ელეფტერია ბეტა #30კაფს
გააზიარე:
ელეფტერია ბეტა
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ელეფტერია ბეტა შემუშავებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად ქალებში, მათ შორის ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მენოპაუზის პერიოდში.
შემადგენლობა
β-ალანინი, პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.) DER 4:1, კაფსულის გარსი: ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
რეკომენდებულიაქტიურიინგრედიენტების დღიურიდოზა |
1 კაფსულა |
β-ალანინი |
300 მგ |
პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.) |
100 მგ |
β-ალანინი ფართოდ გამოიყენება მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად გვერდითი ეფექტების გარეშე. ბეტა-ალანინი ხელს უწყობს პანთოტენის მჟავას (ვიტამინი B5) დაგროვებას ორგანიზმში, ენერგეტიკული ცვლის სტაბილიზაციას, რაც თავის მხრივ, აწესრიგებს თერმორეგულაციას და ამცირებს ალებს. ბეტა-ალანინს შეუძლია ალების კუპირება რამდენიმე წუთში, (გლიცინის რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით, ჰიპოთალამუსში“სწრაფად“ ახდენს თერმორეგულაციის ზონის ნორმალიზებას).
პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L)შეიცავს ასკორბინის მჟავას, პექტინს, ამინომჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, კალიუმს და წარმოადგენს ბეტა-კაროტინის წყაროს. ექსტრაქტი აუმჯობესებს ძილს, გააჩნია ანქსიოლიზური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი. გარდა ამისა, Passiflora incarnata L გავლენას ახდენს მენოპაუზის სიმპტომებზე, როგორიცაა ვაზომოტორული დისფუნქცია, უძილობა და დეპრესია, კრუნჩხვები, ნერვული ტიკები, ვეგეტატიური დარღვევები, მომატებული რეფლექსური აგზნებადობა; ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.
გამოყენებების რეკომენდაციები
ჰორმონალური ბალანსის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ქალებში, მენოპაუზის დროს შემდეგი სიმპტომებისას: ხშირი ალები, ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა და სისუსტე;
არტერიული წნევის ცვლილებები;
უძილობა ან მომატებული გაღიზიანებადობა.
გაფრთხილება
პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი კვების შემცვლელად და ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა
მოზრდილებში 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა
30 კაფსულა, 10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 24 თვე.
მწარმოებელი
Global Pharma SM S.A., პოლონეთი.
დამზადებულია
Alpen Pharma AG, ბერნი, შვეიცარია.