სინუს ბოქსი აპლიკ240მლ+25საშ
გააზიარე:
სინუს ბოქსი აპლიკ240მლ+25საშ
სინუს ბოქსი ქიდსი არის ცხვირისა და სინუსების გამოსარეცხი ნაკრები, განკუთვნილი ბავშვებისთვის. ყოველი სინჯის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის ნარევი. ეს pH-დაბალანსებული ხსნარი ხელს უწყობს ცხვირის ღრუსა და პასაჟების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
საშუალება გამოიყენება რინიტისა და სინუსიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ის ეფექტურია ინფექციური და ალერგიული რინიტების, მწვავე და ქრონიკული სინუსიტების, ასევე „უკან წვეთის“ სინდრომის დროს. გამოიყენება ლორწოვანი გარსის დატენიანებისთვის ცხვირის სიმშრალისას, ცხვირისა და პასაჟების ჰიგიენისთვის, ასევე პროფილაქტიკის მიზნით ჰაერში მტვრის მაღალი კონცენტრაციის ან ვირუსული ინფექციის რისკის შემთხვევაში.
იზოტონური ხსნარის მოსამზადებლად გახსენით ერთი სინჯი 120 მლ გამოხდილ ან ადუღებულ წყალში ოთახის ტემპერატურაზე. ჰიპერტონული ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენეთ ორი სინჯი. მიღებული ხსნარი გამოიყენეთ ცხვირის გამოსარეცხად ნაკრებში შემავალი სპეციალური ირიგატორის საშუალებით.
გამოყენების წესი: გამოიყენეთ ადუღებული და სხეულის ტემპერატურამდე (დაახლოებით 36°C–37°C) გაგრილებული წყალი. არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი ან ცივი წყალი . შეავსეთ 240 მლ-იანი ბოთლი მომზადებული წყლით ბოთლზე მითითებულ ნიშნულამდე. გახსენით ერთი საშეტი, ჩაყარეთ მისი მთიანი შიგთავსი ბოთლში წყალთან ერთად. დაახურეთ ბოთლს თავსახური, თითით მჭიდროდ გადაკეტეთ მისი პირი/ხვრელი და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ ფხვნილი ბოლომდე არ გაიხსნება და არ მიიღებთ ერთგვაროვან ხსნარს. გადაიხარეთ ნიჟარაზე წინ, თავი მსუბუქად დახარეთ ერთ-ერთი მხარისკენ (თავი გვერდულად გქონდეთ, მაგალითად, მარჯვნივ დახრისას მარცხენა ნესტო ზემოთ მოექცევა). ბოთლის აპლიკატორის თავი მჭიდროდ, მაგრამ ზეწოლის გარეშე მოათავსეთ ზედა (მარცხენა) ნესტოში. პროცედურის მიმდინარეობისას ისუნთქეთ პირით (შეგიძლიათ თქვათ „ააა“, რათა სასის ნაწილმა ჩაკეტოს ყელისკენ სავალი გზა და ხსნარი ყელში არ გადავიდეს). ნაზად და თანაბრად მიუჭირეთ ხელი ბოთლს. ხსნარი შევა ერთ ნესტოში და თავისუფლად გამოვა მეორე ნესტოდან, თან გამოჰყვება ლორწო და ჭარბი სეკრეტი. ბოთლში არსებული სითხის დაახლოებით ნახევარი გამოიყენეთ ერთ ნესტოზე, ხოლო მეორე ნახევარი – თავის ოდნავ მეორე მხარეს გადახრის შემდეგ, მეორე ნესტოზე.
პროცედურის დასრულებისას მსუბუქად გამოიწმინდეთ ცხვირი, რათა ბოლოს გამოიღოთ დარჩენილი სითხე.
პროფილაქტიკისთვის ან მსუბუქი ჰიგიენისთვის : საკმარისია დღეში 1- ელ გამორეცხვა.
მწვავე ან ქრონიკული სინუსიტის , რინიტისა და ძლიერი სეკრეტის დროს : ჩვეულებრივ რეკომენდებულია დღეში 2- ჯერ (დილა საღამოს გამორეცხვა).
ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ ბოთლი და მისი აპლიკატორი.










