ექსოდერილი 1% 30გრ კრემი(თურ)
გააზიარე:
ექსოდერილი® 1% კრემი
განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერება: კრემის 1 გრამი შეიცავს 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანის სტეარატი, ცეტილპალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლიეთილენ გლიკოლ-60-სორბიტანის სტეარატი, იზოპროპილმირისტატი, გამოხდილი წყალი.
1. ექსოდერილი და მისი გამოყენება
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების გარეგანი მკურნალობისას. ექსოდერილი ეფექტურია კანის სოკოს, საფუარა სოკოს და სხვა სოკოების წინააღმდეგ. ამავე დროს ექსოდერილი ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად წარმოიქმნება სოკოვანი ინფექციების დროს. ექსოდერილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სწრაფად ამცირებს ანთების სიმპტომებს, განსაკუთრებით ქავილს.
ექსოდერილი 15 გრამიან და 30 გრამიან ტუბებში მოთავსებული კრემი.
ექსოდერილი გამოიყენება კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ:
- კანის ან კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები (ვლინდება სიწითლის, აქერცვლის, შეშუპების ან ბუშტუკების და ქავილის სახით);
- თითებს შორის სოკოვანი დაავადებები;
- ფრჩხილის სოკოვანი ინფექციები;
- კანის კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, გამოწვეული Candida-ს სახეობებით);
- Pityriasis versicolor (ფერადი ლიქენი, კანის დაავადება, გამოწვეული კანის ზედაპირზე სოკოს ჭარბი გამრავლებით);
- კანის ანთებითი სოკოვანი დაავადებები (ქავილით ან ქავილის გარეშე).
2. ექსოდერილის გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
ექსოდერილის გამოყენება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, ბენზილის სპირტის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ექსოდერილი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის, არ შეახოთ თვალს.
თუ დაავადების სიმპტომები არ გაუმჯობესდება და ვერ მიიღებთ მოსალოდნელ ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ექსოდერილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატი გამოიყენება კანზე წასმის გზით, რის გამოც არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხართ, არ გამოიყენოთ ექსოდერილი თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ ვლინდება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსოდერილის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
პრეპარატის შემადგენლობაში არსებულმა სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანზე ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტის მსგავსი).
ექსოდერილი შეიცავს ბენზილის სპირტს, მაგრამ გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე არ არის საჭირო გაფრთხილება.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
არ არსებობს ინფორმაცია სხვა პრეპარატებთან ექსოდერილის ურთიერთქმედების შესახებ.
თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. ექსოდერილის გამოყენების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ
ექსოდერილი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მიერ მითითებული სახით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ექსოდერილი უნდა გამოიყენოთ უპირატესად საღამოს, დაწოლამდე, უნდა წაისვათ კანის დაავადებულ უბანზე თხელ ფენად და მსუბუქად შეიზილოთ. ყოველი გამოყენებისას მთლიანად უნდა წაუსვათ კანის დაავადებულ უბანს და მის გარეთ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 2 სმ ნაწილს. კანის ნაოჭებს შორის სოკოს შემთხვევაში პრეპარატის წასმის შემდეგ ღამის განმავლობაში კარგი იქნება, თუ ნაოჭებს შორის მოათავსებთ მარლის საფენს.
ფრჩხილის ინფექციისას საჭიროა ფრჩხილი მოიჭრათ, რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად. ექსოდერილი გამოიყენეთ დღეში ერთხელ და შეიზილეთ ფრჩხილში. კარგი იქნება, დაავადებული ფრჩხილი დაფაროთ სახვევით.
იმისათვის, რომ მკურნლობა იყოს წარმატებული, ექსოდერილი უნდა გამოიყენოთ ხანგრძლივი ვადით. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში.
სოკოვანი ინფექციით მკურნალობისას მხედველობაში მიიღეთ შემდეგი გარემოებები:
- სოკოვანი ინფექციის გამომწვევი ორგანიზმები შესაძლებელია გადავიდნენ ტანსაცმელზე, რის გამოც ტანსაცმელი უნდა გამოიცვალოთ ყოველდღიურად.
- ეცადეთ, დაავადებული კანი იყოს მშრალი. მოერიდეთ ვიწრო და ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის ჩაცმას (როგორიცაა ვიწრო ფეხსაცმელში სინთეზური ქსოვილის წინდა).
- დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ დაავადებული უბანი და ყოველდღიურად შეცვალეთ გამოყენებული საფენი და პირსახოცი.
- თუ ფეხზე გაქვთ სოკოვანი ინფექცია, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ასევე იმისათვის, რომ არ გამოიწვიოთ ინფექციის გამეორება, მოერიდეთ აუზსა და სასტუმროში ფეხშიშველი სიარულს.
- არ იაროთ საუნაში ან ორთქლის აბანოში, სანამ სოკოვანი ინფექცია მთლიანად არ განიკურნება.
გამოყენების გზა და მეთოდი:
გამოიყენება კანზე ან ფრჩხილებზე წასმის გზით. გამოყენებამდე დაზიანებული კანის ან ფრჩხილის უბანი დაიბანეთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება
ჯერ არ ჩატარებულა კვლევა ბავშვებზე ზემოქმედებასა და უვნებლობასთან დაკავშირებით.
ასაკოვნებში გამოყენება
არ არის შესწავლილი ასაკოვნებში გამოყენება.
გამოყენების სპეციალური პირობები
თირკმლის უკმარისობა/ღვიძლის უკმარისობა
არ არის შესწავლილი გამოყენება თირკმლის/ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თუ თვლით, რომ ექსოდერილის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ექსოდერილი საჭიროზე მეტი რაოდენობით
თუ ექსოდერილი გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ექსოდერილის გამოყენება
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.
ექსოდერილით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია
მკურნალობის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ექსოდერილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებს შესაძლებელია აღენიშნებოდეთ გვერდითი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი ზემოქმედება გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 - <1/10); არახშირი (>1/1.000 - <1/100); იშვიათი (>1/10.000 - <1/1.000), ძალიან იშვიათი (<1/10.000), უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით).
უცნობი სიხშირე (შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით):
- კანზე წვის, სიმშრალის შეგრძნება;
- კანის სიწითლე, ქავილი;
- კანზე ჩხვლეტის შეგრძნება;
- კანის მგრძნობელობა.
ზემოაღნიშნულის გამო მკურნალობა უნდა შეწყდეს მხოლოდ ზოგ შემთხვევებში. გვერდითი მოვლენები გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
5. ექსოდერილის შენახვა
ექსოდერილი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 25 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი, თუ პროდუქციაზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ დაზიანებას.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ ექსოდერილი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი
სანდოზ გმბჰ/ავსტრიის სახელით
სს სანდოზ ილაჩ სან. ვე თიჯ.
ბიზნეს-ცენტრი „სურიაფი & აქელ“, რუზგარლიბაჰჩეს უბანი შეჰით სინან ეროღლუს გამზ. №:6 34805 ქავაჯიქი/ბეიქოზი/სტამბოლი.
წარმოების ადგილი
სს გენვეონ ილაჩ სან. ვე თიჯ.
გებზე / ქოჯაელი.










