რეიდრალ ოფტა 25 მლ ლიპო-გელი
გააზიარე:
რეიდრალ ოფტა
შედგენლობა
ჩაის ხის ზეთი, გვირილა - მისგან მიღებული ალფა ბისაბოლოლი, ალოე ვერა, ვიტამინი E, ჰიალურონის მჟავა, ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი), ბეტაგლუკანი და ჰიდროლიზებული ნუკლეოტიდები, ვიტამინი C, ედტა-ს დინატრიუმის მარილი, ჰესპერიდინი.
გამოყენება
რეიდრალ ოფტა წარმოადგენს ქუთუთოებსა და პერიოკულარულ არეზე ყოველდღიური გამოყენებისათვის განკუთვნილ ინოვაციურ ლიპოგელს. მისი გამოყენება ეფექტურია, როდესაც აღინიშნება მგრძნობელობის მომატება, სიმშრალე, ჰიპერრეაქტიულობა, სიწითლისკენ მიდრეკილება, გაღიზიანებული და დერმატიტიკენ მიდრეკილი კანი. პრეპარატი აქვეითებს დისკომფორტის შეგრძნებას, აღადგენს კანის ბალანსს ქუთუთოებში და პერიოკულარულ ზონაში; გააჩნია ღრმა დამატენიანებელი, დამარბილებელი, დამამშვიდებელი და კანის ტროფიკის აღმდგენი მოქმედება, რასაც განაპირობებს მისი შემადგენლობა.
მოქმედება
რეიდრალ ოფტას გააჩნია შემდეგი მოქმედება:
ძლიერი დამატენიანებელი მოქმედება: მომენტალურად და დიდი ხნის განმავლობაში ატენიანებს კანს, და აძლევს შვებას;
დამამშვიდებელი და აღმდგენი: ამშვიდებს და არბილებს ქუთუთოს კანს, ხდის მას ელასტიურს და ხავერდოვანს;
ბარიერული ეფექტი: იცავს გარე ალერგენებისაგან და დაბინძურებისაგან;
ცხიმოვანი შრის აღმდგენი: აძლიერებს კანის ჰიდროლიპიდურ გარსს, აღადგენს ქუთუთოს კანს, ზრდის რქოვანას ფენისა და უჯრედის სიმკვრივეს;
გაღიზიანების და სიწითლის საწინააღმდეგო: მდიდარია დამარბილებელი და გამაგრილებელი ნივთიერებებით, სიწითლის საწინააღმდეგო თვისებებით.
ჩვენებები
პროდუქტი ნაჩვენებია ქუთუთოს შეშუპების, თვალის ირგვლივი არის სიმშრალის, სეზონური ალერგიის, მგრძნობიარე კანის დროს, რომელიც მიდრეკილია გაღიზიანების ან დერმატიტისკენ.
რეიდრალ ოფტას შემადგენლობაში შემავალი აქტიური ფრაქციის მწვანე ჩაის ექსქტრაქტის (4-ტერპინეოლის ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია Melaleuca Alternifolia) წყალობით, მისი ყოველდღიური გამოყენება ქუთუთოს, როგორც ლიპიდური, ასევე მშრალი სეკრეტის ეფექტური მოცილების შესაძლებლობას იძლევა, ასევე ახდენს ბლეფარიტების და ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს გამოყოფილი სეკრეტის სანაციას, რითაც ამცირებს მდგომარეობის გაუარესებისა და ანთების განვითარების რისკს. გელი ანტისეპტიურ და ანტიპარაზიტული მოქმედებას ახდენს სეკრეტის მიმართ, რომელიც ქუთუთოების კიდეების გასწვრივ და წამწამების ძირში ბაქტერიების ზრდისა და ანთებითი წებოვანი სეკრეტის გამოყოფის გამომწვევია. ყველანაირი ანთებადი სეკრეტი კი გავლენას ახდენს მეიბომის ჯირკვლებზე, ცრემლსადენ მილში წარმოქმნის ცხიმოვან კომპონენტს და შედეგად ვითარდება თვალის სიმშრალე.
თვალის ზედაპირის დისკომფორტი და დემოდექსი
ჩაის ხის ზეთს აქვს ქუთუთოს გამწმენდი ეფექტი დემოდექსის დროს.
J Korean Med Sci 2012; 27: 1574-1579
Melaleuca alter nifolia (ჩაის ხის ზეთს) აქვს ანტიმიკრობული და სხვა სამკურნალო თვისებები Carson, C.F.; Hammer, K.A.; Riley, T.V. Clin. Microbiol. Rev. 2006, 19, 50–62. – Tighe, S.; Gao, Y.Y.; Tseng, S.C.G
ჩაის ხის ზეთის ყველაზე აქტიური ინგრედიენტია ტერპინეოლ-4 დემოდექსის ტკიპების მოსაკლავად Transl. Vis. Sci. Technol. 2013, 2, 2.
ჩაის ხის ზეთი in vitro და in vivo მოქმედებით ანადგურებს დემოდექსის გამომწვევს Br J Ophthalmol 2005;89:1468–1473.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
- დაიბანეთ ხელები კარგად.
- გამოყენების მიზნით პროდუქტი დაიტანეთ თითის წვერზე.
- თვალის მიდამოზე წრიული მოძრაობით ნაზად გადაანაწილეთ ქუთუთოებზე სრულ შეწოვამდე.
- მოერიდეთ პროდუქტის თვალში მოხვედრას, თუ მაინც მოხვდა თვალში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მცირე დისკომფორტისმაგვარ განცდას, რომელიც გარდამავალია და რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებს, გაივლის მოკლე დროში.
რეიდრალ ოფტას გამოყენება რეკომენდირებულია
მწვავე ფაზაში სიმპტომების დროს - დღეში ორჯერ (დილით და საღამოს);
ბლეფარიტის სამკურნალოდ ან საპროფილაქტიკოდ კი - დღეში ერთხელ.
გაფრთხილება
- არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
- შეინახეთ სითბოს, ტენიანობის და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- არ გადაყლაპოთ.
- არ გამოიყენოთ, თუ დაზიანებულია შეფუთვა.
- არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ გაქვთ ჰიპერმგძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შეფუთვა
ტუბი 25 მლ.
დერმატოლოგიურად ტესტირებულია მგრძნობიარე და ნორმალური pH-ის მქონე კანზე, ქუთუთოების და თვალის ირგვლივ მიდამოში.
www.omegapharmasrl.com