ფსორეტინი 10მგ #100კაფს(თურქ)
გააზიარე:
ფსორეტინი 10 მგ მკვრივი კაფსულა
გამოყენების ინსტრუქცია
ფსორეტინი 10 მგ მკვრივი კაფსულა
განკუთვნილია პირის გზით (ორალური) მიღებისთვის
|
გაფრთხილება მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება სერიოზული მავნე ზემოქმედება მოხდინოს. ქალებმა, ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ. თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, პრეპარატი არ გამოიყენოთ |
- მოქმედი ნივთიერება: თითოეული მკვრივი კაფსულა 10 მგ აციტრეტინს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 101, გამომშრალი გლუკოზის სიროფი, ნატრიუმის ასკორბატი, ჟელატინი (მსხვილფეხა რქოსანისგან წარმოებული ჟელატინი), პროპილენ გლიკოლი, ეთანოლი, რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
Ø აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი
უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.
|
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
- რა არის და რისთვის გამოიყენება ფსორეტინი?
- ფსორეტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
- როგორ გამოიყენება ფსორეტინი?
- რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
- ფსორეტინი შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ფსორეტინი?
ფსორეტინი 10მგ მკვრივი კაფსულა, ეს არის რეტინოიდების ჯგუფში შემავალი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.
ფსორეტინი, გამოიყენება კანის გასქელებით და აქერცვლით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ.
კანის აღნიშნული დაავადებებია:
- · სხეულის სხვადასხვა მიდამოებში გავრცელებული სახით გამოვლენილი ფსორიაზი
- · კანის სიმშრალე და თევზის კანის მსგავსი ქერცლით დაფარვა, ე.წ. იხთიოზი
- · მძიმე და სხვა ტიპის მკურნალობების მიმართ კერატინიზაციის დარღვევების (დარიერის დაავადება) რეზისტენტული ფორმები
პრეპარატის ეფექტი, კანის ნორმალურ ზრდასა და ფორმირებაზე დახმარებით ვლინდება.
ფსორეტინის თითოეული კაფსულა 10 მგ აციტრეტინს შეიცავს. კაფსულის სხეული თეთრი ფერისაა, სახურავი კი შოკოლადისფერი-ყავისფერი ფერის მკვრივი ჟელატინის კაფსული სახითაა წარმოდგენილი. ერთი კოლოფი 30 და ან 100 ცალ კაფსულას შეიცავს.
ფსორეტინით მკურნალობა დერმატოლოგის (კანის დაავადებების მკურნალობაში გამოცდილი ექიმი) ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოხდეს.
აღნიშნული პროდუქტი მსხვილფეხა რქოსანის წარმოშობის ჟელატინს შეიცავს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე წამლის გამოყენება არ შეწყვიტოთ.
2. ფსორეტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ფსორეტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ,
- · ორსულად ხართ და ან ორსულობას გეგემავთ,
- · ორსულობის ალბათობა არსებობს, საჭიროა გაითვალისწინოთ ნაწილი- ,,ორსულობა და ორსულობის თავიდან აცილების პროგრამა’’-ში მოცემული ინფორმაცია. იხილეთ ნაწილი ,,გაფრთხილებები და თავიდან აცილების გზები’’.
- · ღვიძლის და ან თირკმლების დაავადება გაქვთ,
- · ბავშვს ძუძუთი კვებავთ,
- · ტეტრაციკლინების ჯგუფიდან რომელიმე ანტიბიოტიკს (ინფექციის გამო) და ან მეტოტრექსატის (კანის პრობლემების, სახსრების ანთების და ან სიმსივნის გამო) შემცველ წამალს ღებულობთ,
- · სისხლში ცხიმების დონე ძალიან მაღალია,
- · დიდი რაოდენობით ვიტ. A-ს შემცველ წამალს ღებულობთ,
- · ბავშვებში (ექიმის მიერ აშკარა საჭიროების გადაწყვეტილების გარეშე) არ გამოიყენოთ,
- · მოქმედი ნითიერების-აციტრეტინის და ან ფსორეტინის შემადგენლობაშ არსებული სხვა ნაერთებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ,
- · იზოტრეტინოინის და ტაზაროტენის მსგავს, რეტინოიდების შემცველ სხვა წამლებს ღებულობთ.
