ბიცილინ-5 1.5გ #1ფლ (რუს)

ბიცილინ-5 1.5გ #1ფლ (რუს)

2.35 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: კურგანი სინთეზი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბენზატინ ბენზილპენიცილინი+ბენზილპენიცილინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 136271
გააზიარე:

ბიცილინ-5 1.5გ #1ფლ

ზოგადი დახასიათება
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი.
 
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს 1200000 სე სტერილურ ბენზათინ ბენზილპენიცილინს, 300000 სე სტერილური ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილს.

 

წამლისფორმა
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამ-დადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამ-უარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამ-უარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები. პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის გარსის მუკოპეპტიდების სინთეზის ინჰიბირებით.

 

ფარმაკოკინეტიკა
ბიცილინი წარმოადგენს ბენზილპენიცილინის პროლონგირებულ ფორმას. მისი კუნთებში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. მისი მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება ბენზილპენიცილინის მაღალი კონცენტრაცია. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია 28 დღის განმავლობაში. ბიცილინი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ნახველით, ოფლით, ნერწყვით, დედის რძითა და საცრემლე სითხით.

ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. აგრეთვე გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში რევმატიზმის რეციდივის პროფილაქტიკისათვის მთელი წლის განმავლობაში.
 
მიღებისწესიდადოზირება
ბიცილინი-5 შეყავთ მხოლოდ კუნთებში! ბიცილინი-5-ს სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. პრეპარატის შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი. ფლაკონის შიგთავსს შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრატში ღრმად, 1 500 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პრეპარატი შეყავთ 600 000 სე დოზით 3 კვირაში ერთხელ, 8 წლის ასაკის ზევით ბავშვებში კი 1 200 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირაში. პრეპარატის ზემოთ აღნიშნულ მიღების წესზე ხშირი ინექციები უკუნაჩვენებია.

 

გვერდითიმოვლენები
პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ურტიკარია, კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, ეოზინოფილია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები.  ინექციის შემდეგ (როგორც პენიცილინის სხვა პროლონგირებული პრეპარატების შემთხვევაში) მოსალოდნელია ინექციის ადგილას ტკივილის შეგრძნება. 
პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ რეაქტიული მოვლენების სრულ გაქრობამდე. მძიმე შემთხვევებში ინიშნება:
-  0.1 % ატროპინის ინექცია -0,5-0,6 მლ;
- ნიშადურის სპირტის შესუნთქვა;
-  0,1% ადრენალინის ინექცია 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ;
- 2% სუპრასტინის ინექცია  - 1-2 მლ.
 
უკუჩვენება
პენიცილინის, სულფანილამიდებისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა, ურტიკარია, თივის ცხელება  და სხვა ალერგიული დაავადებები.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
არ არის რეკომენდებული ბიცილინი-5-ის სუსპენზიისა და სხვა საინექციო ხსნარების ერთმანეთში შერევა, პრეპარატისა და ინდომეტაცინის, ფენილბუტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ჯვარედინი ალერგიის შესაძლო განვითარების გამო).

განსაკუთრებულიმითითებანი
პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა ბიცილინი-5-ის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
  
შენახვისპირობებიდავადა
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +200C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა - 2 წელი.
 
გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

 

შეფუთვა
ფლაკონი, რომელიც შეიცავს 1 500 000 სე ბიცილინ-5-ს.

მწარმოებელი

კურგანი სინთეზი,

რუსეთი.