ვალერიანა მაქსი 200მგ#20ტ
გააზიარე:
ვალერიანა მაქსი 200 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
Valeriana Max 200 mg film-coated tablets
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი
Valerianae radix Extractum siccum
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valerianae radix Extractum siccum) 200 მგ (5-8:1).
სხვა ინგრედიენტები: სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელ ნატრიუმის გლიკოლატი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
აპკიანი გარსი: ოპადრაი II-ვარდისფერი, პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553), კარმინი (E 120), სანსეტი ყვითელი FCF (E 110).
გამოყენება
ვალერიანა მაქსი მიეკუთვნება სედაციური და საძილე პრეპარატების ჯგუფს. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის აგზნების და დაძაბულობის შეგრძნებას, ამსუბუქებს გაღიზიანებას, შფოთვას, ზრდის ემოციების კონტროლს, ამცირებს ჩაძინების დროს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
ვალერიანა მაქსი გამოიყენება შფოთვის, ნერვული დაძაბულობის და სტრესის შედეგად ძილის დარღვევის პირობებში.
ვალერიანა მაქსის გამოყენებისას თუ 14 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
ვალერიანა მაქსის მიღება არ უნდა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
– თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ამ წამლის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
– თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი;
– 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვალერიანა მაქსის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სისტემური კვლევების მონაცემები არ არის. ამიტომ იგი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კატაბალახას სპეციფიკური სუნის აუტანლობის შემთხვევებს.
სხვა მედიკამენტები და ვალერიანა მაქსი
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის, ისეთი რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა.
ვალერიანა მაქსის სხვა სედაციურ საშუალებებთან კომბინირებულად გამოყენების შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად მიღება
ვალერიანა მაქსის მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
მოერიდეთ ალკოჰოლთან ერთდროულ გამოყენებას.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთოხება დადგენილი არ არის.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ვალერიანა მაქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასაკმარისი მონაცემების გამო სიფრთხილის ზომის სახით.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
ავტოტრანსპორტის ან მექანიზმების მართვის წინ რეკომენდებული არ არის ვალერიანა მაქსის მიღება მისი სედაციური ეფექტის გამო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვალერიანა მაქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ტაბლეტები შეიცავს საღებავს E 110, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ხანდაზმული პაციენტებისთვის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით.
ძილის დარღვევის შემთხვევაში მიიღეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 ტაბლეტისა დღეში.
ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მკურნალობის კურსი გაგრძელდეს 2-4 კვირა. თუ ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება, კონსულტაციითვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
თუ უნებლიეთ მიიღეთ ვალერიანა მაქსის ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა, როგორც წესი, ეს არ გამოიწვევს მავნე შედეგებს.
ამ დრომდე დაფიქსირებულია მაქსიმალური თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევები, რომელიც რეკომენდებულ დოზაზე 20-ჯერ მეტი იყო. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გამოვლინებები: დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმი, ძილიანობა, ხელების კანკალი, გუგების გაფართოება. ამ შემთხვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ვალერიანა მაქსის მიღება და ექიმთან მიმართვა. თუ სიმპტომები გაძლიერდება, შეიძლება საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.
დოზის გამოტოვება
თუ ვალერიანა მაქსის მიღება გამოტოვეთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. სამკურნალო საშუალების მიღება გააგრძელეთ გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
თუ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი რეაქციები
როგორც ნებისმიერმა წამალმა, ვალერიანა მაქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვლინდება.
პრეპარატის გვერდითი რეაქციები ძალზე იშვიათია ვალერიანა მაქსის თერაპიული დოზებით გამოყენებისას. შესაძლოა აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: გულისრევა და კუჭის ტკივილი. ამ რეაქციების სიხშირე დადგენილი არ არის.
თუკიისეთი არასასურველი წამლისმიერი რეაქციები გამოვლინდა, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
წამლის მიმართ რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან მედდას. მათ შორის, ისეთი შესაძლო გვერდითი მოვლენის შესახებაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირი გზით შეატყობინოთ ნაციონალურ სისტემას. წამლის აღმასრულებელი სააგენტოს "დამიან გრუევი"-ს ქ. №8, 1303 სოფია, ტელეფონი: +35 928903417, ვებგვერდი: www.bda.bg.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ ვალერიანა მაქსი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
გარეგნული აღწერა და შეფუთვა
ვალერიანა მაქსი მრგვალი, ვარდისფერი, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია.
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი PVC/ალუმინის ბლისტერში,
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი.
გამოყენებისნებართვისმფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს. ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.
მწარმოებელი
SOPHARMA AD
ინდუსტრიული ზონა 2800 სანდანსკი, ბულგარეთი.