მამოსტეროლი 1მგ #30ტ
გააზიარე:
მამოსტეროლი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ანასტროზოლი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი,რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარეფურცელი-ჩანართიშეიცავსშემდეგინფორმაციას:
- რას წარმოადგენს მამოსტეროლი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ მამოსტეროლის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება მამოსტეროლი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება მამოსტეროლი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- 1. რას წარმოადგენს მამოსტეროლი და რისთვის გამოიყენება
მამოსტეროლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი.
ანასტროზოლი თავისი მოქმედებით ამცირებს ჰორმონის ოდენობას, რომელსაც ეწოდება ესტროგენი, რომელსაც თქვენი სხეული წარმოქმნის. ის აღნიშნულს აკეთებს თქვენს ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერების (ფერმენტის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება „არომატაზა“.
- 2. რა უნდა იცოდეთ მამოსტეროლის გამოყენებამდე
არ მიიღოთ მამოსტეროლი
- თუ გაქვთ ალერგია ანასტროზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მამოსტეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს მამოსტეროლის მიღებამდე
- თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუალური პერიოდები და ჯერ არ დაგსრულებიათ მენოპაუზა.
- თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „სხვა სამკურნალო საშუალებები და მამოსტეროლი“).
- თუ ოდესმე გქონიათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე (ოსტეოპოროზი).
- თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, მამოსტეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ მამოსტეროლს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და მამოსტეროლი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე და მცენარეულ საშუალებებსაც. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ანასტროზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი პრეპარატის მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანასტროზოლზე.
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ უკვე იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ძუძუს კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული გარკვეული მედიკამენტები (ესტროგენის რეცეპტორების სელექციური მოდულატორები), მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტამოქსიფენს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ამ პრეპარატებმა შეიძლება შეაჩერონ [სამკურნალო საშუალების სახელი]-ის გამართული მოქმედება.
- მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს, როგორიცაა ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT).
- თუ აღნიშნული გეხებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
- პრეპარატს რომელიც ცნობილია როგორც „LHRH-ის ანალოგი“ (მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი). მათ შორისაა: გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, ქალის ჯანმრთელობის გარკვეული (გინეკოლოგიური) მდგომარეობისა და უნაყოფობის სამკურნალოდ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ მამოსტეროლი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება თუ დაორსულდებით და მიმართეთ თქვენს ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ანასტროზოლი სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების ან დანადგარების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება დროდადრო იგრძნოს სისუსტე ან ძილი მამოსტეროლის მიღებისას. თუ აღნიშნული გამოვლინდება, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
მამოსტეროლი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.
მამოსტეროლი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპატატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
- 3. როგორ გამოიყენება მამოსტეროლი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
- შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
- არ აქვს მნიშვნელობა როდის მიიღებთ მამოსტეროლი საკვებთან ერთად, ჭამის წინ, თუ ჭამის შემდეგ.
გააგრძელეთ მამოსტეროლი მიღება იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მიგითითებთ. ეს არის ხანგრძლივი მკურნალობა და შეიძლება დაგჭირდეთ მისი მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
მამოსტეროლი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მამოსტეროლი
თუ მიიღეთ მამოსტროლის ჭარბი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მამოსტეროლის მიღება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებისამებრ.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ მამოსტეროლის მიღებას
არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ამას თქვენი ექიმი არ გეტყვით.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
შეწყვიტეთ მამოსტეროლის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი მოვლენა:
- ძალიან მძიმე კანისმიერი რეაქცია წყლულებით ან ბუშტუკებით კანზე. აღნიშნული ცნობილია როგორც „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“.
- ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ცნობილია როგორც „ანგიონევროზული შეშუპება“.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- თავის ტკივილი,
- ალები (სისხლის მოწოლა),
- შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)
- კანისმიერი გამონაყარი,
- სახსრების ტკივილი ან რიგიდობა,
- სახსრების ანთება (ართრიტი),
- სისუსტის შეგრძნება,
- ძვლის დაკარგვა (ოსტეოპოროზი)
- დეპრესია.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
- მადის დაკარგვა,
- ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული ვლინდება სისხლის ანალიზში,
- ძილიანობის შეგრძნება,
- კარპალური არხის სინდრომი (ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე, სისუსტე ხელის ნაწილებში),
- კანზე ჩხვლეტა ან დაბუჟება, გემოვნების დაკარგვა/შემცირება,
- დიარეა,
- შეუძლოდ ყოფნა (ღებინება),
- სისხლის ანალიზებში ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ღვიძლის ფუნქციას,
- თმის შეთხელება (თმის ცვენა),
- ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები, მათ შორის სახის, ტუჩების ან ენის არეში,
- ძვლის ტკივილი,
- ვაგინალური სიმშრალე,
- სისხლდენა საშოდან (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში – თუ სისხლდენა გაგრძელდა, მიმართეთ თქვენს ექიმს),
- კუნთების ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
- ცვლილებები სისხლის კონკრეტულ ანალიზში, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GT) და ბილირუბინი),
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
- ჭინჭრის ციება ან ჭინჭრის გამონაყარი,
- მოკაუჭებული თითის სინდრომი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში),
- სისხლში კალციუმის გაზრდილი რაოდენობა. თუ აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება და წყურვილი, აცნობეთ თქვებს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების გაკეთება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 ადამიანში)
- იშვიათი კანისმიერი ანთება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს ან ბუშტუკებს,
- მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანისმიერი გამონაყარი (ეს შეიძლება იყოს ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციით განპირობებული),
- წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან მეწამულ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სახსრების, მყესების და თირკმლის ტკივილის სიმპტომები; აღნიშნული ცნობილია როგორც „ჰენოხ-შონლეინის პურპურა“.
ზემოქმედება თქვენს ძვლებზე
ანასტროზოლი აქვეითებს თქვენს ორგანიზმში არსებული ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას. ამან შეიძლება შეამციროს თქვენი ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და შესაძლოა უფრო ადვილად მიიღოთ მოტეხილობა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს ძვლის ჯანმრთელობის სამკურნალო გაიდლაინების მიხედვით ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან რისკები და მკურნალობის ვარიანტები.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ V დანართში მოცემული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
- 5. როგორ ინახება მამოსტეროლი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თქვენი ტაბლეტები უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე “EXP” ნიშნულის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი ციფრი მიუთითებს წელზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- 6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
მამოსტეროლი შეიცავს
- მოქმედი ნივთიერებაა ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.
- ტაბლეტის ბირთვში სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), პოვიდონი (E1201) და მაგნიუმის სტეარატი (E572).
- ტაბლეტის გარსის ინგრედიენტებია: მაკროგოლი 400, ჰიპრომელოზა (E464) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
მამოსტროლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
თეთრი აპკიანი გარსით დაფარული მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია „ANA“ და „1“.
ანასტროზოლი წარმოდგენილია ბლისტერული შეფუთვით - 30 ტაბლეტი კოლოფში.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი. საქართველო
ლიცენზიით:
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგი 22
6545 CM ნიჯმეგენი,
ნიდერლანდები
მწარმოებელი
Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)
C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)
08830 სანტ ბოი დე ლობრეგატი,
ბარსელონა,
ესპანეთი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად გადაიხედა: 30.09.2022
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










