ვიუსიდი 4გ #90პაკ

ვიუსიდი 4გ #90პაკ

401.40 ლარი 341.19 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: კატალიზის
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიცირიზინის მჟ+გლუკოზამინი+ვიტ.ცე+ბ6+ბ12+ბ9+ბ5
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 137609
გააზიარე:

 

ვიუსიდი 4გ #90პა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ინტერფერონის ინდუქტორი, იმუნომოდულატორი, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფხვნილი: პაკეტში 4.5 გ, შეფუთვაში 90 ც.

1 პაკ.

გლიცირიზინის მჟავა .............0.0469 გ

გლუკოზამინი ......................... 0.69 გ

არგინინი  .................................. 0.72 გ

გლიცინი ...................................0.393 გ

ასკორბინის მჟავა ....................0.0435 გ

პირიდოქსინი ..........................0.00059 გ

კალციუმის პანტოთენატი ....0.0022

თუთიის სულფატი ................0.005 გ

ფოლის მჟავა ............................0.0068 გ

ციანოკობალამინი   .................0.000395 გ

მალეინის მჟავა ........................0.704 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის მეტილპარაბენი, სახარინი, მალტოდექსტრინი.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

ვიუსიდის აქტივირებული კომპონენტების კომპლექსი უზრუნველყოფს მის ბიოლოგიურ და კლინიკურ ეფექტურობას. ვიუსიდის ძირითადი თვისებები:

- ანტივირუსული: მოქმედებს ჰეპატიტ A, B, C, აივ ვირუსებზე; მარტივი ჰერპესის I, II ტიპების ვირუსებზე; ჰერპეს ზოსტერზე, ციტომეგალოვირუსზე, პაპილომავირუსზე; რამდენჯერმე ამცირებს სისხლის ვირუსულ დატვირთვას აივ-თი ინფიცირებულ პაციენტებში;

- ახდენს ჰეპატოციტების მემბრანის სტაბილიზებას;

- აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ციროზის შემთხვევაში, წინაღმდეგობას უწევს ჰეპატოცელულარული კარცინომის წარმოქმნას;

- ახდენს იმუნოსტიმულირებას: ზრდის სდ4 უჯრედების დონეს სისხლში, ახდენს ჰემო- და ლეიკოპოეზის სტიმულირებას;

- წარმოადგენს ინტერფერონის ინდუქტორს: ზრდის ალფა-ინტერფერონის სინთეზს, ალფა-ინტერფერონთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან სინერგიულად მოქმედებს, ხსნის მათ გვერდით ეფექტებს, ამცირებს ჰეპატოტოქსიკური სინდრომის გამოვლენას;

- თრგუნავს ანტიგენ-სპეციფიკური T-ქილერების სინთეზს, რომლებიც აზიანებს ჰეპატოციტს ჰეპატიტის დროს;

- ანტიოქსიდანტური: ხელს უშლის თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების პეროქსიდულ დაჟანგვას;

- ანთების საწინაღმდეგო: ალერგიის საწინაღმდეგო, წყლულის საწინააღმდეგო (ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას);

- ახდენს თირკმელზედა გარსის სტიმულირებას;

- ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისა და აუცილებელი ვიტამინებისა და ამინომჟავების მარაგის შევსების ხარჯზე გააჩნია ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება.

 

ჩვენებები

ვიუსიდი გამოიყენება, როგორც კომპლექსური, ასევე მონოთერაპიისას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ:
A, B, C,  ჰეპატიტები, ჰერპესული ინფექციები: ვპგ-I, ვპგ-II, ჰერპესი ზოსტერი, ციტომეგალოვირუსი, აივ ინფექცია, კანის დაავადებებისას, უროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რომლებიც დაკავშირებულია იმუნური სისტემის შესუსტებასთან.
ვიუსიდი მოქმედებს, როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, ასევე ხსნის ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თერაპიის გვერდით ეფექტებს.
ვიუსიდი გამოიყენება როგორც პალიატიური საშუალება ონკოლოგიური დაავადებებისას: ღვიძლის კარცინომა, ლიმფოგრანულომატოზი, იდიოპათური ჰემორაგია, ქიმიური თერაპიის ჩატარებისას ახდენს დეტოქსიკაციურ, ჰემოლეიკოპოეზურ მოქმედებას.
ვიუსიდი ეფექტურია ნევროლოგიური მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ასთენია, დეპრესია, უძილობა, თავის ტკივილები, ამაღლებული აღგზნებადობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სისუსტე, დაღლილობა.
 ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობა მატულობს ღვიძლის, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე (ტუბერკულოზი, პლევრიტი, აბსცესირებადი პნევმონია) აივ-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას.
შეიძლება იქნას გამოყენებული მრვი-ს, გრიპის პროფილაქტიკისათვის.

