ფუნგოსილი 1% 30მლ სპრეი

ფუნგოსილი 1% 30მლ სპრეი

35.98 ლარი
ქვეყანა: ბელგია
მწარმოებელი: Santa Farma Ilac Sanayii A.S.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტერბინაფინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 136118
გააზიარე:

პაციენტის საინფორმაციო ფ ურცელი -ჩანართი

ფუნგოსილი ®

1% 30 მლ სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის, ხსნარი, ფლაკონი №1

ადგილობრივი გამოყენებისათვის.

  • · აქტიური სუბსტანცია:1 მლ სპრეი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
    • · დამხმარე ნივთიერებები: ცეტომაკროგოლი 1000, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი (96%), დეიონიზირებული წყალი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართში, რადგან ეს ფურცელი–ჩანართი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

  • · შეინახეთპაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენდაგჭირდეთმისიხელახლაწაკითხვა.
  • · თუთქვენ დამატებითიშეკითხვებიგაქვთ, მიმართეთთქვენს ექიმსანფარმაცევტს.
  • · ესპრეპარატიდანიშნულიათქვენთვის.ნუგადასცემთმასსხვებს.
  • · პრეპარატის გამოყენების დროს, თუ ექიმთან ან საავადმყოფოში მიდიხართ, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • · მიჰყევით ამ ინსტრუქციებს ზუსტად ისე, როგორც დაწერილია. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა, ვიდრე თქვენი რეკომენდებული დოზა.

ამ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ფუნგოსილი® და რისთვის გამოიყენება იგი?

2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის® გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი®?

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ფუნგოსილი®?

1. რა არის ფუნგოსილი® და რისთვის გამოიყენება იგი?

ფუნგოსილი® ხელმისაწვდომია როგორც გამჭვირვალე, ნაწილაკებისგან თავისუფალი ხსნარი 30 მლ ფერადი მინის ბოთლში, რომელიც შეფუთულია კოლოფში.

ფუნფოსილი® შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ტერბინაფინს, რომელიც არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება სოკოებით გამოწვეული კანის პრობლემების სამკურნალოდ:

• ატლეტის ტერფი (tinea pedis) - ატლეტის ტერფი ვლინდება მხოლოდ ტერფებზე (ჩვეულებრივ ორივეზე, მაგრამ არა ყოველთვის), სადაც ხშირად ჩნდება თითებს შორის. ის ასევე შეიძლება გამოჩნდეს ტერფის ზედა ზედაპირზე, ძირზე ან ტეფის სხვა ადგილებში. ატლეტის ტერფის ყველაზე გავრცელებული ტიპი იწვევს კანის გახეთქვას ან აქერცვლას, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქი შეშუპება, ბუშტუკები ან წყლულები. ფუნგოსილი® რეკომენდებულია ატლეტის ტერფის იმ შემხვევებში, როდესაც ის ვლინდება თითებს შორის.

• თუ გაქვთ ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია (სოკო ფრჩხილის შიგნით და ქვეშ) ფრჩხილების შეფერილობის და ფრჩხილის ტექსტურის ცვლილებებით (სქელი ან ქერცლიანი), უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ფუნგოსილი® არ არის შესაფერისი ამ ტიპის ინფექციისთვის.

• დობიის ქავილი/ჯოკ ქავილი (tinea cruris) - დობიის ქავილი ჩნდება საზარდულისა და ბარძაყის შიდა მიდამოში, როგორც წესი, ორივე მხარეს, მაგრამ ხშირად ერთ მხარეს უფრო მეტი ვიდრე მეიორეზე, სადაც ის შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის დუნდულებამდე ან ზემოთ, კუჭის მიდამოს მიმარტულებით. დობიის ქავილი გამოიყურება როგორც აშკარად შემოსაზღვრულ გამონაყარს, რომელზედაც შეეიძლება იყოს ბუშტუკები.

