არკოკაფსი ომეგა 3 N60კაფს

არკოკაფსი ომეგა 3 N60კაფს

61.05 ლარი 43.96 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: არკოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ომეგა-3+თევზის ქონი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140932
გააზიარე:

არკოკაფსი ომეგა 3 კაფს #60

საკვები დანამატი

 

მოკლე აღწერა

პროდუქტის მთავარი კომპონენტია ნორვეგიული ორაგულისგან მიღებული ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები და წარმოადგენს ლიპიდური ცვლის მარეგულირებელ ნატურალურ საშუალებას.

შემადგენლობა

ყოველი 4 კაფსულის შემცველობაა: თევზის ქონი 2080მგ, ომეგა 3 750 მგ; ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) 400მგ; დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA) 250მგ.

ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით.

კაფსულის გარსი: თევზის ჟელატინი - გლიცეროლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არკოკაფსი ომეგა 3-ის შემადგენელი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მიიღება ნორვეგიული ორაგულისგან უნიკალური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხს.

ომეგა3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს. მათი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ეიკოზაპენტანის (EPA) და დოკოზაჰექსანის (DHA) გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები. მათი როლი ორგანიზმში უმნიშვნელოვანესია, როგორც უჯრედის მემბრანის შემადგენელი კომპონენტებისა. აღნიშნული ცხიმოვანი მჟავების შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ბადურაში, თავის ტვინში და სპერმაში. აღნიშნული მჟავები ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მათი მიღება ხდება გარედან, საკვების საშუალებით. 

ორგანიზმში ომეგა 3 ამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს სისხლში ლიპიდების რაოდენობას, ამცირებს  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის  და სიმსუქნის განვითარების რისკს. ომეგა 3 აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ამცირებს კოგნიტური დარღვევების, ალცჰაიმერის დაავადების და დემენციის განვითარების რისკს, აფერხებს ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის  განვითარებას და პროგრესირებას; აუმჯობესებს მდგომარეობას მშრალი თვალის სინდრომის დროს. ომეგა-3 ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის დროს სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.

გამოყენება

კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.

ოფთალმოლოგია: მაკულოდისტროფიული პროცესები, მშრალი თვალის სინდრომი.

ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა.

დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება.

ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა.

სპორტული მედიცინა: ფიზიკურ დატვირთვასთან ორგანიზმის სწრაფი ადაპტაცია.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებულია ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

ბავშვები 6-12 წელი: 2 კაფსულა დღეში.

12 წლის ზევით და მოზრდილები: 2-4 კაფსულა დღეში.

მკურნალობის კურსი - 1 თვე.

მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამდენიმეჯერ.

განსაკუთრებული მითითებები

ანტიკოაგულანტებით მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია არკოკაფსი ომეგა-3-ის მიღებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.

ორსულები და მეძუძურები

არკოკაფსი ომეგა 3 გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

შენახვის პირობები

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა

60 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი

არკოფარმა, საფრანგეთი.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (61 აფთიაქი)

რეგიონი (32 აფთიაქი)