ედნიტი 10მგ #20ტ

ედნიტი 10მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ენალაპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 13872
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ედნიტი
EDNIT


გენერიული დასახელება:
enalapril

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს
ენალაპრილის მალეატის 5მგ, 10მგ, 20მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ენალაპრილ მალეატი – არის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II – ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება მისი სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. ხანგრძლივი გამოყენებისას რეგრესიას განიცდის გულის ზომები. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ერთჯერადი დოზის მიღებისას მიიღწევა 1 საათის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 4-6 საათის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში არტერიული წნევის ოპტიმალური დაწევისათვის საჭიროა პრეპარატის მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას აქტიური ნივთიერება აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 60%-ით. საკვების მიღება არ მოქმედებს აბსორბციაზე. ჰიდროლიზის მეშვეობით მეტაბოლიზირდება ენალაპრილატად, რომელიც არის უფრო აქტიური ინჰიბიტორი, ვიდრე ენალაპრილი. ენალაპრილის მაქსიმალური კონცეტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 საათის შემდეგ, ხოლო ენალაპრილატის 3-4 საათის შემდეგ. მიღებული პრეპარატის 94% ენალაპრილის და ენალაპრილატის სახით გამოიყოფა თირკმელებით ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეცის მეშვეობით. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმელების მძიმე უკმარისობის დროს ეს მონაცემები ხანგრძლივდება.

ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტონია (როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან;
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინაციაში საგულე გლუკოზიდებთან ან დიურეტიკებთან).

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ჰიპერკალიემია;
ფეხმძიმობა და ლაქტაცია;
ბავშვთა ასაკი.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის სადღეღამისო დოზა ვარირებს 10მგ-დან 40მგ-მდე 1-2 ჯერ. მაქსიმალური დოზა სადღეღამისო შეადგენს 80მგ.
არტერიული ჰიპერტენზიის მონოთერაპიის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 5მგ 1 ჯერ დღეში. უეფექტობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-40მგ 1 ან 2 ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზა დგინდება 2-4 კვირის განმავლობაში. იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, ედნიტის საწყისი დოზა შეადგენს 2,5მგ.
ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით და თანმხლები თირკმელების უკმარისობით ედნიტის დოზა განისაზღვრება კრეატინის კლირენსის (კკ) მიხედვით. თუ კკ 30მლ/წუთში მეტია – პრეპარატი ინიშნება დღეღამური საშუალო დოზით. თუ კკ 30მლ/წუთშია ან ნაკლები – საწყისი დოზა შეადგენს 2,5მგ. მაქსიმალური დღეღამის დოზა – 40მგ.
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს – ედნიტის საწყისი დოზაა 2,5მგ 1 ან 2 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის პირობებში დოზა იზრდება 5-20მგ-მდე 1-2 ჯერ დღეში.
ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით ან ჰიპონატრიემიით – პრეპარატი ინიშნება საწყისი დოზით 2,5მგ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. შეიძლება დოზის შემდგომი გაზრდა: თავიდან 2,5მგ 2ჯერ დღეში, შემდეგ – 5მგ 2 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, არითმია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა დაღლილობა, ძილიანობა.
გრძნობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაქვეითება, გემოვნების დარღვევა, ხმაური ყურებში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა, უმადობა, ყაბზობა, ჰეპატიტი,სიყვითლე, გლოსიტი, პირის სიმშრალე.
სასუნთქი ორგანოს მხრივ: ბრონქოსპაზმი, ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ინფილტრატი ფილტვებში, ქოშინი.
ალერგიული, ტოქსიკოალერგიული იმონოპათოლოგიური რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, წვა, ართრალგიები, ართრიტები, მიალგიები, ციება, მიოზიტი, ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი კანზე, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია ჰემოგლობინის დონის დაწევა, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი.
საშარდე სისტემის მხრივ: კრეატინინის და ნარჩენი აზოტის დონის მომატება სისხლში, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალიემია.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ავადმყოფებში რენოვასკულური ჰიპერტონიით, გამოხატული გულის უკმარისობით (განსაკუთრებით იმ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს), რადგანაც ამ შემთხვევაში მაღალია თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკი. თერაპიის პირველ კვირაში ნაჩვენებია თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტონიით, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, საჭიროა მათი მოხსნა 2-3 დღით ადრე ედნიტის დანიშვნამდე.
საჭიროა სიფრთხილე ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ კალიუმის პრეპარატებს, რადგანაც ამ შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საჭიროა სიფრთხილე ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. პრეპარატის უეცარი მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის გაზრდას.
ედნიტის გამოყენებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

ჭარბი დოზირება და ინტოქსიკაცია:
სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია.
მკურნალობა: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ედნიტის და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას მისი ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება. კალიუმის პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. ასეთი კომბინაციის დროს საჭიროა სისხლში კალიუმის დონის ხშირი შემოწმება.
სანარკოზო საშუალებებთან ერთდროული დანიშვნისას შეიძლება გაძლიერდეს ედნიტის ჰიპოტენზიური ეფექტი.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ვითარდება ტოქსიურობის ნიშნები, რის გამოც საჭიროა ლითიუმის დონის შემოწმება სისხლში.

შენახვის ვადა:
3 წელი

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-300C.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:
20 ტაბლეტი

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი
ს.ს. “გედეონ რიხტერი”