2. რა უნდა იცოდეთ ფუნგოსილის® გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფუნგოსილი® შემდეგი მდგომარეობებისას

თუ:

• თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტერბინაფინის ან ფუნგოსილის® ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ფუნგოსილის® გამოყენების დროსშემდეგი მდგომარეობებისას

თუ:

  • · ფუნგოსილი® განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
  • · არ შეისხუროთ თქვენს სახეზე.
  • · თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში, საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით და მიმართეთ ექიმს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
  • · შემთხვევითი ჩასუნთქვის შემთხვევაში, რაიმე სიმპტომების განვითარებისას ან შენარჩუნებისას მიმართეთ ექიმს.
  • · ფუნგოსილი® შეიცავს პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება.
  • · ალკოჰოლის შემცველობის გამო, ფუნგოსილმა® შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების გაღიზიანება.
  • · მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს კანის გაღიზიანება და მგრძნობელობა.
  • · ვინაიდან სოკოვანი და საფუარას ინფექციები შეიძლება გადავიდეს ერთი პიროვნებიდან მეორეზე, დარწმუნდით, რომ გამოიყენეთ საკუთარი პირსახოცები და ტანსაცმელი და არ გაუზიაროთ ისინი სხვებს. რეინფიცირებისგან თავის დასაცავად, პირსახოცები და ტანსაცმელი ხშირად უნდა გარეცხოთ.

გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ ნებისმიერ დროს წარსულში.

ფუნგოსილის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ფუნგოსილის® გამოყენების მეთოდის გამო, მას არ შეუძლია ზიანის მიყენება საკვების მიღებისას ან უზმოზე.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფუნგოსილით® მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ ხართ ორსულად ან შეიძლება იყოთ ორსულად. ორსულობის დროს ფუნგოსილი® არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ეს აშკარად არ არის საჭირო.

თუ მკურნალობის დროს შენიშნეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ კვებოთ ძუძუთი თქვენი ბავშვი, თუ იყენებთ ფუნგოსილს®.

მოერიდეთ ჩვილების კონტაქტს დამუშავებულ ადგილებთან, მკერდის ჩათვლით.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფუნგოსილის® დატანება კანზე არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფუნგოსილის® ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე

ფუნგოსილი® შეიცავს პროპილენგლიკოლს. ამ ნივთიერებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

არ გამოიყენოთ სხვა სამკურნალო საშუალებები ფუნგოსილით® დამუშავებულ უბნებზე.

თუ თქვენ იღებთ ან ახლახანს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ფუნგოსილი®?

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად.

მოზრდილები

ფუნგოსილი® გამოიყენება დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ყველა სოკოვანი ინფექციის დროს.

• კარგად გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ დაზიანებული კანი და მიმდებარე არე(ები) და დაიბანეთ ხელები. მკურნალობას შეიძლება დაეხმაროთ დაზიანებული უბნების სისუფთავის შენარჩუნებით რეგულარული დაბანით და ფრთხილად გაშრობით საკუთარი სუფთა პირსახოცებითა და ტანსაცმლით, და არა კანის გახეხვით ან დაკაწრვით.

• მოხსენით ბოთლის თავსახური.

• თუ მედიკამენტს პირველად იყენებთ, დააჭირეთ ტუმბოს რამდენჯერმე, სანამ არ მიიღებთ თანაბარ გასხურებას.

• შესხურების ტუმბოს მანიპულირებისთვის ბოთლი შეიძლება დაიჭიროთ ვერტიკალურ ან გადაბრუნებულ მდგომარეობაში.

• შეასხურეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა 5-დან 10 სმ-მდე მანძილიდან, რათა კარგად დასველდეს დაზიანებული კანი. ფეხის თითებს, დუნდულებს ან საზარდულებს შორის გამოყენებისას, დამუშავებული ადგილი შეიძლება დაიფაროს მსუბუქი, სუფთა მარლის ზოლით, განსაკუთრებით ღამით.

• დაახურეთ ბოთლს თავსახური.

• დაიბანეთ ხელები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაავრცელოთ ინფექცია კანის სხვა ნაწილებზე ან სხვებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ იყენებთ ფუნგოსილს® მეორე კვირის განმავლობაში, კანის სრული შეხორცება ინფექციის მოცილების შემდეგ გაგრძელდება 4 კვირამდე. თუ მკურნალობის პირველი დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების ნიშნები, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი

16 წლამდე ბავშვები

არ არის რეკომენდებული.

მოერიდეთ სპრეის ჩასუნთქვას.

თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდა თვალში, კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. თუ რაიმე დისკომფორტი ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს

ხანდაზმულებში:

ფუნგოსილი® ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

გამოყენების სპეციალური მდგომარეობები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მიჰყევით ამ ინსტრუქციებს, თუ ექიმის მიერ სხვა რამ არ არის რეკომენდებული.

თქვენი ექიმი გაცნობებთ ფუნგოსილით® მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ მკურნალობა რეკომენდებული ხანგრძლივობის დამთავრებამდე, რადგან ფუნგოსილის® შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების გაუარესება.

თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ფუნგოსილის® მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ ფუნგოსილი®

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ თქვენ ან ვინმემ გადაყლაპა სპრეი. თუ ეს შესაძლებელია, თან წაიღეთ დარჩენილი წამალი და ეს ჩანართი. შემთხვევითი გადაყლაპვის სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა), თავბრუსხვევა და კუჭის ტკივილი

თუ თქვენ იყენებთ უფრო მეტ ფუნგოსილს® ვიდრე საჭიროა

თუ თქვენ ან ვინმე სხვამ, განსაკუთრებით ბავშვმა, შემთხვევით გადაყლაპა დიდი რაოდენობით ფუნგოსილი®, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს. ისინი გეტყვიან რა უნდა გაკეთდეს.

თუ თქვენ გამოიყენეთ უფრო მეტი ფუნგოსილი®, ვიდრე დანიშნულია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფუნგოსილის გამოყენება®

თუ თქვენ გამოტოვეთ აპლიკაცია, დაიტანეთ სპრეი რაც შეიძლება მალე, შემდეგ გააგრძელეთ როგორც ადრე. თუ თქვენ გაგახსენდათ მხოლოდ შემდეგი აპლიკაციის დროს, უბრალოდ დაიტანეთ სპრეი და გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში.

გამოიყენეთ სპრეი, როგორც აღწერილია ამ ფურცელ–ჩანართში. გამოტოვებულმა აპლიკაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის განმეორების რისკი.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ წყვეტთ ფუნგოსილის® გამოყენებას

არ უნდა შეწყვიტოთ სპრეის გამოყენება რეკომენდებულ დრომდე, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მკურნალობის ეფექტურობა ან ინფექცია დაბრუნდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ფუნგოსილმა® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მისი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.

ფუნგოსილის® გამოყენების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან მინიმუმ 1–თან;

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10 პაციენტიდან არაუმეტეს ერთთან, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ შემთხვევაში.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100 პაციენტიდან არაუმეტეს ერთთან, მაგრამ 1,000 პაციენტიდან ერთზე მეტ შემთხვევაში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000 პაციენტიდან არაუმეტეს ერთთან.

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000 პაციენტიდან არაუმეტეს ერთთან.

სიხშირე არ არის ცნობილი: პაციენტთა რაოდენობა ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით.

თუ შენიშნეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ხშირი:

  • · კანის აქერცვლა ან აშრევება (კანის ექსფოლიაცია)
  • · ქავილი (ფხანა)

არახშირი:

  • · კანის დაზიანება
  • · ქერქი
  • · კანის დაავადებები
  • · კანის ფერის ცვლილებები (პიგმენტაციის დარღვევა)
  • · კანის სიწითლე (ერითემა)
  • · წვის შეგრძნება
  • · ტკივილი
  • · ტკივილი დატანის ადგილას
  • · გაღიზიანება დატანის ადგილას.

იშვიათი:

  • · თვალის გაღიზიანება
  • · მშრალი კანი
  • · გამონაყარი კანზე და ქავილი (კონტაქტური დერმატიტი)
  • · გამონაყარი კანზე ქავილით, სიწითლით და წვით (ეგზემა)
  • · თქვენი კანის მდგომარეობის გაუარესება.

უცნობი:

ეს გვერდითი ეფექტები ემყარება პოსტმარკეტინგულ გამოცდილებას და მათი გამოანგარიშება არ შეიძლება არსებული მონაცემების გამოყენებით.

  • · ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა)
  • · გამონაყარი კანზე

ეს არის ფუნგოსილის® მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ რაიმე სხვა ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ–ჩანართში.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება ავტორიზაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ანგარიშგება საშუალებას იძლევა განხორციელდეს სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსის კონტროლი. ჯანდაცვის პერსონალს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის თაობაზე თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ.ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0312 218 35 99).

5. როგორ ინახება ფუნგოსილი®?

შეინახეთ ფუნგოსილი® ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30◦C –ის ქვემოთ.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფუნგოსილი® შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფუნგოსილი® თუ შეამჩნევთ დეფექტებს პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოყენებული წამლები! მიაწოდეთ გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Santa Farma İlaç San. A.Ş.

Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli- İSTANBUL

ტელ: (+90 212) 220 64 00

ფაქსი: (+90 212) 222 57 59

წარმოების ადგილი:

Santa Farma İlaç Sanayi A.Ş.

GEBKİM 41455 Dilovası - KOCAELİ

ტელl: (+90 262) 674 23 00

ფაქსი: (+90 262) 674 23 21

პაციენტის ეს ფურცელი–ჩანართი დამტკიცდა 21/02/2022