ბლეფარიტო თვალის საწმ.სალფN24
გააზიარე:
ბლეფარიტო - თვალის საწმენდი სალფეთქები
შემადგენლობა
წყალი, გლიცერინი, პოლისორბატი 20, პოლისორბატი 80, პანთენოლი, ჰიდროლიზებული კოლაგენი, გლუტათიონი, ზღვის წიწაკის ზეთი, კრაზანას (Hypericum Perforatum) ზეთი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ტოკოფეროლი, ჩაის ხის ფოთლების ზეთი (Melaleuca Alternifolia Leaf Oil), აზელაინის მჟავა, სააფთიაქო გვირილას ყვავილების ექსტრაქტი (Chamomilla Recutita Flower Extrac, ტრიეთანოლამინი, კაპრილილგლიკოლი, ფენოქსიეთანოლი, ტაურინი.
გამოყენება
ბლეფარიტო – ერთჯერადი ბამბის სალფეთქებია, რომელიც გაჟღენთილი სპეციალური ხსნარით თვალის კონტურის მიდამოს, წარბების და წამწამების კიდეების გასაწმენდად. მისი საშუალებით შესაძლებელია ჭუჭყის, მაკიაჟის და სხვა ნარჩენების ნაზად გასუფთავება თვალის მიდამოზე, წარბებსა და წამწამების კიდეებზე. ჩაის ხის ზეთი,ზღვის წიწაკის ზეთი, კოლაგენი, გლუტათიონი და ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს მოვლილი და სასიამოვნო გარეგნობის მიღწევას.
გამოყენების წესი
ნაზად გაისუფთავეთ თვალის სკონტურის არე, ქუთუთოები, წარბები და წამწამების კიდეები. თითოეული თვალის გასაწმენდად რეკომენდებულია გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსახოცი.
არ საჭიროებს ჩამობანას. გაწმენდემდე ყურადღება მიაქციეთ ხელების ჰიგიენას.
გამოიყენება მოზარდებში და მოზრდილებში.
გაფრთხილება
პროდუქტის შემადგენელმა ზოგიერთმა ინგრედიენტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ბლეფარიტო თვალის საწმენდი სალფეთქები განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მზის პირაპირი სხივებისგან, სიცხისგან და ტენიანობისგან დაცულ ადგილას.
პროდუქტი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურის პირობებში, 25˚C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
პროდუქტის შენახვის ვადაა 36 თვე დამზადების დღიდან.
სალფეთქი გამოყენებულ უნდა იქნას პაკეტის გახსნისთანავე.
შეფუთვა
24 ცალი ინდივიდუალურად დალუქული პაკეტი ყუთში.