ნანოსპირონი 1მგ/30მლ ნაზ/სპრ

ნანოსპირონი 1მგ/30მლ ნაზ/სპრ

37.00 ლარი
ქვეყანა: ავსტრია
მწარმოებელი: სს ასფარ ილაჩ ქოზმეთიქ გიდა ს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 136427
გააზიარე:

 ნანოსპირონი           

1. პროდუქტისდასახელებანანოსპირონის ნაზალური (ცხვირის) სპრეი დოზირების მექანიზით 1 მგ/30 მლ 

2. თვისებრივიდარაოდენობრივიშემადგენლობა/ აქტიურინივთიერება:  1 მლ ხსნარი შეიცავს  ნატრიუმ ქლორიდს 3%. ნატრიუმის ჰიალურონატს 1 გ, მეთილსულფონილმეთანს (მსმ) 1 გ, (დიმეთილ სულფონს), რესვერატოლს 0,57 გ ბეტა-გლუკანს 0,9გრ

3. ფარმაცევტულიფორმა: ნაზალური (ცხვირის) სპრეი დოზირების მექანიზით, უფერო, თითქმის უსუნო, გამჭვირვალე ხსნარი

4. ნანოსპირონისფარმაკოლოგიურითვისებები

4.1. ნანოსპირონის   ჩვენებები; ნანოსპირონის ნაჩვენებია ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში: 

- გაციების, სეზონური ალერგიის (თივის ცხელების) ან სხვა ალერგიული რინიტების, სინუსიტით გამოწვეული  ცხვირის  გაჭედილობის მოსახსნელად;

- პარანაზალური სინუსების დაავადებების დროს ხელს უწყობს გამონადენის დრენირებას,  

- შუა ყურის ანთების დროს ზრდის თერაპიულ ეფექტს და იწვევს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას,

- აადვილებს რინოსკოპიის პროცედურის ჩატარებას 

4.2. პოზოლოგიადაგამოყენებისფორმა;  პოზოლოგია/ გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა: 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული  ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ ექიმი სხვაგვარად არ გვირჩევს,   რეკომენდირებულია შემდეგი დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წელზე უფროსი ასაკიდან: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, 3-4-ჯერ დღეში. სხვა ვაზოკონსტრიქტორების მსგავსად, გახანგრძლივებულმა ან გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის უკუქცევითი დაგუბება. არ შეიძლება გამოყენება  5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

5. დამხმარენივთიერებებისსია

პოლისორბატი 20, დინატრიუმის EDTA, ბენზაკონიუმის ქლორიდი, გლიცერინი

6. ნანოსპირონისმიღებისწესი:

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წელზე უფროსი ასაკიდან: თუ ექიმი სხვაგვარად არ გვირჩევს,   რეკომენდირებულია შემდეგი დოზირება: ერთი შესხურება  თითოეულ ნესტოში, 3-4-ჯერ დღეში.

7. შენახვისპირობები:

ინახება სიცხისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილზე 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.  ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

8. გაფრთხილებები / უსაფრთხოებისზომები:

არ არის რეკომენდებული  გამოყენება  პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის უკუქცევითი დაგუბება.  არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. 

არ არის რეკომენდებული ვადაგასული პრეპარატის/პრეპარატების გამოყენება. არასასურველი/მოულოდნელი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს/ფარმაცევტს. უსაფრთხოება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ჩვილებში არ არის დადგენილი, ამის  გამო  პრეპარატის  გამოყენება არ არის რეკომენდებული.

9. ორსულობადალაქტაციისპერიოდი:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო რეკომენდირებულია გამოყენებისაგან თავის შეკავება /ან    ექიმის/ფარმაცევტის ნებართვით (მეთვალყურეობის ქვეშ) გამოყენება.

10. ნანოსპირონისგვერდითიმოვლენები:

მიუხედავად იმისა, რომ არ ცნობილი გვერდითი მოვლენების შესახებ, შესაძლოა განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, იშვიათად: ადგილობრივი წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან გამოშრობა, ისეთი გარდამავალი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისტემური ალერგიული რეაქციები.

11. ნანოსპირონისფარმაკოდინამიკურითვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტიკა ATC კოდი: R01A A07

12. ნანოსპირონისმოქმედებისმექანიზმი: სიმპათომიმეტური საშუალება ალფა-ადრენომიმეტიკური ეფექტით.

ნანოსპირონი, განკუთვნილია ადგილობრივად, ცხვირში გამოყენებისთვის, აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი და იწვევს ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას. განთავისუფლებული ცხვირი საშუალებას აძლევს პაციენტს ისუნთქოს თავისუფლად. 

ნანოსპირონი კარგად გადაიტანება მგრძნობიარე ლორწოვანი გარსის მქონე პაციენტების მიერ  და არ აზიანებს მუკოცილიარულ ფუნქციას.

გარდა ამისა, ნანოსპირონი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუში pH-ის დონის შენარჩუნებას.

13. ნანოსპირონისშეუთავსებლობა: პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

14. ნანოსპირონის  ვარგისიანობის  ვადა/ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა: 36 თვე

15. გამოშვებისფორმა: 30 მლ სპრეი დოზატორით მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის მასალა 

არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ ვადაგასული პროდუქტები