ლარიფანი პესო 1.5მგ #5ვაგ.სუპ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ლარიფან პესო 1.5 მგ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) – 1.5 მგ/პესარია
არააქტიური სუბსტანციები / პესარია:
კაკაოს ცხიმი - 2.0032გ
ლანოლინი - 0.270გ
ნატრიუმის ქლორიდი – 0.0122გ
მეთილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0041გ
პროპილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0041გ
გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.
ათქ კოდი: ჟ05AX
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
„ლარიფან პესო 1.5მგ"-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.
ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
„ლარიფან პესო 1.5 მგ" ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ და ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას საშოში.
ჩვენება:
„ლარიფან პესო 1.5მგ" გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
• საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დისპლაზიებისას (ჩIN I, ჩIN II);
• შარდსასქესო სფეროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას;
• არასპეციფიური ვაგინიტები;
• სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებების რისკის შესამცირებლად;
• სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებებისგან გამოწვეული შედეგების
შესამსუბუქებლად.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
ექიმის კონსულტაციით.
მიღების წესი და დოზირება:
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიებისას ,,ლარიფან პესო 1.5 მგ" გამოიყენება ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 6–10 ჯერ. შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს იმეორებენ 1-2 ჯერ.
ჰერპესული პროცესის მკურნალობისათვის ,,ლარიფან პესო 1.5 მგ"-ს გამოყენება რეკომენდებულია 10 დღე მიყოლებით, 3_5 პესარიის გამეორებით კურსიდან ორი მენსტრუაციის შემდგომ.
საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტკივილისას (არასპეციფიკური ვაგინიტები) რეკომენდებულია შევიყვანოთ საშოში 1 პესარია ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ პესარიები ,,ლარიფან პესო 1.5მგ" საშოში შეყვანის გზით კვირაში 1 პესარიის ოდენობით 5 კვირის განმავლობაში.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
სიფრთხილე:
ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას და დაიცავით მასში მითითებული შენახვისა და გამოყენების წესები.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის არასტანდარტული მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
5 პესარია 1.5 მგ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს "ნეოფარმი", დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. თბილისი 0131, საქართველო.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
"Lარიფან Lტდ.", კურბადას ქ. 2ბ, რიგა, LV-1009, ლატვია. წწწ.ლარიფან.ეუ, ინფო@ლარიფანს.ლვ










