ნეო პეკეს-მგზავრობისთვის10მლ#7
გააზიარე:
ნეო პეკეს მგზავრობისთვის
neo peques BuenViaje
შემადგენლობა
10 მლ შეიცავს:
ჯინჯერი (Zingiber officinale roscoe) 50 მგ,
ბარამბო (Melissa officinale) 50 მგ,
გვირილა (Matricaria recutita) 50 მგ,
ვიტამინი B6 (Pyridoxine) 0.21მგ,
B9 (Folate) 0,03 მგ,
ლიმონის წვენი არომატიზატორად.
სიროფი შექმნილია ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზე.
შეიცავს შაქარს.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ღებინების საწინააღმდეგო საშუალება/ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეო პეკეს მგზავრობისთვის –პრეპარატს გააჩნია მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც დაკავშირებულია ვესტიბულურ-მხედველობითი კონფლიქტის შედეგად სისხლში მომატებული ჰისტამინის და სეროტონინის დონის შემცირებასთან.
ჯინჯერი (Zingiber officinale roscoe) – მოქმედებს როგორც ცენტრალურად, ისე პერიფერიულად. მისი ცენტრალური მოქმედება განპირობებულია H1 ჰისტამინური და სეროტონინული რეცეპტორების ბლოკირებით. პერიფერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული დოფამინური D-2 რეცეპტორების ბლოკირებით. ამგვარი მოქმედების შედეგად დუნდება გლუვი მუსკულატურა, იხსნება კუჭ-ნაწლავის კუნთების სპაზმი, ქვეითდება კუჭ-ნაწლავის და სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია, შედეგად იხსნება გულისრევა და ღებინება.
ვიტამინი B6 (Pyridoxine) – ნაწლავებში სეროტონინის დონის რეგულაციის მეშვეობით ამცირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას იმპულსაციის ნორმალიზების ხარჯზე.
ბარამბო (Melissa officinale), გვირილა (Matricaria recutita) - სასიამოვნო სუნის მქონე მცენარეებია, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ხსნის აღგზნებადობას, ამცირებს ღებინებას და გულისრევის შეგრძნებას.
ჩვენება
- გადაადგილებასთან და მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინება და გულისრევის შეგრძნება.
დოზირების მეთოდი
- 12 თვიდან 14 წლამდე ბავშვებში: 1 ფლაკონი (10 მლ) მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წთ-ით ადრე;
- განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით;
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 7 ფლაკონი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შაქრის შემცველობის გამო არ გამოიყენება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
გამოშვების ფორმა
10 მლ ფლაკონში მოთავსებული სიროფი ლიმონის არომატით №7.
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა
პრეპარატი ინახება 300C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნისთანავე.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე.
მწარმოებელი
NEOVITAL DISTRIBUCION SL,
ბარსელონა , ესპანეთი.
კომპანია
ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.