მიღებისწესიდადოზირება

გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (15-20 მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე.

ისეთი მწვავე ვირუსული ინფექციების მკურნალობისას, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი, მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, ვირუსული პაროტიტი, პაპილომავირუსი:

მოზრდილებისათვის რეკომენდებულია 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში.

მწვავე ვირუსული B, C ჰეპატიტისას: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში (ხანგრძლივობა 3 თვე).

ბავშვების ისეთი ვირუსული ინფექციებისასროგორიცააწითურა, წითელა, ჩუტყვავილა:

წლამდე: 1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში;

3-7 წლამდე: 1/3 პაკეტი 3-ჯერ დღეში;

7-12 წლამდე: 1/2 პაკეტი 3-ჯერ დღეში.

აივ ინფექციისას1 პაკეტი 2-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში, შემდეგ მხარდამჭერი დოზა შეადგენს 1-2 პაკეტს 3-ჯერ კვირაში (ხანგრძლივად).

ჰეპატიტის ქრონიკული ფორმებისას: 1-2 პაკეტი დღეში, 2-3 თვის განმავლობაში.

გრიპისმწვავე ესპირატორულ ირუსული ინფექციებისმწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისას: 2 პაკეტი დღეში.

დერმატოზისას თანმდევი იმუნოდეფიციტით (ფსორიაზი, წითელი მგლურა, სხვადასხვა ფერის სირსველი და სხვა): 2 პაკეტი დღეში პათოგენეზურ თერაპიასთან კომპლექსში.

კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, საჭმლის მიღებიდან 30 წუთში.

ძირითად თერაპიასთან კომბინაციაში სხვადასხვა დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია იმუნოდეციფიტური მდგომარეობის განვითარებასთან: 2 პაკეტი დღეში მთელი თერაპიული კურსის განმავლობაში.

 

გვერდითიმოვლენები

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ (მაგ., ასკორბინის მჟავა, ვიტამინი B6). ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს ტრანსამინაზას აქტიურობის ზრდა. ამ შემთხვევაში 12 კვირის განმავლობაში სასურველია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შემდეგ შემცირებული დოზით მიღების გაგრძელება: 1 პაკეტი დღეში 2-ჯერ. 10 დღის შემდეგ უნდა დადგინდეს ასტ და ალტ აქტივობა. ტრანსამინაზების მაღალი აქტივობის შენარჩუნების შემთხვევაში (ვიუსიდის მიღებამდე მდგომარეობასთან შედარებით) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

 

უკუჩვენებები

- ინდივიდუალური აუტანლობა;

- მაქსიმალური ინტენსივობის ქრონიკული ჰეპატიტი.

 

განსაკუთრებულიმითითებები

მკურნალობის კურსის დაწყებამდე, ალერგიული რეაქციების თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია საცდელი დანიშნულების ჩატარება მინიმალურ დოზებით (1/4 პაკეტი 2-ჯერ დღეში 2-3 დღის განმავლობაში).

 

სხვაწამლებთანურთიერთქმედება

- არ არის რეკომენდებული ვიუსიდის მიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შედის მის შემადგენლობაში: ვიტამინები B1, B6, B12 ჯგუფის, ფოლის მჟავა, ვიტამინები A,C, გლიცინი, კალციუმის პანტოთენატი, ესენციალე და სხვა კომპლექსური პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ვიუსიდის კომპონენტები.

-მოქმედებს ანტივირუსულ პრეპარატებთან აციკლოვირთან და განციკლოვირთან სინერგიულად. ხსნის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების გვერდით ეფექტებს.

-ვიუსიდის მიღებისას გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად რეკომენდებულია ვიუსიდის დოზის შემცირება.

 

შენახვისპირობები

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგნ დაცულ ადგილას.

 

ვარგისობისვადა: 3 წელი.

 

მწარმოებელი: CATALYSIS S.A., ესპანეთი.