დონსირი #30კაფს
გააზიარე:
დონსირი
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი - 180 მგ;
ქონდროიტინის სულფატი - 150 მგ;
ავოკადოსა და სოიოს ზეთების გაუსაპნავი ნაერთები - 55 მგ;
მეთილსულფონილმეთანი (MSM) - 50 მგ;
ბამბუკის (Bambusa vulgaris) ღეროს მშრალი ექსტრაქტი - 2,5 მგ, სტანდარტიზირებული (4:1) 10 მგ მცენარეული ნივთიერების შემცველობით.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გამოყენების ჩვენებები
• სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები: ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი და სხვა;
• რევმატოიდული ართრიტი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენის მიზნით;
• ოსტეოპათია, ქონდროპათია, ქონდრომალაცია, პაროდონტოპათია;
• ფიზიკური გადატვირთვის შედეგად სახსრების დაზიანების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის სპორტული დაზიანებები);
• გამოჯანმრთელების პერიოდი ძვლის მოტეხილობების შემდეგ (ძვლის კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად);
• საყრდენ-მამოძრავებელ სისტემის ტრავმები და ოპერაციული ჩარევები.
დოზირება
მიიღება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის დროს წყალთან ერთად.
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ მიეკუთვება სამკურნალწამლო საშუალებებს.
არ შეიცავს გმო-ს.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა
15 კაფსულა ბლისტერზე; 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
GMG Poland.