ორსულ ქალებში ფსორეტინი არ უნდა იქნას გამოყენებული.
აღნიშნულმა წამალმა, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება სერიოზული მავნე ზემოქმედება მოახდინოს. ( წამლის ,,ტერატოგენულობა’’ ცნობილია). მუცლად მყოფ ბავშვთან შეიძლება განაპირობოს თავის ტვინის, სახის, ყურის, თვალის, გულის და ზოგიერთი სეკრეციული ჯირკვლის (თიმუსის და პარათიროიდული ჯირკვლის) სერიოზული ანორმალობა. გარდა ამისა, არსებულ დაბალ რისკსაც ზრდის. აღნიშნული პათოლოგიები, ფსორეტინის ორსულობის მხოლოდ ხანმოკლე პერიოდში გამოყენების შემთხვევაშიც შეიძლება გამოვლინდეს.
- · თუ, ორსულად ხართ და ან ფიქრობთ რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ფსორეტინი არ უნდა გამოიყენოთ.
- · თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფსორეტინი არ უნდა გამოიყენოთ. არსებობს წამლის დედის რძეში გადასვლის ალბათობა, რამაც შეიძლება ბავშვს ავნოს.
- · თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობის განვითარების ალბათობა არსებობს, ფსორეტინი არ უნდა გამოიყენოთ.
- · ფსორეტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 3 წლის განმავლობაში ორსულობა თავიდან უნდა აიცილოთ, რადგანაც სხეულში ჯერ კიდევ დარჩენილია წამლის გარკვეული რაოდენობა.
ფსორეტინი, ორსულობის ალბათობის მქონე ქალებში რეკომენდაციების მკაცრი დაცვით ენიშნებათ. აღნიშნულის მიზეზი, მუცლად მყოფ ბავშვზე სერიოზული მავნე ზემოქმედების რისკია.
აღნიშნული რეკომენდაციები ქვემოთაა მოცემული:
- · ექიმმა, მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედების რისკის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, უნდა აგიხსნათ თუ რატომ არ უნდა დაორსულდეთ და ორსულობის თავიდან აცილების მიზნით რა უნდა გააკეთოთ,
- · კონტრაცეფციის შესახებ (ჩასახვის საწინააღმდგიო მეთოდი) ექიმისგან კონსულტაცია მიღებული უნდა გქონდეთ. ექიმი, ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ინფორმაციას მოგაწვდით და ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების და რეკომენდაციების მისაღებად ექიმ სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.
- · მკურნალობის დაწყებამდე, ექიმი ორსულობის ტესტს მოითხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ ფსორეტინით მკურნალობის დაწყებამდე ორსულობის არ არსებობს.
ქალებმა, ფსორეტინით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პერიოდში და შემდგომ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
- · საჭიროა, ძალიან საიმედო სულ ცოტა ერთი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის (მაგ. საშვილოსნოს შიგა სპირალი და ან კონტრაცეპტული იმპლანტი) და ან განსხვავებული მექანიზმებით მიღებული ეფექტის მქონე მეთოდების (მაგ. ერთი ჰორმონალური კონტრაცეპტივი აბის სახით და ერთი კონდომი (პრეზერვატივი) გამოყენება. თქვენთვის უფრო შესაბამისი მეთოდის შერჩევისთვის, ექიმი სპეციალისტისგან რეკომენდაციები უნდა მიიღოთ.
- · ფსორეტინით მკურნალობის დაწყებამდე 1 თვით ადრე, მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.
- · იმის მიუხედავად, რომ მენსტრუალური ციკლი არა გაქვთ და ან სექსუალურად აქტიური არა ხართ, კონტრაცეფცია აუცილებლად უნდა გამოიყენოთ (მანამ, სანამ ექიმი კონტრაცეფციის აუცილებლობის მოთხოვნას არ მოხსნის).
ქალებმა, ფსორეტინის გამოყენებამდე, გამოყენების პერიოდში და გამოყენების დასრულების შემდეგ ორსულობის ტესტის გაკეთებაზე თანხმობა უნდა გამოაცხადოს.
