დეტრივიტი 1000სე #60კაფს
გააზიარე:
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე
Detrivit 1000 IU / Detrivit 2000 IU / Detrivit Forte 5000 IU / Detrivit Max 10000 IU
ვიტამინი D3
ბიოლოგიურადაქტიურისაკვებიდანამატი (ბად)
დეტრივიტი 1000 სე
ვიტამინი D3 1000 სე (ეკვ. 25 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №60.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
დამხმარე ნივთიერებები: მზესუმზირის ზეთი რაფინირებული – საფუარი აგენტი, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, გლიცეროლი (E322), დისტილირებული წყალი.
დეტრივიტი 2000 სე
ვიტამინი D3 2000 სე (ეკვ. 50 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
დამხმარე ნივთიერებები: DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებიანი (MCT) ცხიმი - 97.25%, მზესუმზირის ზეთი რაფინირებული.
დეტრივიტი ფორტე 5000 სე
ვიტამინი D3 5000 სე (ეკვ. 125 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
დამხმარე ნივთიერებები: DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებიანი (MCT) ცხიმი - 97.25%, მზესუმზირის ზეთი რაფინირებული.
დეტრივიტი მაქსი 10000სე
ვიტამინი D3 10000 სე (ეკვ. 250 მკგ ქოლეკალციფეროლი), რბილი ჟელატინის კაფსულა №30
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
დამხმარე ნივთიერებები: DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებიანი (MCT) ცხიმი - 97.25%, მზესუმზირის ზეთი რაფინირებული.
მოქმედების მექანიზმი
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტი ფორტე 5000 სე/დეტრივიტი მაქსი 10000 სე წარმოადგენს D3 ვიტამინის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვისა და დეფიციტის შესავსებად.
D ვიტამინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაა, რაც ხელს უწყობს ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან კალციუმის და ფოსფატების შეწოვის, ორგანიზმში მინერალური მარილების ტრანსპორტირებისა და ძვლების კალციფიცირების პროცესში და, ასევე, არეგულირებს თირკმლებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სწორედ D ვიტამინი განაპირობებს კალციუმისა და ფოსფორის ადეკვატურ დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ძვლებსა და კბილებში. რაც, თავის მხრივ, აუცილებელია ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებისთვის, კუნთოვანი ტონუსისა და ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებისთვის.
D ვიტამინი აუცილებელია ასევე პარათირეოიდული ჯირკვლების, თირკმლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ავლენს მრავალ სასარგებლო ეფექტს, მათ შორის, ნეიროპროტექტორულ, რეპროდუქციულ, იმუნომოდულაციურ ეფექტებს. D ვიტამინს დადებითი გავლენა აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე – არეგულირებს იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლის ბალანსირებულ, სრულფასოვან ფუნქციონირებას, ასევე ხელს უწყობს სისტემური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
D3 ვიტამინის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის კარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება ვერ ხერხდება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი კვება, სხვადასხავა ქრონიკული დაავადება და ასაკობრივი ფაქტორები). გარდა ამისა, D3 ვიტამინის მიღება ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მიღების წესი და დოზირება
დოზირება შეირჩევა ინდივიდუალურად, D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკო და დეფიციტის შესავსები დღიური დოზების გათვალისწინებით.
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე ─ D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ რეკომენდებულია 1-2 კაფსულა დღეში, დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე. მიიღება პერორალურად, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე ─ 1 კაფსულა დღეში, მიიღება პერორალურად, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
სიფრთხილის ზომები
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!
არ მიიღოთ დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ჰიპერვიტამინოზი D, ჰიპერკალციემია/ჰიპერკალციურია.
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე-ის ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილნი არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას, D3 ვიტამინის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო.
დეტრივიტი 1000 სე/დეტრივიტი 2000 სე/დეტრივიტიფორტე 5000 სე/დეტრივიტიმაქსი 10000 სე-ის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი
Idee PharmaWelt GmbH
WESTHAFENSTR. 1,
D-13353 BERLIN,
Germany.