არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი#20ა
გააზიარე:
არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი ამპ #20
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: ორგანული ბაყაყურას (SILYBYM MARIANUM) ექსტრაქტს – 450მგ, ორგანული როზმარინის (ROSMARINUS OFFICINALIS) ექსტრაქტს – 450მგ, ორგანული ქრიზანთემას (CHRYSANTHEL – LUM INDICUM SUBSP. AFROAMERICANUM) მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტს – 300მგ, ორგანული დესმოდიუმის (DESMODIUM ADSCENDENS) ფოთლების ექსტრაქტს – 300მგ, ორგანული ლიმონის (CITRUS LIMON) კონცენტრირებულ წვენს.
მოკლე აღწერა
არკოფლუიდი ღვიძლის დეტოქსი იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსინების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მათ აღდგენას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. იგი გამოიყენება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაყაყურა – აუმჯობესებს ღვიძლიდან ტოქსინების ელიმინაციას. სილიმარინის შემცველობის გამო, იგი იცავს ღვიძლის უჯრედებს ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მათ რეგენერაციას. ბაყაყურა გამოიყენება ღვიძლის პრობლემების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
როზმარინი – აუმჯობესებს ჰეპატო-ბილიარული სისტემის ფუნქციონირებას, ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას გამოყოფილი ნაღვლის მოცულობის გაზრდისა და ჰეპატოციტების დაცვის გზით. როზმარინი ასევე ცნობილია თავისი ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით.
ქრიზანთემა – არეგულირებს ღვიძლის ფუნქციას. მისი სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მასში ფლავონოიდებისა და საპონოზიდების შემცველობით, რომელთა მოქმედება ასტიმულირებს ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
დესმოდიუმი – დრენაჟის გაძლიერების გზით აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. იგი განსაკუთრებით ეფექტურია ჰეპატოტოქსიური აგენტების (ვირუსული, ქიმიური, ალკოჰოლური ან მედიკამენტოზური) წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰეპატოპროტექტორული და რეგენერაციული თვისებების გამო დესმოდიუმი ხშირად გამოიყენება ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების საპროფილაქტიკოდ.
ჩვენებები
- ალკოჰოლის და არაჯანსაღი საკვების ხშირი გამოყენება;
- ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების ან სხვა ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების მიღება;
- ჰეპატიტების მკურნალობის შემდგომი პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1 ამპულა დღეში, საუზმის წინ დასალევად.
გახსნის წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ამპულა.ამპულის შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში. დაამატეთ ნახევარი ჭიქა (125მლ) წყალი ან ხილის წვენი.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამდენიმეჯერ.
განსაკუთრებული მითითებები
- გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;
- მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;
- არ არის რეკომენდებული ასაკოვანი ან ღვიძლის სერიოზული დაზიანების მქონე პაციენტებისთვის;
- იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის მქონე მედიკამენტს იღებთ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა;
- არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.
ორსულები და მეძუძურები
არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
10მლ X 20 ამპულა შეფუთვაში.
ამპულები დამზადებულია მუქი ფერის მინისგან მცენარეული ექსტრაქტის მზის სხივებისგან დასაცავად
საკვები დანამატი.
მწარმოებელი
არკოფარმა, საფრანგეთი.