- · მკურნალობაზე კონტროლის მიზნით, ყოველ თვეში სასურველია ექიმთან რეგულარული ვიზიტი.
- · სასურველია, მკურნალობის დროს, ყველა თვეში და მკურნალობის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი, სანამ წამალი ორგანიზმში ჯერ კიდევ დარჩენილია, ფსორეტინის გამოყენების შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში ყოველ 1 თვეში და ან ყოველ 3 თვეში ერთხელ რეგულარულად ორსულობის ტესტის გაიკეთება, რაზეც თანხმობა უნდა განაცხადოთ. (სანამ ექიმი აღნიშნულს საჭიროდ აღარ ჩათვლის).
- · ექიმის მოთხოვნით, ორსულობის დამატებითი ტესტების გაკეთებაზე თანხმობა უნდა განაცხადოთ.
- · მკურნალობის დროს და ან 3 წლის შემდეგ ორსულობა თავიდან უნდა აიცილოთ, რადგანაც სხეულში წამალი ჯერ კიდევ შეიზლება იყოს დარჩენილი.
- · ექიმი, ყველა აღნიშნული მდგომარეობის შესახებ საკონტროლო კითხვარის ჩამონათვალით გაგესაუბრებათ და თქვენგან ხელმოწერას მოითხოვს.
აღნიშნული ფორმა, ადასტურებს რომ რისკების შესახებ ინფორმირებული ხართ და ზემოთ ჩამოთვლილ წესებს მკაცრად დაიცავთ.
თუ, ფსორეტინის გამოყენების დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე წამლის მიღება შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმი, საჭირო რეკომენდაციების მისაღებად სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.
გარდა ამისა, თუ ფსორეტინით მკურნალობის დასრულების შემდეგ 3 წლის განმავლობაში ორსულობა დაფიქსირდება, კონსულტაციისთვის ექიმს მიამრთეთ. ექიმი, საჭირო რეკომენდაციების მისაღებად სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.
რეკომენდაციები მამაკაცებისთვის
ფსორეტინის მომხმარებელი მამაკაცების სათესლე ჯირკვლებში ორალური რეტინოიდების დონე იმდენად დაბალია, რომ პარტნიორის მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, თუმცა თქვენი წამალი სხვას მაინც არ უნდა გაუზიაროთ.
დამატებითი ზომები:
აღნიშნული წამალი სხვას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ. გთხოვთ, მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი და გამოუყენებელი ყველა კაფსულა ფარმაცევტს ჩააბარეთ.
ფსორეტინით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეჩერებიდან შემდგომი 3 წლის განმავლობაში სისხლის დონაცია არ უნდა განახორციელოთ, რადგანაც თუ რეციპიენტი (სისხლის მიმღები)ორსული ავადმყოფი იქნება, მუცლად მყოფ ბავშვზე მავნე ზემოქმედების ალბათობა არსებობს.
ორსულობა, ლაქტაცია და შობადობა
ორსულობასა და შობადობის რეგულაციასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი ,,ორსულობა და ორსულობის თავიდან აცილების გეგმა’’.
ფსორეტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
- · თქვენთან და ან თქვენი ოჯახის წევრთან აღინიშნება სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის სახეობა) და ან ქოლესტერინის მაღალი დონე, თუ ჭარბი წონა გაქვთ, ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ და ან გულის პრობლემებთან დაკაშირებული რისკები მაღალი გაქვთ (თუ, მკურნალობის დროს სისხლში ტრიგლიცერიდების და ან ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდება, საჭიროა დაბალ ცხიმოვანი დიეტა). ამ დროს ექიმი ხშირად მოითხოვს სისხლის ანალიზების გადამოწმებას.
- · თქვენთან და ან თქვენი უჯახის წევრთან აღინიშნება დიაბეტი (ფსორეტინმა შეიძლება სისხლში გლუკოზის დონე დაარღვიოს, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულარული გადამოწმება, თუ ნორმის ფარგლებს გასცდება, თქვენს ექიმს აცნობეთ).
