გა-40 პარა 5მლ #5ფლ

გა-40 პარა 5მლ #5ფლ

530.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ალექსის
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140780
გააზიარე:

გა-40-პარა
GA-40-პარა
საინექციო პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ქრისტესისხლას, მთის სვინტრის ექსტრაქტებიდან მიღებული პოლიპეპტიტების ჯამი 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი - 45.0 მგ, კალიუმის დიჰიდროფოსფატი - 13.5 მგ, პH 7.4, საინექციო წყალი 5 მლ.

აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე სითხე, სუსტი სპეციფიკური სუნით.
5 მლ საინექციო ხსნარი ფლაკონში. შეფუთვაში 5 ფლაკონი. ინსტრუქციასთან კომპლექტში მუყაოს კოლოფში.

გამოყენების რეკომენდაციები
საინექციო ხსნარი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. როგორც დამხმარე პარასამკურნალო საშუალება გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შემდეგი პათოლოგიების დროს: იმუნოდეფიციტური, ავტოიმუნური და ალერგიული, ინფექციურ-ანთებითი, სიმსივნური დაავადებები, ადაპტაციური, გონებრივი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

გამოყენების დოზა და წესი
დოზირების რეჟიმი: ინექცია.
გა-40-პარა-ს ერთი ინექციის დოზაა 50 მკგ / 0.5 მლ ყოველ 50კგ სხეულის წონაზე, შესაბამისად:
• 1-50 კგ სხეულის წონაზე - 0.5 მილილიტრი;
• 50-100 კგ სხეულის წონაზე - 1.0 მილილიტრი;
• 100-150 კგ სხეულის წონაზე - 1.5 მილილიტრი;
• 150-200 კგ სხეულის წონაზე - 2.0 მილილიტრი;
გა-40-პარა შეჰყავთ კუნთებში. სასურველია ინექციები გაკეთდეს დუნდულა კუნთზე ინსულინის შპრიცით, სხეულის 100 კგ-მდე სხეულის წონაზე და 2 გრამიანი შპრიცით სხეულის 100 კგ ზევით.
რეკომენდირებულია ინექციები გაკეთდეს ყოველდღიურად დღეში ერთხელ, საღამოს 6 საათის შემდეგ.
გამოყენების ხანგძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და საშუალოდ შეადგენს 7 თვეს. გამოყენება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადებების სრულ რეგრესიამდე. ყველა შემთხვევაში იგი შედგება სულ მცირე 3 კურსისაგან, მათ შორის პაუზებით 7-10 დღე.

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
გა-40-პარას გამოყენებისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

მითითება „მოხსნის სინდრომის“ რისკის განვითარების შესახებ
გა-40-პარას არ გააჩნია „მოხსნის სინდრომი“.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა
არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია გა-40-პარას გამოყენების პერიოდში ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უარყოფითი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ხსნარის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა იმუნომოდულატორებისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

გაფრთხილება
ვიზუალურად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა
5 მლ საინექციო სითხე, 5 ფლაკონი მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება სინათლის ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას +15 +25°ჩ ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადები
ვარგისობის ვადა: გახსნიდან 14 დღე. გაუხსნელი 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი
შპს, მედიკობიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ალექსისი“.
საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 2.
ტელ/მობ: 555 90 30 00
ვებსაიტი: წწწ.გა-40.ცომ

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (15 აფთიაქი)

რეგიონი (17 აფთიაქი)