტამინი – 2მგ.
არკომაგის შემადგენელი მაგნიუმი მოპოვებულია ოკეანის ჭაობებიდან.
დამატებითი კომპონენტები: კონცენტრირებული ოკეანის წყალი, კარამელის არომატი - დამატკბობლები: სტევიის გლიკოზიდები.
მოკლე აღწერა
პროდუქტი წარმოადგენს ბუნებრივ მაგნიუმს ოკეანის ჭაობებიდან დასალევი ხსნარის სახით. იგი აუმჯობესებს კუნთებისა და ძვლების მდგომარეობას, ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მინერალს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში 300-ზე მეტ ფერმენტულ პროცესში იღებს მონაწილეობას. მის მრავალფეროვან ფუნქციებს შორის აღსანიშნავია ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემების გამართული ფუნქციონირება, არტერიული წნევისა და გულის რითმის რეგულირება და იმუნური სისტემის გაძლიერება. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლუკოზის ცვლაში და ინსულინის მეტაბოლიზმში. მაგნიუმის დეფიციტი იწვევს შფოთვას და დეპრესიას.
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინს, რომელსაც ადამიანი იღებს საკვებთან ერთად. მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა ნეიროტრანსმიტერების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზში. შესაბამისად, მისი დეფიციტი დაკავშირებულია დეპრესიის სიმპტომებთან, გუნება-განწყობის გაუარესებასთან. B6 ვიტამინი აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციონირებას, ამცირებს თვალის დაავადებების განვითარების რისკს. იგი აქვეითებს გულისრევისა და ღებინების სიმპტომებს ორსულობის დროს.
არკომაგი ორგანიზმს აწვდის მაგნიუმისა და B6 ვიტამინის საჭირო დღიურ რაოდენობას. იგი ამცირებს დაღლილობას, აუმჯობესებს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, აუმჯობესებს ძილს.
არკომაგის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი ქლორიდის სახით, რაც წარმოადგენს ორგანიზმისთვის ყველაზე კარგად ათვისებად ფორმას.
ჩვენებები
- ძილის დარღვევა;
- ნევროზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია;
- ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა;
- ასთენია;
- შაკიკი;
- კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუნთების კრამპი;
- არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, არითმია;
- პრემენსტრულური სინდრომი, პირველადი დისმენორეა;
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- საშვილოსნოს ტონუსის მატება, პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის მოშლა, ნაყოფის კვების გაუარესება.
მიღების წესი და დოზირება
6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია - 1/2 ამპულა დღეში, 12 წლის ზემოთ - ერთი ამპულა დღეში.
გახსნამდე აუცილებელია ამპულის შენჯღრევა.
ამპულის შიგთავსი იხსნება 125მლ (ნახევარ ჭიქა) წყალში ან წვენში.
განსაკუთრებული მითითებები
- გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;
- მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;
- საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ორსულები და მეძუძურები
გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში.
ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან შიგთავსის მზის სხივებისგან დასაცავად.
საკვები დანამატი.
მწარმოებელი
არკოფარმა, საფრანგეთი.