- · ფსორეტინის გამოყენების დროს და მკურნალობის შემდეგ 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელი არ უნდა მიიღოთ.
- · ვიტამინი A დღიურად რეკომენდირებულ დოზას არ გადააჭარბოთ (თუ, ვიტამინს ღებულობთ, გადაამოწმეთ ვიტ.A შემცველობა).
- · თუ, ფენიტოინს ღებულობთ, თქვენს ექიმს უთხარით (ეპილეფსიის სამკურალოდ გამოყენებული წამალი).
- · აღნიშნული წამლის გამოყენების დროს მზის სხივების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება მოიმატოს, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. მზეზე გასვლის დროს კანზე მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ.
- · აღნიშნულმა წამლმა შეიძლება ზემოქმდება მოახდინოს ღამის მხედველობაზე. შეიძლება განვითარდეს თვალის სიმშრალე და მხედველობის პრობლემები. ასეთი მდგომარეობის გამოვლინებისას, თქვენს ექიმს აცნობეთ. ღამით ტრანსპორტის ტარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
- · იშვიათად, თვალში შეიძლება წყლული გაჩნდეს. თუ, თვალის ტკივილი გაქვთ (ზოგჯერ სინათლიმ მიმართ მგრძნობელობა და ან მხედველობის შემღვრევა), მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
- · ქალები და მამაკაცები, რომლებმაც ფსორეტინით მკურნალობა უკვე ჩაიტარეს, მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულების შემდეგ მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისხლის დონაციას ვერ განახორციელებენ.
- · ფსორეტინის გამოყენებამ შეიძლება ქალას შიგა წნევის მომატება გამოიწვიოს, თუ ასეთი მდგომარეობა გამოვლინდბა, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ.
- · ბავშვებსა და ზრდასრულებში ფსორეტინით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება ძვლების დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ თქვენი ექიმის მიერ პერიოდულად მოხდება მდგომარეობის გადამოწმება.
- · თუ, ძვლებსა და ან კუნთებში რაიმე სახის ტკივილს იგრძნობთ, თქვენს ექიმს უთხარით. ექიმი, მკურნალობის გაგრძელების და ან შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.
- · ფსორეტინის მაღალი დოზებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, აგრესიულობა, დეპრესიის მსგავსი ფსიქიკური დარღვევები.
- · ძალიან იშვიათად დაფიქსირებულია წვრილ სისხლძარღვებში (კაპილარებში) გაჟონვა (კაპილარული გაჟონვის სინდრომი/ რეტინოინის მჟავის სინდრომი). აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), შეშუპება (შესივების გამომწვევი სითხის შეკავება) და შოკი (გონების დაკარგვა).
- · ძალიან იშვიათად კანზე ეიძლება გამოვლინდეს ურტიკარია (ჭინჭრის ციება), აქერცვლა და ან აშრევების მსგავსი სიმპტომებით კანის სერიოზული რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი).
- · ბავშვთა ასაკის ავადმყოფებში შეიძლება შეიქმნას ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარების პრობლემები. ფსორეტინი აღნიშნულ ასაკში მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით, აშკარა აუცილებლობის დროს შეიძლება გამოყენება.
- · აციტრეტინით მკურნალობამ შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. თუ, აღნიშნული სიმპტომი გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ფსორეტინის გამოყენებამდე თქვენს ექიმს გაესაუბრეთ:
-თუ, დეპრესია, აგრესიისკენ გადახრა და ან სულიერი მდგომარეობის (გუნება-განწყობის) ცვლილებების მსგავსი ფსიქიკური და ან გონებრივი მდგომარეობის პრობლემები გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნულის მიზეზი შეძლება ფსორეტინის გამოყენება იყოს.
სულიერი და გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემები
სულიერ მდგომარეობასა და ქცევებში რაიმე სახის ცვლილებების გაჩენა შეიძლება თქვენ ვერ შეამჩნიოთ, ამიტომ მეგობრებსა და ოჯახს უნდა უთხრათ, რომ ამ წმალის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სულიერი მდგომარეობის და ქცევების ცვლილებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ცვლილების დროული შემცნევა და ექიმთან გასაუბრება აუცილებელია.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმერ დროს თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ფსორეტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფსორეტინის მიღება სასურველია საკვების მიღების დროს და ან რძესთან ერთად.
მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებმა ფსორეტინით მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან მომდოვნო 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლი (სასმელში, საკვებში და ან წამლით) არ უნდა მიიღონ. ფსორეტინის და ალკოჰოლის ერთდროული მიღების შედეგად შეიძლება ისეთი ტოქსიკური ნაერთი (ეტრეტინატი) წარმოქმნას, რომლის სხეულიდან გამოყოფას ძალიან დიდი დრო ესაჭიროება.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
|
1.ფსორეტინის გამოყენების დროს არავითარ შემთხვევაში ორსულობა არ უნდა მოხდეს. 2. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის არ არსებობის ზუსტი მტკიცებულება. 3..ორსულობის დროს ფსორეტინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის ინვალიდობა. 4..წამლის სხეულში დაგროვების გამო, მკურნალობის დასრულების შემდეგ მომდევნო 3 წლის განმავლობაში ორსულობა არ უნდა მოხდეს. (არსებობს ანომალიის ალბათობა). 5. მკურნალობის დაწყებამდე 4 კვირით ადრე, წამლის გამოყენების პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ეფექტური ჩაახვის საწინააღმდეგო მეთოდის მიუხედავად, თუ წამლის გამოყენების დროს და ან მკურნალობიდან 3 წლის განმავლობაში ორსულობა დაფიქსირდება და ან ორსულობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. 6. ფსორეტინის მომხმარებელმა მდედრობითი სქესის ავადმყოფებმა მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვონ. 7..წამლის გამოყენების დროს და მკურნალობის დასრულებიდან მომდევნო 2 თვის განმავლობაში ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელები არ უნდა მიიღოთ. 8..წამლის გამოყენების დროს და მკურნალობის დასრულებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისხლის დონაცია აკრძალულია. 9. წამლის გამოყენების პროცესში ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად შეგიძლიათ მზის აბაზანები მიიღოთ. 10. წამლის მიღების დროს ვიტ.A შემცველი სხვა წამლები არ გამოიყენოთ. 11. თქვენს ხელთ არსებული წამლის შეძენა მხოლოდ აფთიაქიდან, მხოლოდ ექიმთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტის-,,რეცეპტი და ავადმყოფის თანხმობის ფორმა’’ სანაცვლოდ შეგიძლიათ. აღნიშნული ფორმის ხელმოწერამდე, უკანა ზედაპირზე არსებული გაფრთხილება და ინფორმაცია სრულად წაკითხული და გააზრებული უნდა გქონდეთ. 12. თქვენი ექიმი, წამლის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ რაიმე სახის საყოყმანო საკითხის გაჩენისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ. 13. წამალი, მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, სხვას არ მისცეთ და რეკომენდცია არ გაუწიოთ. |
- · თქვენი ექიმი, მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გაკეთებული ორსულობის ტესტის პასუხს მოითხოვს, რომელიც ნეგატიური უნდა იყოს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში შეიძლება ორსულობის ტესტის გაკეთება განმეორებით მოითხოვოს.
- · ფსორეტინის მიღება, ორსულობის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღებიდან მომდევნო მენსტრუალურ ციკლის მე-2 და ან მე-3 დღიდან დაიწყეთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დაფიქსირება, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
ამ წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ფსორეტინის გამოყენების პერიოდში და მკურნალობის დასრულების შემდეგ ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ფსორეტინით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის გაუარესება ღამით, ამიტომ ღამით ავტომობილის და მექანიზმების მართვის დროს სიფთხილე გამოიჩინეთ.
სისხლის დონაციის შესახებ მნიშვნელოვანი გაფრთხილება
ფსორეტინის გამოყენების დროს და გამოყენების შეწყვეტიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში სისხლის დონაცია არ უნდა განახორციელოთ.
