ფსორიქსი კერატოლიზ.250მლ შამპ
გააზიარე:
ფსორიქსი კერატოლიზური შამპუნი 250 მლ
შემადგენლობა
წყალი, ნატრიუმი C14 - 16 ოლეფინსულფონატი, ლაურილგლუკოზიდი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, კოკო -ბეტაინი, კოკამიდი MEA, ლაქტობაცილების ლიზატი (Lactobacillus Ferment Lysate), დიპროპილენგლიკოლი, თეთრი არყის (Betula Alba) ქერქის ექსტრაქტი, შავწამალას (Scrophularia nodosa) ექსტრაქტი, ჩაგას (Inonotus obliquus) ექსტრაქტი, რეიშის (Ganoderma lucidum) ექტრაქტი, შიიტაკეს (Lentinus edodes) ექსტრაქტი, ჰიდროქსიეთილშარდოვანა, პანთენოლი, ალანტოინი, ნატრიუმის მეთილ კოკოილ ტაურატი, ნატრიუმის კოკოილ იზეთიონატი, გლიცერილ ოლეატი, კოკო-გლუკოზოიდი, PPG-3 კაპრილილ ეთერი, ჰიდროქსიპროპილ გუარ ჰიდროქსიპროპილტრიმონიუმის ქლორიდი, გლიცერინი, სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ჰიდროგენიზებული პალმის გლიცერიდების ციტრატი, ტოკოფეროლი.
გამოყენება
გამოიყენება კანის უჯრედების დიფერენციაციის და კერატოლიზური დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დერმატოზების და კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ფსორიაზი,იქთიოზი, ეგზემა,სებორეული დერმატიტი და სხვა.
ფსორიქსი კერატოლიზურ შამპუნს აქვს კერატოლიზური,ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. არ შეიცავს პარაბენს და სულფატებს.
ფსორიქსი კერატოლიზური შამპუნი შეიცავს სასარგებლო მიკრობიომას, წარმოადგენს ანტისტრესულ ბალანსირებულ ფორმულას.
ფსორიქსი კერატოლიზურ შამპუნს გააჩნია მოქმედების სამი დონე – ცხიმოვანი შრე, დამცავი ბარიერი და კანის მიკროფლორა.
ძირითადი აქტიური კომპონენტები
ლაქტობაცილების ლიზატი – პრობიოტიკია, რომელიც ხელს უწყობს კანის ჯანსაღი მიკრობიომისა და ცხიმის რეგულაციის აღდგენას. მის შემადგენლობაში შემავალი პრობიოტიკების კომპლექსი ხელს უწყობს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციას.
ჩაგა, რეიშიდაშიიტაკე – სოკოებია, რომელთაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სოკოების ეს კომბინაცია ამცირებს კანის ქავილს და ხელს უწყობს კანის ადაპტოგენური თვისებების გაუმჯობესებას.
D-პანთენოლი – ხელს უწყობს თმის ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებას, ამცირებს ანთებას და თმას ანიჭებს ბუნებრივ მბზინვარებას.
პალმისგლიცერიდისჰიდროლიზატი – ბუნებრივი კონდიციონერია, რომელიც თმას მბზინვარებას ანიჭებს, აადვილებს დავარცხნას და აქვს ანტისტატიკური ეფექტი.
ვიტამინი E დაალანტოინი – იცავს თავის სკალპს სტრესული ფაქტორებისგან, არბილებს და ამცირებს სიწითლეს.
დამხმარე ინგრედიენტები: რბილი სარეცხი საშუალების ბაზა: C14-16 ნატრიუმის ოლეფინ სულფონატი (ქოქოსის ზეთის წარმოებული), ლაურილ გლიკოზიდი, კოკო გლუკოზიდი, ნატრიუმის მეთილის კოკოილ ტაურატი და კოკო ბეტაინი (ქოქოსის ზეთის წარმოებული), ნატრიუმის კოკოილის იზეთიონატი, გლიცერილის ფლუოლეატი.
გამოყენების ჩვენებები
რეკომენდებულია კანის მოვლისთვის დერმატოზებისას, რომელსაც თან ახლავს კანის უჯრედების დიფერენციაციის და კერატინიზაციის დარღვევა: ფსორიაზი, იქთიოზი, ტილოზური ეგზემა, სებორეული დერმატიტი და სხვა.
გამოყენების წესი
ფსორიქსი კერატოლიზურ შამპუნს წაისვით წინასწარ დატენიანებულ თმაზე, ენერგიულად შეიზილეთ სკალპში ქაფის წარმოქმნამდე, გაიჩერეთ 3-5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა. გამოიყენეთ კვირაში 1-3-ჯერ. კურსის ხანგრძლივობაა სულ მცირე 4 კვირა.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.
ვარგისობის ვადა
ეტიკეტზე მითითებულია დამზადების თარიღი, ვარგისობის ვადა და სერიის ნომერი.
შენახვის ვადა - 30 თვე.
შენახვის პირობები
ინახება +5-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე.
დამზადებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისა და GMP რეგულაციების შესაბამისად.
მწარმოებელი
PhytoBioTechnologies LLC;
ქ. ბოიჩუკი (კიკვიძე), 18მ.კიევი, უკრაინა. ტელ.: +38 (044) 360-65-64.
საწარმო ობიექტების მისამართი
ქ. Zheleznodorozhnaya, 2, Korosten, Zhytomyr region, 11500, უკრაინა.
ოფიციალური დისტრიბუტორი: შპს უნო გრუპი.