ფსორეტინის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი გლუკოზას შეიცავს. თუ ექიმის მიერ ადრე მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, მოცემული სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ფსორეტინი;
- · A ვიტამითან და სხვა რეტინოიდებთან ერთად,
- · ფენიტოინთან (ეპილეფსიის სამკურნალოდ იყენებენ) ერთად,
- · ტეტრაციკლინებთან (ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკი) ერთად,
- · მეტოტრექსატთან (კანის პრობლემების, სახსრების ანთების და ან სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება) ერთად,
- · მხოლოდ დაბალი დოზით პროგესტერონის შემცველ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან (მინიპრილი) ერთად არ გამოიყენოთ.
გთხოვთ ჩაინიშნეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების მიმართ იგულისხმება ადრე გამოყენებული და ან მომავალში დაგეგმილი პრეპარატების მიღებაც.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ფსორეტინი ?
ფსორეტინი, ყოველთვის ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად მიიღეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :
ზრდასრულებსა და ხანდაზმულებითვის განსაზღვრული დოზა ქვემოთაა მოცემული:
- · ზრდასრულებსა და ხანდაზმულებისთვის ჩვეული საწყისი დოზაა 25 მგ და ან 30 მგ დღეში ერთხელ.
- · 2 და ან 4 კვირის შემდეგ ექიმის წამლის ეფექტს და თქვენს მდგომარეობას შეაფასებს და აღნიშნულთან დაკავშირებით დოზას შეიძლება გაზრდის და ან შეამცირებს.
- · დღიური მაქსიმალური დოზა 75 მგ-ია.
- · ფსორეტინი, ავადმყოფთა უმრავლესობაში 3 თვის განმავლობაში გამოიყენება. თუმცა გამოყენების ზუსტ ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. ფსორეტინის ერთჯერადი გამოყენება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ფსორეტინი დღეში ერთხელ, საკვებთან და ან რძესთან ერთად მიიღება.
კაფსულები, მთლიანი სახით უნდა გადაიყლაპოს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ფსორეტინი, ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული. ფსორეტინი ბავშვებში ძვლის ზრდის ცვლილებებს იწვევს. თუ ფსორეტინის ბავშვთან გამოყენება იგეგემება, სწორ დოზას ექიმი განსაზღვრავს. დოზა, სხეულის წონის შესაბამისად გამოითვლება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში გამოყენების დეტალები ზრდასრულებთან რეკომენდაციის ანალოგიურია.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის და ან ღვიძლის უკმარისობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
|
1..ფსორეტინის გამოყენების დროს ორსულობა კატეგორიულად არ უნდა განვითარდეს. 2.მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად დადასტურებული უნდა იყოს ორსულობის არ არსებობა. 3.ორსულობის დროს ფსორეტინის გამოყენება გამოიწვევს ბავშვის ინვალიდობას. 4.წამლის სხეულში დაგროვების გამო, მკურნალობის დასრულებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში ორსულობა თავიდან უნდა აიცილოთ (ბავშვი შეიძლება ანომალიით დაიბადოს). 5. მკურნალობის დაწყებამდე 4 კვირით ადრე, წამლის გამოყენების პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ორსულობის თავიდან აცილების მიზნით ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის მიუხედავად, თუ წამლის გამოყენების დროს და ან მკურნალობიდან 3 წლის განმავლობაში ორსულობა დაფიქსირდება და ან ორსულობასთან დაკაშირებით ეჭვი გაჩნდება, სასწრაფოდ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. 6. ფსორეტინის მომხმარებელმა მდედრობითი სქესის ავადმყოფებმა მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვონ. |
თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აქ აღნიშნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
წამლის დროული მიღება არ დაგავიწყდეთ.
ფსორეტინით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს და გაცნობებთ. მკურნალობა, დროზე ადრე არ შეწყვიტოთ, რადგანაც სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
თუ,ფიქრობთ, რომ ფსორეტინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ფსორეტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
მწვავე ჭარბი დოზის მიღების შემთხვევებში, ფსორეტინი მაშინვე შეწყვეტილი უნდა იქნას.
თუ, ფსორეტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს დაუკავშირდით და ან უახლოეს საავადმყოფოს მიმართეთ. წამლის კოლოფი თან იქონიეთ.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტები:
თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, ღებინება, გაბრუება, ქავილი, ადვილად გაღიზიანება.
თუ, ფსორეტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
თუ, ფსორეტინის მიღება დაგავიწყდებათ:
წამლის მიღება არ დაგავიწყდეთ. თუ წამლის 1 დოზის მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, დავიწყებული დოზა მიიღეთ. თუ, ძალიან გვიან გაგახსენდებათ, მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოსაა, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ჩვეულ დროზე მიიღეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ფსორეტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია არ არსებობს.
ფსორეტინით მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს. მკურნალობა, დროს ადრე და ექიმის ინფორმირების გარეშე არ შეწყვიტოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ფსორეტინის გამოყენების დროსაც შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდით ეფექტებო კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი : 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი : ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ფსორეტინის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
- · ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და მხედველობის დარღვევები. ყველა აღნიშნული შეიძლება ქალას შიგა წნევის მომატებასთნ იყოს დაკავშირებული (ძალიან იშვიათი-10.000-დან 1 ადამიანში ვლინდება).
- · კანზე გამონაყარი, კანის შესივება და ქავილი, თვალების სიწითლე და შესივება, ცხვირის ძლიერი გაჭედვა, ასთმა და ან ხიხინის მსგავსი, უეცრად განვითარებული ალერგიული რეაქცია. რეაქცია შეიძლება იყოს მსუბუქი ხარისხის და ან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს (უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები).
- · კანის და ან თვალის სკლერების გაყვითლება, ეს მდგომარეობა სიყვითლის (ძალიან იშვიათი-10.000-დან 1 ადამიანთან ვლინდება) და ან ღვიძლის ანთების (ნაკლებად გავრცელებული- 100-დან 1 -მდე ადამიანთან ვლინდება) მაჩვენებელი შეიძლება იყოს. დანარჩენი ნიშნები შეიძლება იყოს: მადის დაკარგვა, ცხელება, ზოგადი უხასიათობა, გულისრევა, შარდის ფერის გამუქება და მუცელში დისკომფორტის შეგრძნება.
- · წვრილი სისხლძარღვებიდან (კაპილარები) გაჟონვის გამომწვევი სერიოზული მდგომარეობა. (კაპილარული გაჟონვის სინდრომი/რეტინოიდული მჟავის სინდრომი). აღნიშნული მდგომარეობა მოიცავს: მძიმე ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაცემა), შეშუპებას (შესივების გამომწვევი სითხის შეკავება) და შოკს (კოლაფსი). ნიშნები: შესივება, გასქელება, სუნთქვის გაძნელება, კუჭის არეში კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, ზოგადი დაღლილობა და სისუსტე (უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტი).
- · კანზე გამონაყარი, სითხის შეკავება და ან აშრევების მსგავსი ნიშნები, რომელიც კანის სერიოზული რეაქციაა (ექსფოლიაციური დერმატიტი) (უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტი)
- · კუნთების, ძვლების და ან სახსრების ტკივილი. აღიშნული, ძვლის ზედაპირებზე ზედმეტი ზრდის პროცესის მაჩვენებელია. ფსორეტინის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება ასეთი მდგომარეობა განვითარდეს.
ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფსორეტინის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა დაგჭირდეთ.
დანარჩენი გვერდითი ეფექტები:
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან <1 შეიძლება გამოვლინდეს):
- · თვალების სიმშრალე, გაღიზიანება და ან შესივება. ამ მდგომარეობამ შეიძლება კონტაქტური ლინზების მიმართ ატოლერანტობა გამოიწვიოს;
- · ცხვირის გამოშრობა, გაღიზიანება და ან გამონადენი, ცხვირიდან სისხლდენა;
- · პირის სიმშრალე, წყურვილი;
- · ტუჩების სიმშრალე, რომელიც ცხიმოვანი კრემების გამოყენებით გადაივლის და ან ანთება. ქავილი, თმის ცვენა, ხელის და ან ფეხის გულების და ან სხეულის დანარჩენი ნაწილების კანის აშრევება;
- · ღვძლის ფუნქციების დარღვევა (სისხლის ანალიზით ვლინდება);
- · სისხლში ცხიმების დონის მომატება (სისხლის ანალიზით ვლინდება)
გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ვლინდება)
- · თავის ტკივილი
- · პირის ღრუს ანთება, მუცლის ტკივილი, დიარეა (ფაღარათი), გულისრევა, ღებინება;
- · ნაზი კანი, კანზე წებოვანების შეგრძნება და ან გამონაყარი, კანის ანთება, თმის სტრუქტურის ცვლილებები, ფრჩხილების მტვრევადობა, ფრჩხილის ირგვლივ კანის ინფექცია, კანის სიწითლე
- · სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი
- · ხელების, კოჭების და ფეხების შესივება
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1 და 1000- დან >1 ვლინდება)
- · თავბრუსხვევა
- · მხედველობის შემღვრევა
- · ღრძილების ანთება
- · კანზე, მაგ. პირის ირგვლივ ნახეთქები და ნახევები (ფიზურები) და ან წვრილი ხაზები (ჩხირის სახით), კანზე სითხის შეკავება და ანთება (ბულოზური დერმატიტი), კანის მზის სხივების მიმართ მგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაციური რეაქცია)
იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 ავადმყოფიდან <1 და 10.000 დან >1 ვლინდება)
- · პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ამ მდგომარეობაში შეიძლება გამოვლინდეს კუნთების სისუსტე, ხელების და ფეხების დაბუჟება და ან წვა, მჩხვლეტავი ტკივილი.
ტკივილის მსგავსი ნიშნები
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10.000 ავადმყოფიდან <1 ვლინდება)
- · ქალს შიგა წნევის მომატება
- · ღამის სიბრმავე, თვალის რქოვანას ანთება (წყლულოვანი კერატიტი)
- · კანის და ან თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე)
- · ძვლების ტკივილი, ძვლის ზრდის დარღვევები
უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია)
- · საშოს ინფექციები ( ცნობილია როგორც კანდიდას ან რძიანას ინფექცია);
- · სმენის დარღვევები, ყურებში ხმაური (ტინიტუსი);
- · წვრილ სისხლძარღვებში (კაპილარები) გაჟონვის გამომწვევი სერიოზული მდგომარეობა (კაპილარული გაჟონვის სინდრომი/რეტინოიდული მჟავის სინდრომი). აღნიშნული მდგომარეობა მოიცავს: მძიმე ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაცემა), შეშუპებას (შესივების გამომწვევი სითხის შეკავება) და შოკს (კოლაფსი).
- · შეხურება, ოფლიანობა, სახის კანის გაწითლება
- · გემოს შეგრძნების ცვლილებები, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
- · გამონაყარი, შეშუპება და ან კანის აშრევების მსგავსი კანის სერიოზული რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი);
- · კანის ზედაპირზე ადვილად სისხლმდენი პატარა წითელი შესივება და ან კვანძი (პიოგენური გრანულომა), კანის გათხელება;
- · პირის კუთხეებში ნახეთქები და ან იარები;
- · წარბების და ან წამწამების ცვენა (მადაროზი)
- · დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაუმჯობესება და ან გაუარესება
- · ზოგადად, თავის ცუდად ყოფნის შეგრძნება, დაბუჟება;
- · სახი, ტუჩების, ხახის და ან ენის შესივება (ანგიოედემა)
- · კანზე უსწორო ფომის, მკრთალი და წითელი ფერის, ფრაგმენტირებული სახით ძლიერი გამონაყარი ქავილით (ურტიკარია)
- · ხმის ჩახლ;ეჩა
მკურნალობის დასაწყისში ფსორიაზის ნიშნები შეიძლება გაუარესდეს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. ფსორეტინის შენახვა
ფსორეტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე, და ნესტისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფსორეტინი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
თუ, პროდუქტზე და/და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ფსორეტინი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ფარმა-ტეკის წამლის წარმოება და ვაჭრობა
უმრანიე /სტამბული
მწარმოებელი:
ს.ს. ფარმა-ტეკის წამლის წარმოება და ვაჭრობა
ცენტრი/ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 31.07.2019-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი










